მთავარი,სიახლეები

ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

17.02.2025
ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა.

დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც.

საბაგიროსთან, სადაც ქალაქის შემოსასვლელი იწყება, ასე გამოიყურება პირსი, რომელსაც ქალაქში შემომსვლელი ტურისტები ხედავენ

„ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება.

პირსის ფილები მთლიან ზოლზე დამტვრეულია და შესაძლოა ვინმე დაშავდეს კიდეც. ფოტო: მარიამ მუთიძე/„ბათუმელები“

მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ.

ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა ის გრძელვადიანი იჯარითაა გადაცემული და განკარგავს შპს „გამა+“, რომლის დამფუძნებელი ინა გუდავაძე-პატარკაციშვილია.

მიწის ფართობი რეესტრის ამონაწერის მიხედვით 1394 კვ.მეტრია.

ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

რატომ არის იჯარით გადაცემული ტერიტორია მსგავს მდგომარეობაში და ევალება თუ არა მოიჯარეს დაიცვას როგორც უსაფრთხოების წესები სანაპიროზე, ასევე უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა? – ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს.

დავუკავშირდით „გამა+“-ის დირექტორს ზურაბ იოსებაშვილსაც და ვკითხეთ, თუ რატომ არის ასეთი მოუვლელი პირსი და როდის დაიწყებენ ინფრასტრუქტურის აღდგენას?

პირსი მთლიან ზოლზეა მოშლილი

როგორც ზურაბ იოსებაშვილი ამბობს, სანაპიროს ზღვა აზიანებს და ამიტომ არის დაზიანებული ფილები.

„ზღვის ტალღა ამტვრევს ამ ფილებს და ვაპირებთ გაკეთებას. ეგ საერთოდ კეთდება გაზაფხულზე. ზამთარში ფიზიკურად ვერ დაიწყებ სამუშაოებს, რადგან ზღვაში უნდა ჩავიდეს მყვინთავი.

დაზიანებული პირსი

მაქ შენობაც შენდება და ისიც გაკეთდება. ერთ მხარეს დანგრეული იყოს და მეორე მხარეს გაკეთდეს, ცოტა უხერხულიც იქნება, მე მგონი.

პროექტში ჩადებულია, რომ შენობა როცა აშენდება, ესეც [პირსი] მიებას, მაგრამ შეიძლება მშენებლობა არ დამთავრდეს ორი წელი, ამიტომ არ დაველოდებით მის დასრულებას და პირსს გაზაფხულზე გავაკეთებთ“ – ამბობს ზურაბ იოსებაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: