მთავარი,სიახლეები

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

01.03.2025
ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში.

როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა.

სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად ძირს ვარდება. სახიფათო ადგილები კი არ არის შემოსაზღვრული ლენტით.

ამიტომ მოქალაქეებმა, რომლებიც შენობების გასწრივ ტროტუარებზე გადაადგილდებიან, უნდა გამოიჩინონ სიფთხილე.

______________

ამ თემაზე:

იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ – რეკომენდაციები თოვლში ფეხით სიარულის დროს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: