„ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შს სამინისტრომ კიდევ ერთი დავა წამოიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შეადგინეს ახალი ოქმი, სადაც მზია ამაღლობელს შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. „ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის …
Author Archives: ლელა დუმბაძე
„დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა“ – რა ზიანი მიაყენეს აქტივისტებს თბილისში
აქტივისტებს, რომლებსაც თბილისში, 5 მაისს, ლიფტიდან გამოსვლისას წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს სახეზე, პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ამის შესახებ ერთ-ერთი აქტივისტი ნუცა მახარაძე წერს ფეისბუქზე. „კარგად ვართ, მხნედ, შემართებით და ამათი დაშინებული არ გაიშვას. აქვე ვიტყვი, რომ მხნეობასთან ერთად ქეთევანს [ჯანანაშვილს] და სალომეს [სარიშვილი] აქვთ პირველი ხარისხის დამწვრობა. სალომეს დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა, აქვს საშინლად …
Continue reading “„დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა“ – რა ზიანი მიაყენეს აქტივისტებს თბილისში”
„რეალურად, ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან“ – რუსული ხელწერა აქტივისტების წინააღმდეგ
„უნდა გაირკვეს როგორ გადაადგილდებოდნენ გოგონები, რომლებსაც სახეში მწვანე სითხე შეასხეს. სად გადაადგილდებოდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება რომ უთვალთვალებდნენ და მოიმოქმედეს თუ არა რაიმე. როცა საშიშროებას გრძნობ, ამაზე დროულად და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო“ – ამბობს გიორგი მელაძე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი. რა ეტაპზე გადადის აქტივისტების დევნა, როცა ქალებს ღამით, სახლთან ჩასაფრებით …
რატომ არის ჩაბნელებული „საოცრებათა პარკთან“ ბათუმში
ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია. აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა. რატომ არ მუშაობს განათება? – ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, …
Continue reading “რატომ არის ჩაბნელებული „საოცრებათა პარკთან“ ბათუმში”
საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს. ამის თაობაზე საიამ დღეს, 6 მაისს განაცხადა. საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცედურები უკვე დაიწყო. „გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი …
Continue reading “საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს”
შსს ამბობს, რომ აქტივისტებზე საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტებზე სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. 5 მაისს, საღამოს, თბილისში, აქტივისტებს ნუცა მახარაძეს, სალომე სარიშვილსა და ქეთევან ჯანანაშვილს, ლიფტიდან გამოსვლისას სახეში მომწვანო-მოლურჯო ფერის საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხეს, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ნუცა მახარაძე პირდაპირ ჩართვაში ამბობდა, პირი, რომელმაც მას საღებავი და …
Continue reading “შსს ამბობს, რომ აქტივისტებზე საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
ახალციხეში ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, სამხარაულის ახალციხის ბიუროს ექსპერტის განმარტებით, ბავშვი 2 წლის იყო. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.
რატომ გადაიყვანეს ბესელია კრიმინალურ პოლიციაში – „მოძალადეების დაწინაურებას გააგრძელებენ“
„ისინი [„ოცნება“] გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რათა არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო შეიცვლება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი. რატომ გადაიყვანეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ? – „ბათუმელები უჩა ნანუაშვილს ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო უჩა, გრიგოლ ბესელია ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია მზია ამაღლობელის საქმეში. …
როგორ იშოვეს მილიონები ადიგენის მერიასთან დაახლოებულმა პირებმა – „გამჭვირვალობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. „გამჭვირვალობის“ ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს. „ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი …
Continue reading “როგორ იშოვეს მილიონები ადიგენის მერიასთან დაახლოებულმა პირებმა – „გამჭვირვალობა“”
„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე. „11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში …
ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად
3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება. თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების …
Continue reading “ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად”
რეზო კიკნაძე: ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ფულის გარეშე რამე გააკეთოთ, თავი გადადოთ იდეისთვის
პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლო გაიმართა პირველ მაისს. სინდისის პატიმრებს შორისაა რეზო კიკნაძე, რომელმაც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. სასამართლო სხდომაზე რეზო კოკნაძე შეეხო როგორც მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო ტყვეობას, ასევე ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რასაც, მისი აზრით, ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი. „ბათუმელები“ გთავაზობთ რეზო კიკნაძის სასამართლოში გამოსვლის ტექსტს: „აი …
კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში
ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა. ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა. ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე …
Continue reading “კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში”
საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა
საიამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობით მიმართა. „კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს – რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ბუნდოვანი …
Continue reading “საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა”
„გადარჩენა ნიშნავს არ გახდე იმ სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობენ“ – ინტერვიუ
„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს. ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და …
ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. …
სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე
„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR. ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა. „2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული …
არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს – ომბუდსმენი სახლების ჩხრეკაზე
სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, 29 აპრილს, რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდა არასრულწლოვანი, მარიამ ბაჯელიძის 7 წლის შვილი. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო …
„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი
დღეს, 29 აპრილს, დილას, პოლიციამ რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკა. მათ შორისაა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი და უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაჩხრიკეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სახლი გაუჩხრიკეს და წაიღეს ლეპტოპი. „სამსახურში მივდიოდი, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ამოიღეს მობილური ტელეფონი და ჩხრეკის დასრულებისას გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის …
Continue reading “„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი”
„მეზობელი ვარო“ – 6 თვის ფეხმძიმე ქალთან გასაჩხრეკად პოლიცია დილის 9 საათზე მივიდა
დღეს, 29 აპრილს, 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე, სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. „ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ბაჯელიძე, რომელიც „სირცხვილიას“ ყოფილი წევრია, ამბობს, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე კარზე ბრახუნი იყო, ქალის ხმა იყო, რომელმაც უთხრა, რომ იყო მეზობელი, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მეზობელი …
ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს
„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი. თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 …
„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან
„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს. „დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების …
Continue reading “„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან”
100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს
დღეს, 22 აპრილს, 100 დღე გავიდა, რაც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი …
Continue reading “100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს”
6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“
6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოსტანჯიევა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად. „ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 …
„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია
დღეს, 22 აპრილს, ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა. „მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო …
Continue reading “„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია”
„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ
„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას. პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. „ადამიანი დააკავეს იმის გამო, …
Continue reading “„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ”
„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები
13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს. მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო …
„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან
„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში. რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …
22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“
22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება. „ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას …
Continue reading “22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“”
„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ. მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. „ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. …
Continue reading “„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს”
ჯანაშია უმაღლესში ქართულის სავალდებულო სწავლების ინიციატივაზე – „ეს არის პოპულიზმი“
„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა. 14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში …
„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან
„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, …
ავტომანქანა მოპედს დაეჯახა – ავარია ბათუმში
დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ავარია მოხდა, ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა მოპედის მძღოლი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.
ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …
Continue reading “ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს”
რატომ ჩამოხსნეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან მე-19 საუკუნის ჯვარი – კომენტარი
დღეს, 13 აპრილს, ფეისბუქში გავრცელდა გელათის მონასტერზე აღმართული ჯვრის ფოტო შინაარსით, რომ თითქოს მონასტერზე რუსული ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბათუმელებმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად არა აღმართეს, არამედ ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს მე-19 საუკუნეში აღმართული ჯვარი. ჯვრის მოხსნის მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციაა. სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ …
სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, სუმის ოლქი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმში დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. სუმის დაბომბვის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „მტრის რაკეტები ურტყამს ქალაქის ქუჩებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი მიდის …
Continue reading “სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი”