აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ აჭარაში ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი სამინისტროს შექმნის მიზეზად აჭარაში კულტურის დიდი პოტენციალი დაასახელა. ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 85 დეპუტატთაგან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. ერთი მხრივ, ელისო …
Author Archives: ლელა დუმბაძე
„გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, წყალი“ – აჭარაში მცხოვრებ 40-მდე შშმ პირს დახმარება ესაჭიროება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ. ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ ოპერატიულად დაუკავშირდა ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით …
„რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის“- ბათუმელი მედროშის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 45 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელიც გუშინ იმყოფებოდა თემურ ქათამაძის მოსანახულებლად, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. „რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის და ეს თვითონაც დამიდასტურა. ძალიან მძიმედ არის ჩემი აზრით“-გვეუბნება აკაკი გვიანიძე. …
გონიოს ხიდის შემაერთებელი ნაწილი გადახსნილია – რას ამბობენ გზების დეპარტამენტში
ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია. ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია. ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც. ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ …
Continue reading “გონიოს ხიდის შემაერთებელი ნაწილი გადახსნილია – რას ამბობენ გზების დეპარტამენტში”
„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა. დღეს, პირველ მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს …
ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა
დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად …
Continue reading “ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა”
„ვაჩერებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან, სტუდენტების გაცვლა კვლავ გაგრძელდება“ – საელჩო
გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას. ტექსტში ასევე ნათქვამია: „როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, …
„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს
„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა. „სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს. ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი, …
Continue reading “„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს”
„გაილახები, გეუბნები“ – ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა დარჩიას ემუქრება
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა. „უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა. „უზრდელი ვინც …
აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება
აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება. ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს, 26 თებერვალს აჭარის განათლების სამინისტრომ გაავრცელა. აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს. ბათუმში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გზები სათანადოდ არ არის გაწმენდილი, რის გამოც უჭირთ გადაადგილება ქვეითებს და ავტოტრანსპორტს.
საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს
საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო. თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება. მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას …
Continue reading “საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს”
„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობის გარდა აპროტესტებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უარს ეუბნება ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. თემურ ქათამაძეს არც …
Continue reading “„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან”
აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც 26 თებერვალს განახლდება
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რეგიონში 26 თებერვალსაც არ განახლდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – წერს აჭარის განათლების სამინისტრო. აჭარა-გურიაში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში …
Continue reading “აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც 26 თებერვალს განახლდება”
ბათუმი-თბილისის მატარებელი 2 საათი ზესტაფონში იყო გაჩერებული
ბათუმი-თბილისის მატარებელი თითქმის ორი საათია ზესტაფონშია გაჩერებული. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მატარებელი 13:17 საათზე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა ისევ ზესტაფონში დგას. „გაითიშა დენის წყარო, გათბობა, კონდიცირება, არ იღება კარები, რომ ჟანგბადი მაინც გვქონდეს“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბათუმში გზები გაუწმენდავია და გადაადგილება შეფერხებულია, ზოგიერთმა მგზავრმა მატარებელზე დააგვიანა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის …
Continue reading “ბათუმი-თბილისის მატარებელი 2 საათი ზესტაფონში იყო გაჩერებული”
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. კაცის გაყინვის ფაქტი დაგვიდასტურეს ქობულეთის მერიაში. მერიის ინფორმაციით, კაცის ცხედარი დღეს, 25 თებერვალს, სახლთან ახლოს იპოვეს. იყო თუ არა გარდაცვლილი პირი მარტოხელა ან როგორ აღმოჩნდა ის ზამთარში ქუჩაში, ამასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. ამ ტრაგედიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ ხერხდება.
მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს მუშაობას – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით. „ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას“ – წერს ავტოტრანსპორტი. ბათუმში ინტენსიურად თოვს, 24 თებერვლისთვის თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია სკოლებშიც. მთავარი ფოტო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 24 თებერვალს, დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი უამინდობაა. როგორც აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფრენები დაგეგმილი იყო სოჭის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა დღევანდელი რეისები ვერ განხორციელდა. „ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი ფრენებია გადადებული, ხვალინდელზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. მგზავრები ინფორმირებულნი არიან რეისების გადადების თაობაზე. ნაწილი განთავსებულია სასტუმროებში“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში. ბათუმში 24 …
Continue reading “ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო”
ქემალფაშაში, ართვინი-სარფის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა
თურქული მედიის ინფორმაციით, ქემალფაშაში, ართვინი – სარფის სასაზღვრო ტერიტორიაზე, გვირაბის გასასვლელთან მეწყერი ჩამოწვა. გვირაბთან ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები. მოძრაობა შეზღუდულია. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს სამუშაოები გზის გასაწმენდად. საქართველოს მსგავსად, თოვს თურქეთის შავიზღვისპირეთშიც.
ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, ბოლო მონაცემებით, ნახევარ მეტრზე მეტია. ბათუმში ამ დროისთვის 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება თამარის გამზირზე N5 და N9 ორი კორპუსის 80 აბონენტს. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ბუნებრივი აირის მიწოდება ამ მისამართზე მალე აღდგება. „წასული არიან ჩართვაზე“ …
Continue reading “ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება”
ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დღეს, 24 თებერვალს, დილის მონაცემებით, ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ ბათუმელებს უთხრეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოწვეულია დიდთოვლობით. „ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურში 300-მდე აბონენტს, ბათუმში, შუა მახინჯაურში, 150-მდე აბონენტს და ასევე, ანგისის მხარეს იყო გათიშული 600-მდე აბონენტი და ალბათ, დღის ბოლომდე ჩავრთავთ მათაც. ჩვენ გადამცემ ხაზებს ძირითადად თოვლისგან მოტეხილი ხეები …
Continue reading “ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია
დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში გადაუღებლად თოვს. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა, როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, ესაა დღეს, ადრიანი დილის მონაცემები, მას შემდეგ თოვა არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, თოვლის საფარის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდა. დაზუსტებულ ინფორმაციას, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებენ. სინოპტიკოსების თქმით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 24 თებერვლის …
Continue reading “ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია”
5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს. 5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას …
სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში
„სოკარის“ ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ავარიული დაზიანებების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ქობულეთში მცხოვრებ 40-მდე აბონენტს, ბათუმში კი „სოკარის“ თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა. „ლოკალურად არის გათიშული, ქობულეთში უფრო მაღალ სოფლებში, სადაც ხე დაეცა გაზსადენს და სხვა ინფორმაცია არ შემოსულა. სადღაც 30-40 აბონენტია გათიშული ქობულეთში. ჯერ ვერ მივედით დაზიანების ადგილზე, რადგან მაღალი თოვლია. ჯერ ტექნიკა …
„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში
„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე. შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა. „თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, …
Continue reading “„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში”
ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] მოქალაქეები შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დღეს, 20 თებერვალს, გავრცელდა პეტიციაც, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ „თითოეული თანამებრძოლი სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი“. „ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. პეტიცია იქმნება მისი შიმშილობის 35-ე დღეს. მან ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე, რადგან მისი თქმით, სიცოცხლის ფასად აპირებს …
სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა ტერორიზმის მუხლით
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. „გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე …
Continue reading “სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა ტერორიზმის მუხლით”
„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდელი აქტივისტი ქალები არიან. ისინი გვიყვებიან, როგორ იბრძვიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მარიამი საპროტესტო აქციებზე „ბალაკლავის“ ტარებისთვის რვაჯერ დააჯარიმეს. „ვცდილობთ გავაშარჟოთ სისტემა და წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ცირკის მონაწილეები არიან. ჩემი ჩუსტებით და ხალათით მისვლაც სასამართლოში ერთ-ერთი ხერხი იყო სისტემის დასაცინად“- ამბობს მარიამი. „გვინდა ვაჩვენოთ პოლიციურ რეჟიმს, რომ არ ვაღიარებთ მათ კანონებს …
Continue reading “„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან”
„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე
დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან. ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად. „მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში. „ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ …
თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?
ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს. ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო. რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, …
Continue reading “თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?”
ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე
ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა. დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც. „ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ. …
Continue reading “ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე”
ბაკურიანში კოტეჯიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს – „რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“
ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს. ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა. მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი …
მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ზვიგენის ფორმის ქუდის გამო
ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, დღეს, 14 თებერვალს მორიგი დაჯარიმების ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ერთ საათში ორჯერ დააჯარიმეს. „გუშინდელია კი, ზვიანგის თემაა“-ეუბნება მას პოლიციელი, რომელმაც საჯარიმო ოქმი მარიამს მანქანაში გადასცა. ამჯერად მარიამი ზვიგენის ფორმის ქუდის [ბალაკლავის] ტარებისთვის დააჯარიმეს 5 ათასი ლარით. ხელის მოწერის ნაცვლად მარიამ სიჭინავამ ოქმზე დააწერა: „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „სილა დგებუაძეს“. მარიამ სიჭინავა …
Continue reading “მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ზვიგენის ფორმის ქუდის გამო”
„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“. „შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები. თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა. თათო მახარაძემ დღეს, …
პაატა ბურჭულაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს – „ასე მომილოცეს მავნებლებმა“
დღეს, 13 თებერვალს, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის თაობაზე მას პოლიციელებმა აცნობეს, რომლებმაც პაატა ბურჭულაძეს სახლში მიაკითხეს. „გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული …
Continue reading “პაატა ბურჭულაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს – „ასე მომილოცეს მავნებლებმა“”
ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში
ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს. შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად. XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის …
„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე
ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც საიმიგრაციო იზოლატორში 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს. ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. „ისევ აგრძელებს ბატონი თემური შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე. თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. იცით, …
Continue reading “„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე”