მთავარი,სიახლეები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო

24.02.2025
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 24 თებერვალს, დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი უამინდობაა.

როგორც აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფრენები დაგეგმილი იყო სოჭის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა დღევანდელი რეისები ვერ განხორციელდა.

„ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი ფრენებია გადადებული, ხვალინდელზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. მგზავრები ინფორმირებულნი არიან რეისების გადადების თაობაზე. ნაწილი განთავსებულია სასტუმროებში“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში.

ბათუმში 24 თებერვალს თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია. ინტენსიური თოვა შენარჩუნდება დღეს და ხვალაც, 25 თებერვალს. აჭარაში, შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: