საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, თუმცა თუ ეს თარიღი დასვენების დღეს ემთხვევა, მაშინ სასწავლო წელი შემდეგ ორშაბათს იწყება. წელს კი 15 სექტემბერი კვირაა. განათლების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს ასევე სწავლის დაწყების გადავადების შესაძლებლობასაც, თუკი სკოლას სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელი ან სხვა კონკრეტული …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის
“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა. “ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ. “ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი …
Continue reading “მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის”
მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ
ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით. „წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი …
Continue reading “მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ”
2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან …
Continue reading “2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად”
“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს
“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”- ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ გამომძიებელ უჩა კახიძეს. “ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა. “კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული. “რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე …
Continue reading ““რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს”
სასამართლოს კარზე ბრალდებულის ახლობელმა მინა ჩაამტვრია – რესპუბლიკურთან ჩხუბის საქმე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელი კარის მინა ბრალდებულის ახლობლებმა ჩაამტვრიეს. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს, მოხდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ჩხუბის საქმეს, რომელზეც ოთხი პირია დაკავებული. ინციდენტი პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. “მე ჩავამტვრიე და მე დამაკავეთ,” – მიმართა ბრალდებულ რეზო წ.-ს დედამ იქვე მყოფ აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსს, ირაკლი ჭედიშვილს. …
ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა
ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. …
Continue reading “ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა”
ბათუმში, საშაურმეში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ [22:00] მოხდა. თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა. დაჭრილი პირი …
Continue reading “ბათუმში, საშაურმეში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს”
აღმაშენებლის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.
გოგოს მოკვლის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის რუმინეთში მინისტრი გადააყენეს
„ღრმად შეუფერებელი კომენტარის“ გამო რუმინეთში განათლების მინისტრი – ეკატერინა ანდრონესკუ თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუმინეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა – ეკატერინა ანდრონესკუმ კომენტარი ტელევიზიასთან მას შემდეგ გააკეთა, როცა რუმინეთში 15 წლის გოგო – ალექსანდრა მაკასენუ გაიტაცეს და მოკლეს. უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა რუმინულ ტელევიზიასთან მიცემულ კომენტარში თქვა: „მე მასწავლიდნენ, რომ უცხო ადამიანებს მანქანით არ უნდა …
Continue reading “გოგოს მოკვლის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის რუმინეთში მინისტრი გადააყენეს”
„პარაზიტები“ – რიჟვაძე ოპოზიციის შესახებ, რომელმაც დღეს ბეშუმში აქცია მოაწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბეშუმში გამართული შუამთობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს „უპასუხისმგებლო პარაზიტები“ უწოდა. „დღეს ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის …
Continue reading “„პარაზიტები“ – რიჟვაძე ოპოზიციის შესახებ, რომელმაც დღეს ბეშუმში აქცია მოაწყო”
„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ
„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს. „ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული …
Continue reading “„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ”
შავი ზღვის ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება
ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. აქამდე ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმარტთებოდა. ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება და 10-ში დაიხურება. ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები: კლაუდიო პიასტრა, ჯანკარლო დე ლორენცო, მიშელ სონი და სხვები. შავი ზღვის ფესტივალის ორგანიზატროი ისევ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდია …
Continue reading “შავი ზღვის ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება”
„არ მეშინია პროკურატურის“ – მოსამართლე, რომელსაც პლაჟზე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან
„მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ცოტა ხნის წინ უვადოდ გადავინიშნე, ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არ მეშინია პროკურატურის და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოსი, მით უმეტეს, ხანდაზმული საქმის გამოყენების, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ნაზი ჯანეზაშვილმა კი …
როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს
საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 2 აგვისტოს ანტიკონსტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციული პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ იგი არ იწვევს „სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას“. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეეხება ეს სიახლე. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რადგან იგი გუშინვე გამოაქვეყნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე. როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა, ვიდრე …
Continue reading “როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს”
რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება
ექიმი-ნარკოლოგი ლია ჯინჭარაძე ამბობს, რომ რთულია ნარკოტიკული საშუალებების იმ ჯგუფებად დაყოფა, რაზეც გუშინ, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა და პატიმრობა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი ნარკოტიკი შეიძლება იყოს ასეთი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ …
Continue reading “რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება”
ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება
„ეს გამოიწვევს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ამით ვერ მივაღწევთ მიზანს,“ – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის, ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ ნარკომომხმარებლების მიმართ, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ „დაყოფა კატეგორიებად არ არის მხოლოდ ჩვენი ფენომენი, …
ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს
ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …
Continue reading “ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს”
სარფში მამათა მონასტრის სათავსო დაიწვა
სარფში მამათა მონასტრის ეზოში გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მონასტრის დამხმარე ნაგებობა – სათავსო დაიწვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ხანძარი მონასტერთან ახლოს ღამის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როცა იქ არავინ იყო. ხანძარი მოსახლეობამ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
ფერების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]
ბათუმში, ევროპის მოედანზე ფერების ფესტივალია. შეკრებილებმა სხვადასხვა საღებავით უკვე გააფერადეს ერთმანეთი. ფესტივალში მონაწილეობენ პოპულარული ქართული ჯგუფები და არტისტები – ASEA SOOL, ჯგუფი „არა”, Melomaniakk, Irakli Pagava & Groovephonics, KID Jesus. ფესტივალი პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, ორგანიზატორია კომპანია EREDELI, რომლის მიზანიც მუსიკისა და ხელოვნების დარგში თანამედროვე და ალტერნატიული მიმართულებების განვითარებაა. ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა …
გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკზე, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს – საკონსტიტუციო
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული – თავისუფლების აღკვეთაც გაუქმდა იმ ნარკოტიკის მოხმარებაზე, რაც არ იწვევს “სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას”, – საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ნარკოტიკული საშუალების მციორე რაოდენობით გამოყენება, ან მისი დამზადება, შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საფრთხეს …
მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა
შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა იმ მშენებარე კორპუსში, საიდანაც 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტით 6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა. შრომის ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი სამშენებლო უსაფრთხოების სტანდანტებთან კრიტიკულად შეუსაბამოა. ეს შემთხვევა აღმაშენებლის 2ა-ში მოხდა, სადაც კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლის …
შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკის დროს 200 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 720 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს პირს, რომელიც „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოდიოდა საქართველოში. „ბუპრენორფინის“ და „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა – მათ საქართველოს მოქალაქე ი.მ. ქუთაისის …
Continue reading “შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა”
რა მიზანი აქვს მთავრობას, როცა ამბობს, რომ „რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა“ – ცუცქირიძე
„ხელისუფლება დღეს მკაფიოდ ამბობს არა იმას, რომ რუსეთის ბაზარი კარგია, არამედ იმას, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივა,“ – ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას. მას ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვკითხეთ, რასაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე, სანქციების დაწესებასა თუ ლარის გაუფასურების დროს ვისმენთ. ხელისუფლება ამ თემებზე …
დავით ბედია პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს
დავით ბედია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. ის ბოლო პერიოდში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო. მანამდე კი, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი – 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის დარბევას – დავით ბედია ხელმძღვანელობდა. აქციის დარბევა ამ დრომდე ხელისუფლებას არ გამოუძიებია და არც არავინ მიუციათ პასუხისგებაში. იმავე დღეს ნიღბიანთა ჯგუფი შევიდა „TV25“-ში და არხიდან …
Continue reading “დავით ბედია პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს”
საია საკონსტიტუციოში საზმაუსთვის რეკლამის აკრძალვას ითხოვს
საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელე უშუალოდ სულხან სალაძეა, საია-ს ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური და ბიზნესის მიმართ მიუკერძოებელი ინფორმაცია, კომერციული რეკლამის განთავსება კი ამ პირობას რისკის ქვეშ აყენებს. საია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის კონკრეტული ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, სადაც წერია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი …
Continue reading “საია საკონსტიტუციოში საზმაუსთვის რეკლამის აკრძალვას ითხოვს”
ცოლსა და შვილებზე ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა
ცოლსა და ორ სრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებული ოსმან მადოიშვილი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაამართლა. გადამწყვეტი ფაქტორი დაზარალებულები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს. პროკურატურა ოსმან მადოიშვილს ოჯახში ძალადობას ედავებოდა სამ ეპიზოდში, ანუ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, ასევე მუქარას ოჯახის წევრების მიმართ. ოჯახი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. პროკურატურამ ცოლთან ერთად ბრალდებულის შვილებიც მიიჩნია დაზარალებულებად …
Continue reading “ცოლსა და შვილებზე ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა”
მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა? – დავა საკონსტიტუციოში
მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით, თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, როცა შემთხვევა სასამართლო პროცესზე არ ხდება? – ამ კითხვას საკონსტიტუციო სასამართლო გასცემს გასცემს პასუხს. სასამართლოში დღეს, პირველ აგვისტოს დაიწყო ზვიად კუპრავას სარჩელის არსებითი განხილვა. დღეს დილით ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ზვიად კუპრავა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი და …
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამედიცინო კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა 31 ივლისს, ბათუმის ძველი ბულვართან ახლოს მოხდა – ტურისტს, რომელიც ზღვიდან ვერ გამოდიოდა, მაშველები დაეხმარნენ. ლიეტუველი ტურისტი ბათუმში ძმასთან ერთად არის ჩამოსული დასასვენებლად. კლინიკა „მედცენტრის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში …
Continue reading “ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა”
ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს
„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს …
Continue reading “ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს”
რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა
სუს-ის თანამშრომელი, ლაშა გაბრიჭიძე, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, არ დაუკავებიათ და ისევ სუს-ში მუშაობს. პროკურატურამ მის მიმართ მხოლოდ განრიდება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. შემთხვევა 2018 წლის 2 აგვისტოს მოხდა – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში პოლიციელი დაჭრეს, თუმცა „ბათუმელებმა“ მაშინ …
Continue reading “რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა”
რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში
რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე …
Continue reading “რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში”
40 წლის კაცი ბინაში შეიპარა და 11 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტი სცადა
მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს, 31 ივლისს, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს ტ.ხ.-ს საქმეს. მას პროკურატურა სხვის ბინაში უკანონო შეღწევას, ასევე, 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. ბრალდებული კაცი 40 წლისაა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული ბათუმში მდებარე იტალიურ ეზოში, ერთ-ერთ ბინაში, დაუკითხავად შევიდა მაშინ, როცა იქ 11 წლის გოგოს მარტოს ეძინა. შემთხვევა დღისით მოხდა. გოგო დედასთან …
Continue reading “40 წლის კაცი ბინაში შეიპარა და 11 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტი სცადა”
კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“
თანხმობის ნიშნად კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემაც თავი დაუკრეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან იკითხა: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ? კახა მიქელაძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი – ალეკო თევზაძე მას და კიდევ ირაკლი აბუსერიძეს ფიზიკურ ძალადობას ედავება. დღევანდელ პროცესს ალეკო თევზაძე არ დასწრებია. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. დღეს, …
რამდენ მილიონს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად
ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წელს და დასრულდება 2020 წელს. რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ …
Continue reading “რამდენ მილიონს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად”
გაფიცვის ერთ-ერთ ლიდერ სოცმუშაკს შვებულების უფლება არ მისცეს და სამსახურიდან წავიდა
„უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით და მათ შორის, სოცმუშაკებისთვის,“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ინგა დავითაძემ. ინგა უკვე ყოფილი სოციალური მუშაკია – გუშინ, 29 ივლისს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა. რამდენიმე თვის წინ ინგა კოლეგებთან ერთად გაიფიცა და სისტემური ცვლილებები მოითხოვა. ივლისის დასაწყისში კი, მან კანონით გათვალისწინებული უფასო შვებულება მოითხოვა, …