განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

26.02.2025
აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება.

ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს, 26 თებერვალს აჭარის განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს.

ბათუმში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გზები სათანადოდ არ არის გაწმენდილი, რის გამოც უჭირთ გადაადგილება ქვეითებს და ავტოტრანსპორტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: