მთავარი,სიახლეები

სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში

21.02.2025
სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში

„სოკარის“ ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ავარიული დაზიანებების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ქობულეთში მცხოვრებ 40-მდე აბონენტს, ბათუმში კი „სოკარის“ თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა.

„ლოკალურად არის გათიშული, ქობულეთში უფრო მაღალ სოფლებში, სადაც ხე დაეცა გაზსადენს და სხვა ინფორმაცია არ შემოსულა.

სადღაც 30-40 აბონენტია გათიშული ქობულეთში. ჯერ ვერ მივედით დაზიანების ადგილზე, რადგან მაღალი თოვლია. ჯერ ტექნიკა უნდა ავიდეს, სანამ გზები არ გაიწმინდება, ვერ მივალთ.

ბათუმში 68-ბინიანი კორპუსი იყო გათიშული და აღდგა მიწოდება ამ დილითვე“- ამბობს „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი „ბათუმელებთან“.

თუმცა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ვებგვერდზე კიდევ უფრო ბევრ მისამართზე ფიქსირდება გაზის გათიშვა ბათუმში.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 21 თებერვალს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ანგისის ქუჩის მე-3 ჩიხში მცხოვრებ 114 აბონენტს – „გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო“. აქ, კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდება დღეს, 16:00 საათიდან.

ასევე, ავარიული დაზიანების გამო აქვთ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N64-ში მცხოვრებ 29 აბონენტს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 21 თებერვლის 16:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – წერს „სოკარი“.

რაც შეეხება ქობულეთს, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ კოხში შეუწყდა 12 აბონენტს ბუნებრივი აირი. „ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 24 თებერვლის 14:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – წერს „სოკარი“.

აჭარაში თოვლიანი ამინდია. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: