დღეს, 28 იანვარს, აჭარაში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ონლაინგამოცემა „ბათუმელები„/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. მათი განცხადებით, აჭარაში მედიის თავისუფლების მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რეპრესიები გაატაროს „ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“. გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების …
Author Archives: ლელა დუმბაძე
„ეს არის დამანგრეველი ზემოქმედება მის ორგანიზმზე“ – ზურაბ გურული მზია ამაღლობელის შიმშილობაზე
„შიმშილობის მე-16 დღეს, ახლა, მზია ამაღლობელი უნდა იმყოფებოდეს არა საპატიმროში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს მისი ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგი“- ამბობს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული. „ბათუმელები“ ზურაბ გურულს შიმშილობით გამოწვეულ რისკებზე ესაუბრა. ბატონო ზურაბ, ალბათ იცით, რომ ჩვენი გამოცემის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. რა ხდება ორგანიზმში შიმშილობის მე-16 …
„ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და რუსეთის 10 ათასზე მეტ მოქალაქეს მიანიჭეს“ – ენმ
დღეს, 27 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადება გააკეთეს საპროტესტო აქცაბზე დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] შესახებ. „იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც არის გათვალისწინებული ორგანული კანონით საქართველოs მოქალაქეობის შესახებ, ეს არის ქართული ენის და ისტორიის ცოდნა, ასევე კულტურული დ მემკვიდრეობითი კავშირები საქართველოსთან, ამის მიუხედავად, მის მიმართ არ ხორციელდება არანაირი მოქმედება სტატუსის მინიჭებასთან …
„რესპრესიები დაიწყო“ – ჯგუფ „პლატინას“ რეჟისორი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
რეჟისორი, ქორეოგრაფი და ჯგუფი „პლატინას“ ხელმძღვანელი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრში ქორეოგრაფად იყო დასაქმებული. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მან დღეს, 24 იანვარს შეიტყო. „მე ბათუმის ყინულის სასახლეში 20 წელი ვმუშაობდი ივენთების კოორდინატორად და ვიყავი ქორეოგრაფი, რომელსაც წვლილი მიმიძღვის სინქრონული დასის ჩამოყალიბებაში და არაერთი საპრიზო ადგილი გვაქვს მოპოვებული, ოქროს მედლებით ჩამოვდიოდით ფესტივალებიდან. ყინულის …
„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები
აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც …
Continue reading “„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები”
ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“
ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც. „ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ …
ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“
ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო. სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ …
„თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც“- ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც ის „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში ასევე საუბრობს დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე. „ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე. თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთსა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც …
ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“
ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა. „არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი. ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ …
Continue reading “ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“”
„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ
21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“. ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე. რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული …
ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კუთხეში, ორსართულიანი კერძო სახლის მანსარდი დაიწვა. როგორც სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ხანძარი დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა.
ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ
ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მოზარდი მეცხრეკლასელია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს …
Continue reading “ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ”
ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს
მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა. „დღეს, 18 იანვარს, განიხილებოდა საკითხი გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული. შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე …
Continue reading “ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს”
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
დღეს, 18 იანვარს, ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ზღვაში დაღუპულ კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …
ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო. თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს. ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს. თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს …
Continue reading “ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო”
„არ ვაღიარებ არალეგიტიმური ხელისუფლების კანონებს“ – მასწავლებელი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავა, ზუგდიდის სასამართლომ ფეიერვერკის სროლისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა. მანანა მიქავამ თავის ახსნა-განმარტებაში დაწერა, რომ ის არ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ კანონებს. „მოგესალმებით ცირკ „შაპიტოს“ მონაწილე პირებს, ქალბატონ მოსამართლესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს. მოგახსენებთ, რომ პირველ რიგში, არ ვაღიარებ არალეგიტიმური მთავრობის მიერ დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. ასევე, …
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 14 იანვარს, თავის სასამართლო პროცესზე მივიდა ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ცნობილი წიგნით – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა ამ წიგნით. როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, მზია ამაღლობლის სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა. „რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ მზია ამაღლობლის ეპიზოდს. ოლიგარქის …
საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ
დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები. ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს …
Continue reading “საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ”
ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ
15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …
„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს. „დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს]. იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს”
რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ. „რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა …
Continue reading “რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI”
ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა. დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც. ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი …
„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა
დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების …
Continue reading “„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა”
ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე
დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება …
ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს
დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: გიორგი კირთაძე ელენე ხოშტარია გიორგი კაკალაძე ელიზბარ ჩხიკვაძე ლუკა ნაცვლიშვილი შუშანა მაცაბერიძე გურამ მურვანიძე ლევან ხორავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი. „გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს”
„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“
დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს. ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ. „დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ …
ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა
11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 10 ადამიანიდან 5 დაკავებული 12:42 საათზე გამოუშვეს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის დააკავა, რომელზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. იზოლატორში რჩებიან: თათია აბულაძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი …
Continue reading “ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა”
„მონობა ცუდად მთავრდება“ – ზურაბიშვილი მოსამართლეზე, რომელმაც 11 პირი პატიმრობაში დატოვა
„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება! კაფკა როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 10 იანვარს, მოსამართლე ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 …
350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა
„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა. ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ …
Continue reading “350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა”
ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ
„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა. დავით, …
„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია. „დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე. ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი – …
„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა
დღეს 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე, დღეს მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, – აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ისევ თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში მადლობები უხადა ჯერ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, შემდეგ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“. რიჟვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, …
Continue reading “„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა”
ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს
ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი სასამართლოში დაიბარეს. მათ შორისაა სტუდენტი ლარა ქარცივაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია, პარტია „ახალის“ წევრი ლევან გორგილაძე და „თავისუფლების მოედანის“ წევრი აზა გაბუნია. წინასწარი ინფორმაციით სასამართლოში დაბარებული არიან პროტესტის მონაწილე შემდეგი პირები: 1. გოგიტა სოლომონიძე 2. დარიკო ჩიტაძე 3. ელგუჯა ბაგრატიონი 4. ირმა კომახიძე 5. ირაკლი ჯორბენაძე 6. ნიკოლოზ …
Continue reading “ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს”
აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია
აპელაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე. ახლა ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, …
Continue reading “აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია”
ერთობის ჯაჭვი ბათუმში – ფოტორეპორტაჟი
დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“. ამ ფორმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია. მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან იწყებოდა. „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. საზოგადოების დიდი ნაწილი …