დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან:
- გიორგი კირთაძე
- ელენე ხოშტარია
- გიორგი კაკალაძე
- ელიზბარ ჩხიკვაძე
- ლუკა ნაცვლიშვილი
- შუშანა მაცაბერიძე
- გურამ მურვანიძე
- ლევან ხორავა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი.
„გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და ელენე ხოშტარიას ადგილმდებარეობას ვერ ვადგენთ“ – გვითხრეს საიაში.
გუშინ, 11 იანვარს, პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
გუშინ დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა დატოვა პოლიციის განყოფილება.
ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები კვლავ იმართება.
________________
ფოტოზე: სპეცრაზმი პოლიციის სამმართველოსთან. ფოტო: „ბათუმელები“