მთავარი,სიახლეები

5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე

21.02.2025
5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს ფეისბუქზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.

5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.

ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება.

თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“ – წერს ფეისბუქზე ნონა ქურდოვანიძე.

საქართველოში მასობრივი საპროტესტო, ახალი არჩევნების მოთხოვნით 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს ქვეყანაში.

„ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს ყველა ხშირად „გზის უკანონოდ გადაკეტვის“ მოტივით 5 ათასი ლარით აჯარიმებს. ცალკეულ მოქალაქეებს ამავე მიზეზით დღეში ორ-სამჯერაც კი მისდით დაჯარიმების შესახებ შეტყობინება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: