მთავარი,სიახლეები

„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

22.10.2019
„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო.

გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთი  ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. გონიოს დასახლებაში თავისუფალია 265 ათასი საინვესტიციო ტერიტორია.

„თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ამ ქალაქის მომავალი აღელვებს, მიუღებელია მსგავსი პროექტის განხორციელება, რომელიც დაუკარგავს პერსპექტივას ჩვენს ქალაქს და სახიფათოა  გეოლოგიური პრობლემების გამო. ხელისუფლება გვესაუბრება, რომ თუ არ აშენდება რივიერა, ეს დააზიანებს ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს. რა თქმა უნდა, რეალურად, აღნიშნული პროექტის უკან მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებია და მეტი არაფერი, თუმცა გვინდა „რივიერას“ ამოფარებულ ,,ბიზნესმენ“ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას შევთავაზოთ გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესები,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ამ თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: