მთავარი,სიახლეები

ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია

24.02.2025
ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე მინიმუმ ნახევარი მეტრია

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში გადაუღებლად თოვს.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა, როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, ესაა დღეს, ადრიანი დილის მონაცემები, მას შემდეგ თოვა არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, თოვლის საფარის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდა.

დაზუსტებულ ინფორმაციას, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებენ.

სინოპტიკოსების თქმით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 24 თებერვლის დღის ბოლომდე.

ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო დღეს აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: