“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “გაოცებული …

დეკანოზ მამალაძის ძმა: ჩემსა და მამაოს მეუღლეებს თურქეთში გადასვლის უფლება არ მისცეს

„სახელმწიფო უკვე ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის ჩემს ოჯახს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. მისი თქმით, დღეს, 11 სექტემბერს, მესაზღვრეებმა სარფის გამსვლელ პუნქტზე მისი ოჯახის წევრებს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. „დღეს მამაოს მეუღლე და ჩემი მეუღლე სარფში თურქეთის მხარეს გადადიოდნენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ რაღაცები ეყიდათ იაფად. გაურკვეველი მიზეზით ქართველმა მესაზღვრეებმა …

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული BAU-ში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 36 წლის კაცი და მას სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.    

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა. „ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა. „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი …

ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება 

„განათლების მიღება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. განათლება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას. ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და, მაგალითად, ისინი, ვისაც შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ აქვს,“ – მიიჩნევს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ნაცო მოგვიყვა, რომ ფემინისტური ხედვები მასში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის – პოლიტიკური მეცნიერებების სასწავლად ჩავიდა. ნაცომ განათლების პოლიტიკაზე …

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ დედასა და დეიდას 17-წლამდე პატიმრობა ელის

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ა.პ.-სა და ქ.პ.-ს საქმის განხილვას დღეს, 10 სექტემბერს, დაიწყებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი 4 ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედა და დეიდაა. „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმის დასადასტურებლად, რომ ეს არ იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვებს ბრალდებულები …

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” სასამართლო დარბაზი ხალხით ისევ გაივსო, თუმცა დღევანდელმა პროცესმა მშვიდად  ჩაიარა – საპროტესტო აქციების, შეძახილებისა და ქუჩის გადაკეტვის გარეშე. “დღეს რამე არ იქნება. საპროცესოს ველოდებით პროკურატურისგან და ვნახოთ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა. ამ საქმეზე დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ჩხუბის შემსწრე მედდისა და დაცვის პოლიციელის ჩვენებები მოისმინა. საუბარია 2 …

6 წლით დააპატიმრეს კაცი, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმროში ბომბია

6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს მოქალაქეს, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმრო „შერატონი“ ნახევარ საათში აფეთქდებოდა. მსჯავრდებული ორხან სელიმზადე აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ზოიძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საუბარია ბათუმში 31 მარტს ღამით მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონში” ბომბი იყო. იმ …

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?

„რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიჰყავს პროცესი. ეს არის ერთი ადამიანის დისკრედიტაციის სურვილი. რატომ არის და როგორ არის, მე ჩემი ახსნა მაქვს ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, ხდება თავდასხმის ობიექტი იმ პირების მიერ, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები,“ – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი …

რომელი მოსამართლეები არ განიხილავენ საქმეებს და რატომ

„საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონული განაწილების სრულფასოვნად ამოქმედების მხარდაჭერა ხელისუფლებისგან არ არსებობს… ისევ არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ. მოსამართლეების უმრავლესობას კი იმდენი საქმე აქვს, რომ მათ სხვა, ასევე მოსამართლეებისთვის აქტუალური პროცესისთვის მართლა აღარ რჩებათ დრო,“ – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ EMC-ის იურისტი. ეს ორგანიზაცია სწავლობს, როგორ მუშაობს მოსამართლეების ელექტრონული განაწილების …

„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10 მიხეილ ჩინჩალაძის გუნდის წევრია – ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომლის თავმჯდომარეც ისევ მიხეილ ჩინჩალაძეა,“ – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ, 4 მაისს შეარჩიეს და საბოლოო კენჭისყრისთვის სია პარლამენტს გადაუგზავნეს. მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო კლანის მეთაურობის შესახებ სამოქალაქო სექტორში ხშირად საუბრობენ, თუმცა თავად …

რა გაირკვა „ქობულეთში $2 800 000 ურანის გაყიდვის მცდელობის საქმეზე“

„გრძელდება სასამართლო გამოძიება. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს,“ – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის ქობულეთში $2 800 000 ღირებულების ურანის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოჩა გოგიტიძის ინტერესებს იცავს. სუს-მა 3 მარტს ამ საქმეზე რომან ქათამაძეც დააკავა. „პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რამდენჯერმე ვიყავი ჩასული და გადაიდო. სხვა არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა ბრალდებულ …

პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა. „პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე …

ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული. ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში …

„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს

„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს. მედეა …

რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“

„ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს შპს „სითი სპორტში“ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“, – ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაში წერია. 31 წლის შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთაში, ფეხბურთის სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა. „ის გარდაიცვალა გულგრილობის გამო… ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მას რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო. მისთვის ადრენალინი რომ გაეკეთებინათ იგივე მოედანზე, ცოცხალი იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდა, …

კაკაჩია: დიპლომატები ვეღარ ასწრებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში  პოლიტიკური კულტურა არ იცვლება, როცა ხელისუფლება პრემიერებს აქტიურად ცვლის. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ილუზიის შექმნა – „მეფე შიშველი არ არის“. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს მეხუთე პრემიერი გვეყოლება? – კორნელი კაკაჩიას ამ თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო კორნელი, …

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან, სადაც ბავშვი მოხვდა,“ – ამბობს ზაალ კაპანაძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მას 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ვკითხეთ. სააგენტოს უფროსი აქცენტს აკეთებს სამედიცინო დაწესებულებების ჯარიმებზე, ასევე ექიმების პასუხისმგებლობაზე. სააგენტოს უფროსი არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მთლიანად სისტემაზეა პასუხისმგებელი, ვინც ლიცენზია გასცა და ასევე რეანომობილი არ …

16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს  

პეტიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს. პეტიციის შეგროვება საზოგადოებამ 26 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, როცა 16 წლის მოზარდი გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა. მოზარდი ქუთაისის კლინიკაში დღეს, 2 სექტემბერს, გარდაიცვალა. „პეტიციას ჰქონდა შედეგი – ახალი რეანომიბილი გადასცეს ჩვენს მუნიციპალიტეტს. აქამდე მხოლოდ ლენტეხში იყო რეანომობილი,“ – გვითხრა ლამარა ბოჭორიშვილმა, პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა. იგი ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მუშაობს. …

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც 22 ივლისიდან ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. …

კაცმა, რომელმაც კისრის არეში ცოლი დაჭრა, თავად გამოიძახა პოლიცია – ადვოკატი

კაცს, რომელმაც საკუთარ სახლთან ცოლი კისრის არეში დანით დაჭრა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა ახლახან დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 31 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე. კისრის არეში დაჭრილი ქალი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, კაცი სახლთან ახლოს ცოლს ეკამათა და დაჭრა, შემდეგ კი, თავად დარეკა 112-ზე. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ქალის …

ბათუმელი სტუდენტი 100-პროცენტიანი გრანტით ფიზიკოსობას აპირებს

„ალბათ, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, ფიზიკაა,“ – ფიქრობს ბათუმელი დაჩი ხუციძე. ის იმ სტუდენტებს შორისაა, ვინც სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. დაჩი ფიზიკოსობას აპირებს. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის. „თავიდან ფიზიკა ძალიან მერთულებოდა, არ მომწონდა. მე-11 კლასიდან გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაზე საინტერესო საგანი იყო… ჯერ არ ვიცი, ფიზიკის მასწავლებელი ვიქნები, თუ სხვაგან ვიმუშავებ. ვიცი, …

აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“. „გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს …

წვიმის დროს კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ოჯახები დაიტბორა

ბათუმში, პუშკინის ქუჩა #137/139-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, სახურავი დაზიანდა და წყალი მესამე სართულის ბინაშიც ჩავიდა. „ძლივს გამოვასწარით ისე ჩამოდიოდა წყალი, სრულად დაზიანდა ავეჯი… შუქიც არაა გათიშული კორპუსში, ყველგან წყალია… წყალი სახურავიდან წინა გაწვიმებაზეც ჩამოვიდა, მივედით მერიაში და ორშაბათისთვის დაგვიბარეს,“ – გვითხრა მოქალაქე ჟუჟუნა ჯიჯავაძემ. ამ დროისთვის [23:50] ადგილზე …

„ეპისკოპოსმა მითხრა, რომ მომკლავენ“ – დეკანოზ მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა – თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავენ. „ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელმაც დამემუქრა …

სტუდენტი ხულოდან 100-პროცენტიანი გრანტით ბიოქიმიას ინგლისურად ისწავლის

თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის. მან სკოლა ხულოში დაამთავრა. თამთამ 100-პროცენტიანი გრანტის მიღების შესახებ დღეს, 30 აგვისტოს გაიგო. „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მე ჯერ კიდევ იანვარში მივმართე სან დიეგოს უნივერსიტეტს შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სან დიეგოში სწავლის ღირებულება ერთი წელი 7 500 ამერიკული დოლარია. შიდა დაფინანსება – 6500 დოლარი მოვიპოვე. დღეს …

გოგო ბათუმიდან, რომელმაც 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო: რთული არაფერია

„ვერაფერი ვთქვი, ვტიროდი და დედა მამშვიდებდა, ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია… მე შოკი მქონდა, რადგან სკალირების შემდეგ ბევრს მოემატა ქულები და 100-პროცენტიანი დაფინანსების იმედი მართლა აღარ მქონდა, თვალებს არ ვუჯერებდი,“ – ეროვნულ გამოცდებში საკუთარ შედეგზე პირველ ემოციას ბათუმელი ქეთო სიხარულიძე გვიზიარებს. მან 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ქეთო ბიზნეს და საზოგადოებრივ …

„ფარდის უკან ვიღაც დგას“ – ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი ბაღში სკანდალზე

„მამა დავასაფლავე და იმ დღეს მაშინდელმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მომთხოვა განცხადება დაწერე და წადიო. გუშინ დედა დავასაფლავე და ეს ამბავი მოხდა… ემთხვევა რაღაცები, საეჭვოა,“ – ამბობს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, გურამ ხოზრევანიძე ღურტას საბავშვო ბაღში გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. ღურტას საბავშვო ბაღში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 29 აგვისტოს, TV25-მა გაავრცელა. სიუჟეტში …

ანზორ ბოლქვაძე საბავშვო ბაღის გამგეზე: უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს

„არ უნდა გაგვპარვოდა, ასეთი პრობლემა თუ იყო. მეც ვარ ნაწილობრივ დამნაშავე… მედეა მამულაძეს უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე „მხარდამჭერად“ ასახელებს. ღურტას საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გუშინ, …

ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

„პოლიციაში დარეკვა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემ გვერდით ჩემი პატარა გოგო აკანკალებული იდგა, მას ეშინოდა…“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ირინა ს.-მ. ის ძალადობის მსხვერპლი ქალია და დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაზარალებულმა. ჩვენების მიცემის დროს, რაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მოწმემ რამდენჯერმე ითხოვა წყალი. ის მანდატურის მიერ მიტანილ სკამზეც ჩამოჯდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულის …

სააკაშვილი რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები,“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა. რამაზ დევაძე პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 2015 წელს გაასამართლეს, მას 12 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. „დღეს …

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის …

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს …

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“. „მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. …

„ინტურისტი“ აბრების განთავსებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა „მეტრო ინტურისტ ბათუმს“. დავის საგანი სარეკლამო ბანერები იყო, რომლებიც კომპანიამ განათავსა სასტუმრო „ინტურისტის“ გარე ფასადზე. სასტუმროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „მეტრო ინტურისტ ბათუმს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 ივნისს შეუდგინა. ოქმში აღნიშნულია, რომ სასტუმროს მესაკუთრე გააფრთხილეს, მაგრამ სარეკლამო აბრების დემონტაჟი …

რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]

გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლებზე მეტი ახალი საძირკვლის ბოძები დაგხვდებათ. პატარა და ძველი სახლების შუაში დარჩენილი სივრცე თუ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი თითქმის ყველგან მონიშნულია. ასობით მიმდინარე უნებართვო მშენებლობას ხელს ამ ეტაპზე არავინ უშლის: აშენებს ის, ვისაც ამ მთაზე სახლი სურს და მისი აშენების ფინანსური საშუალება აქვს. აშენებენ ორ და სამსართულიან სახლებსაც, მათ შორის, ქვით. კურორტ …

Exit mobile version