მთავარი,სიახლეები

დაცარიელებული იალაღი საბერწიის მთაზე | ფოტოამბავი

05.10.2023
დაცარიელებული იალაღი საბერწიის მთაზე | ფოტოამბავი

ეს შუახევის მთაა, რომელსაც ადგილობრივების თქმით სამი სახელი აქვს: საბერწია, მთისკალთა და დღვანის მთა.

საბერწია ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, თურქეთის საზღვართან მდებარეობს.

მთის ძირში საზაფხულო იალაღია, სადაც ყველაზე ახლოს მდებარე, შუახევის სამი სოფლის: დღვანის, გოგინაურისა და კვიახიძეების მოიალაღეთა სახლებია. ხის სახლების მდგომარეობის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრია, რომ იალაღი თითქმის მთლიანად დაცლილია. ბევრ სახლს  გამოცლილი აქვს საყრდენი ბოძები, დაზიანებულია სახურავი და კედლები.

საბერწიის მთაზე მოსაზღვრეებს შევხვდით, რომლებმაც მთის დაცარიელება დაგვიდასტურეს. მათი თქმით, წელს მხოლოდ 4 მოიალაღე ცხოვრობდა აქ.

თუ საბერწიის მთის მონახულებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთაზე გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ საშვი, რადგან მთა სასაზღვრო ზოლში მდებარეობს.

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

 

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო ართმელაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: