მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.02.2025
ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, დილის მონაცემებით, ბათუმში 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ ბათუმელებს უთხრეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოწვეულია დიდთოვლობით.

„ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურში 300-მდე აბონენტს, ბათუმში, შუა მახინჯაურში, 150-მდე აბონენტს და ასევე, ანგისის მხარეს იყო გათიშული 600-მდე აბონენტი და ალბათ, დღის ბოლომდე ჩავრთავთ მათაც.

ჩვენ გადამცემ ხაზებს ძირითადად თოვლისგან მოტეხილი ხეები გვიზიანებს, რადგან ელექტროგადამცემ ბოძებს ეცემა და შემდეგ საჭიროა დაზიანებული ქსელების აღდგენა“- გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. როგორც აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვეუბნებიან, თოვა შენარჩუნდება დღის განმავლობაში და შესაძლოა გაგრძელდეს 25 თებერვალსაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: