ბათუმში 1000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე კორპუსის ეზოში საპროტესტო წარწერისთვის

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე თამარ კურატიშვილი 1000 ლარით დააჯარიმა კორპუსის ეზოში შესრულებული წარწერისთვის: „ ირაკლი #ვაფშეარვიცნობ  ბესელიას  გილოცავ დგებუაძე ნათლისღებას“. „როდის მერეა კორპუსის შიდა ეზო შენობის ფასადი?“ – შეკითხვით მიმართა თამარ კურატიშვილმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. „სხვამ თუ ეს წაიკითხა, მისთვის გასაგები იქნებოდა, რას აპროტესტებდით?“ – სხდომაზე იკითხა მოსამართლემ. „იმ …

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული. 4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია …

ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.

84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება. საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, …

ბათუმის აქციების 9 მონაწილის პროცესი სასამართლოში 6 მარტს გაიმართება

პროევროპული აქციების 9 მონაწილის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 6 მარტს გაიმართება. საუბარია სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, მათ შორის 31 იანვრის აქციაზე, როცა პოლიციელებმა თქვეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო ქუჩას ვეღარ გადაკეტავდნენ და აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს. „ზებრა გადასასვლელით სარგებლობის საქმეზე“ ბათუმის სასამართლოში სულ 26 პირი დაიბარეს, მათ შორის 5 მოქალაქის პროცესი ხვალაა …

„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე

1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა. ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება: დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ …

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი …

ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროცესი გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის 2 საათზე დაიწყება. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, …

სასამართლოს თქმით, საზარდულში ფეხის ამორტყმა „პოლიციელზე თავდასხმა“ არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთი საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ეს 2022 წლის შემთხვევაა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „2022 წლის 7 მარტს საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის …

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ღიად დატოვებული, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს“ – მოქალაქე ოცნების ქალაქიდან

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა. მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია. „ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, …

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ, ამაშიც ეტყობა რუსებს როგორ უჭირთ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ გადაადგილებისთვის, ამაშიც ეტყობა რუსებს, რომ უჭირთ,“ – გვიპასუხა გადამდგარმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, როცა მას რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლისთავზე მხარეების დანაკარგებსა და რესურსებზე ვკითხეთ. სამხედრო ანალიტიკოსი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს სატელიტურ ფოტოებზე: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სავსე ღია საწყობები ნახევრად დაცარიელებულაო, ამბობს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინასაც სჭირდება გაძლიერება, …

„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც

„საათზე მეტია საცობში ვართ, არ ჩანს ტექნიკა,“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებიან ავტომობილით. მგზავრების თქმით, ცენტრალურ გზაზე, ქედაში, სოფელ წონიარისის მონაკვეთზე, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მოქალაქეების თქმით, არათუ სოფლებში, ცენტრალური გზაც კი სათანადოდ გაწმენდილი არაა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. დღეს, 28 თებერვალს, საცობი იყო ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე ფრიდონ …

„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე

ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული. „გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. …

„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან

„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება. როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, …

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს. თემურ …

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო“ – ოჯახი ორთაბათუმიდან

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა. სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. „სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით. შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 …

„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?

„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა. ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ …

„ვითხოვთ შველას, თოვლი 2 მეტრია, საკვები დაგველია“ – მოქალაქე ჩოხატაურის სოფლიდან

„ვითხოვთ შველას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გამოჩნდა ჩვენთან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჟღენტი. ნინო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, სოფელს კი არ აქვს გზა, ოჯახებში გამოელიათ საკვები: „შუქი მოდის პერიოდულად და მალევე მიდის, მობილურების დამუხტვას ძლივს ვასწრებთ… სანთელი გვჭირდება და საკვებიც დაგველია. გზა ისეთი გაუვალია, მეზობელთანაც …

სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი …

„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. 2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად …

სასამართლოს თქმით, პოლიციელის დანით დაზიანება პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: „2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ …

4 500 აბონენტს ბათუმში გაზი ისევ არ მიეწოდება – რას ამბობენ „სოკარში“

ბათუმში 4 500 აბონენტს გაზი ისევ არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, რომ გაზის მიწოდება დღეს, 25 თებერვალს, დღის ბოლომდე აღდგება. „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტა დიდთოვლობის დროს მომხდარ ავარიულ დაზიანებებს უკავშირდება. ამ თემაზე: ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი: „2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი …

ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული მოხელის სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ ხელვაჩაურის სასამართლოში არ დააკმაყოფილა გოჩა მჟავანაძის სარჩელი. საქმე ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებას ეხება. გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება უკანონობად 2022 წელს სახალხო დამცველმა შეაფასა. გოჩა მჟავანაძე პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი, ანალიტიკოსი. იგი საჯარო მოხელე იყო – ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გოჩა მჟავანაძე რეორგანიზაციის საფუძველზე …

სასამართლოს აზრით, მუშტის რამდენიმე დარტყმა სახეში „პოლიციელზე თავდასხმა“არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლაც გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მუშტის რამდენიმე დარტყმა სახისა და თავის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: „…დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბ.-ში, ს. ო.-ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ს.-ში“ ყოფნისას, ბ.-ის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ა. უ.-მ სუპერმარკეტის …

ლანჩხუთის გავლით ავტომანქანებს არ უშვებენ – რა თქვეს გზების დეპარტამენტში

სამტრედიიდან ლანჩხუთისკენ და პირიქით ავტომანქანებს არ უშვებენ. მძღოლების თქმით, მათ საპატარულო პოლიცია უთითებს, რომ სენაკი-ფოთის მიმართულებით უნდა გადაადგილდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის თქმით, „ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის [ს-12] სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ ქობულეთის შემოვლით გზაზე …

როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად?

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე წყალი ისევ არ აქვთ. წყლის მიწოდება ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს გუშინ, 22 თებერვალს შეუწყდა. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის, აღდგენითი სამუშაოები დილით უკვე დასრულდა და „სისტემას სჭირდება დასტაბილურება“. „ბათუმის …

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა. „ეძღვნება მზია ამაღლობელის და რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმრის სამოქალაქო გმირობას. ჩვენი სკოლა მეოთხედი საუკუნეა, ერთგულად ემსახურება საქართველოში სამოქალაქო და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას, ეროვნულად და სამართლებრივად მოაზროვნე და მოქმედი პიროვნების ჩამოყალიბებას. ავტორიტარულმა მმართველობამ ქვეყნის განვითარების ამ ევროპულ გზას გაუგონარი საფრთხე შეუქმნა. მზია ამაღლობელი და …

თემურ ქათამაძე 37 დღეა შიმშილობს – „მხნედ გამოიყურება, ვიდრე შემიძლია ვიბრძოლებო“

„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 37 დღეა შიმშილობს. იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. დღეს, 22 თებერვალს, თემურ ქათამაძე აკაკი გვიანიძემ მოინახულა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. „ფიზიკურად კლება აქვს დიდი, მაგრამ მხნედ ვარ, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტასო… ყველას უთხარით, რომ არ ვაპირებ თავის მოკვლას, …

ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა

დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში წყლის მიწოდება 16 924 აბონენტს შეუწყდა. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ წყალმომარაგება საღამოს 6 საათიდან აღდგება. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა #35-ში წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური 1000 მმ-იანი მილის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზეში, ფრიდონ ხალვაშზე, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, გოროდოკში, წინსვლაში, გოდერძი ჩოხელზე, თოდოგაურში, ადლიაში, ჰელიმიშის, …

სად გაითიშა შუქი თოვის გამო და როდის აღდგება მიწოდება? – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ბათუმში რამდენიმე დასახლებაში გაითიშა: შუა მახინჯაურში, ორთაბათუმში, აგარაში, მასაურაში, ყოროლისთავში, ფერიასა და სამებაში. უშუქოდაა ასევე დარჩენილი ქობულეთის რამდენიმე სოფელი. ენერგოკომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, თოვის შედეგად კომპანიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა: „მოგლეჯილმა ხეებმა ელ.ენერგიის გადამცემი ბოძები წააქცია და სადენები დააზიანა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულდა აღდგენითი სამუშაოები. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“ – …

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელის გარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?!

ერთ-ერთ საქმეზე, რომლის შესახებაც ამ მასალაში წაიკითხავთ, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა, რომლის შემდეგაც პოლიციელს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“], რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, არის?! სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც პოლიციელს ხელის დაარტყეს, დაადგინა შემდეგი: „პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი [გ.ჯ] და …

ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი

„ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება, აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა. წუხელ მთელი ღამით გაზი ბათუმში დაახლოებით 18 ათას აბონენტს ჰქონდა  გათიშული. ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, პრობლემა თოვის დროს მოხმარების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, ასევე დაფიქსირდა ხის დაცემის გამო მილების დაზიანება, რაც უკვე აღმოფხვრილია. გაზის მიწოდება ბათუმში …

ზელენსკი თუ ჩამოშორდება პროცესს, ოლიგარქები აიღებენ ძალაუფლებას – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„სახიფათო სცენარი არის ის, თუ ამერიკა ამ ცუდი რიტორიკის მიღმა წავიდა და რუსეთთან მართლაც დაიწყო ურთიერთობის დალაგება და შეთანხმების გაფორმება,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ცნობილ განცხადებებზე ვესაუბრეთ. რა ეტაპზე გადადის რუსეთ-უკრაინის ომი ამ ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე? – პოლკოვნიკის აზრით, უკრაინა განსაკუთრებით დამოკიდებული ევროპაზე ხდება, რომელმაც ახლა აშშ-გან დამოუკიდებლად უნდა …

ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ …

პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …

Exit mobile version