მთავარი,სიახლეები

ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

24.02.2025
ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, ბოლო მონაცემებით, ნახევარ მეტრზე მეტია.

ბათუმში ამ დროისთვის 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება თამარის გამზირზე N5 და N9 ორი კორპუსის 80 აბონენტს. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ბუნებრივი აირის მიწოდება ამ მისამართზე მალე აღდგება. „წასული არიან ჩართვაზე“ – გვითხრეს კომპანიაში.

ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მაჭახელას N19-ში 25 აბონენტს. „მიწოდება აღდგება დღეს“- ამბობენ კომპანიაში.

ბარათაშვილის და მელაშვილის კვეთაში ერთ-ერთი კორპუსის 20 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება ამ მისამართზეც დღეს უნდა აღდგეს.

თაყაიშვილის N64-ში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 40 აბონენტს, ასევე, რეჯებ ნიჟარაძის N25-ში გათიშულია 150 აბონენტი. ამ მისამართზე, როგორც „სოკარში“ ამბობენ, მიწისქვეშა გაყვანილობაზეა პრობლემა. „ექსკავატორი გზაშია და შევეცდებით აღვადგინოთ დღეს“- გვეუბნებიან კომპანიაში.

ბუნებრივი აირი ასევე არ მიეწოდება ფრიდონ ხალვაშის N130-ს, სადაც 25 აბონენტია გათიშული. ასევე, ფარნავაზ მეფის N131-ში, გათიშულია 40 აბონენტი.

„სოკარის“ თქმით, აღნიშნულ მისამართებზე ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს უნდა განახლდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: