ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

ხულოს  მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თენგიზ ტუნაძის ინფორმაციით, მათი წლიური ბიუჯეტი 22 ათასი ლარია და ის მხოლოდ ხელფასების დაფინანსებას მოიცავს. „ბათუმელებმა“ განყოფილების მენეჯერს, თენგიზ ტუნაძეს ჰკითხა, სულ რამდენი შემთხვევა შეისწავლეს და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში. მენეჯერის თქმით, გახსნიდან დღემდე განყოფილებას არც ერთი შეტყობინება არ …

ნალების მჭედელი ხულოდან და მისი 2 მეგობარი 

ემზარ პაპიძე უკვე 25 წელია, რაც რკინისგან ხელსაწყოებს ამზადებს, ხისგან კი სხვადასხვა ნივთს. ემზარი ამზადებს ისეთ ნივთებსაც, რაც პრაქტიკულად აღარ მზადდება ხულოში, მაგალითად ნალებს. ის 38 წლისაა და სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ემზარმა მეტალის დამუშავება ბაბუისა და მამისგან ისწავლა. ამბობს, რომ 5 წლის ასაკიდან საათობით უყურებდა ბაბუასა და მამას, თუ როგორ აკეთებდნენ ნალებსა და სხვა ნივთებს, …

81 წლის ხევსური ქალი, რომელიც შუახევის ანსამბლში მღერის

81 წლის მაყვალა ბუჩუკური ბოლო 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ფესვებში“ მღერის. მაყვალა ხევსურეთიდანაა, იგი თითქმის 40 წელია ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა მღეროდა სხვადასხვა ანსამბლში და საყვარელ საქმეს ახლაც აგრძელებს. „ყოველ ორშაბათს გვაქვს რეპეტიციები და დავდივარ შუახევში. მაგრამ ახლა ოპერაცია გავიკეთე და რამდენიმე თვეა ვისვენებ“ – გვითხრა მან. ამბობს, რომ ძალიან უყვარს შუახევი …

შშმ გოგო ხულოდან: „თმის შეჭრა მინდოდა ბათუმში, მაგრამ უფროსი ყვიროდა – ეტლი გაიყვანეთო“

24 წლის შშმ პირი, ლელა ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ცხოვრობს. ლელა ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილია შშმ პირებისთვის ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, ოპერაციები, წამლები თუ სხვა რამ, უფასო იყოს.  „დაბადებიდან მაქვს შშმ პირის სტატუსი, როგორც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, 2 წლის ვიყავი პენსია რომ დამენიშნა.  მინდა, რომ ასაკით პენსიონერებისა და ჩვენი პენსიები არ განსხვავდებოდეს, მინდა …

როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

70 წლის თამარ გობაძე საკუთარ თავს ბუნებით რომანტიკოსს უწოდებს. თამარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ზამთრობით მარტო რჩება. თამარი სოფლის განაპირას ცხოვრობს და მის უბანში 7 სახლი იკეტება ზამთარში. მეზობლები, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან დიდაჭარაში, თამარის სახლისგან მოშორებით ცხოვრობენ.  წელს ხულოში დიდი ზამთარია, მაგრამ ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილება – სოფელში დარჩენა, წამითაც არ უნანია. პროფესიით ბიოლოგია და …

როგორ გათავისუფლდნენ ბათუმელი ქალები ანტივაქსერების გავლენებისგან

54 წლის ინგა ღირდალაძე და 42 წლის მარინა ბერიძე ჰყვებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კოვიდ-ვაქცინაციაზე, ჭორების, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი დეზინფორმაციისა და იმ ანტივაქსერების გავლენით, ვისაც ვირუსის გამოჩენამდე ენდობოდნენ. მარინა ფაიზერის პირველი დოზით 23 იანვარს აიცრა და აპირებს, რომ მეორე და მესამე დოზითაც აიცრას. ინგამ კი ახლახან გადაიტანა „ომიკრონის“ ვირუსი და მაშინვე …

„ახალგაზრდებს ვაქცინის იმიტომ ეშინიათ, თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ“ – ექიმი-ალერგოლოგი

23 ინვარს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს “მოგზაური ბიბლიოთეკის” ავტომობილში შესაძლებლობა ჰქონდათ აცრილიყვნენ. აქ აცრას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ალერგოლიგ-დერმატოლოგი  ნათია ბეჟანიძე ატარებდა. „ვაქცინის კაბინეტში მუშაობა აგვისტოდან დავიწყე. აგვისტოში ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა მაღალი იყო, შემდეგ დაიკლო. სახელმწიფოს 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის …

რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5 მოსაზრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობისა და ასაკის სტუდენტები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, წასვლის სურვილის ძირითად მიზეზად განათლებას ასახელებენ. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საქართველოში და მათ შორის ბსუ-შიც, განათლების დონე არ არის მაღალი და სწავლის პერიოდში მათ არ ეძლევათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანისა და გამოყენების შესაძლებლობა.  ეს სტუდენტები საზღვარგარეთ წასასვლელად უკვე ემზადებიან და უცხო ენაში …

ქართველი „ელფების“ გამოგონება – ვინ წავა NASA-ს საზაფხულო ბანაკში

„ათასწლეულის ინოვაციის“ 2021 წლის კონკურსი დასრულდა. კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში წასვლა გუნდმა „ელფებმა“ მოიპოვა. „ელფების“ პროექტი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე მომუშავე ჰაერის იონიზატორის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა იყო, რომელიც ჰაერს ბაქტერიების, სპორების, ვირუსებისა და მტვრის ნაწილაკებისგან წმენდს.  „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის პირველ ადგილზე გასულ გუნდს 5 წევრი ჰყავს, მათგან 2 …

28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

28 წლის ცოლ-ქმარს ხულოდან ორი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, საბა, დაბადებიდან ებრძვის მძიმე დაავადებას – ჰიდროცეფალიას. ბავშვის მამა, მერაბი ამბობს, რომ თავის პატარა ოჯახთან ერთად სოფელ ფაჩხაში, ახლობლის სახლში ცხოვრობს. საბა ზანდარაძე 16 იანვარს გახდება ექვსი წლის. მამას სურს, შვილს თურქეთში უმკურნალოს, რისთვისაც თანხას აგროვებს. ამბობს, რომ ამისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. დაზუსტებულ თანხას …

დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ფოტოამბავი

წელს აჭარის მთებში, განსაკუთრებით კი ხულოს სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა. სოფლები უკვე რამდენიმე დღეა პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს – ტრანსპორტით გადაადგილება ჭირს. ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება. დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ავთო შერვაშიძის ფოტორეპორტაჟი            

რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

როლანდ შავაძე ინგლისურ ენას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მას ვთხოვეთ 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დოკუმენტში შეტანილ ცვლილების შეფასება, რომლის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, როგორც ერთკრედიტქულიანი, ისე ათკრედიტქულიანი მასწავლებლები. როლანდ შავაძე ასწავლის პროგრამის ფარგლებში – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“. ბატონო როლანდ, აქამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლეს …

მოსწავლეებისთვის ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი. საგანმანათლებლო პლატფორმა აერთიანებს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, განმარტებით ვიდეოებს, ჩეთბოტებსა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოს. საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს. ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსის პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, …

კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

კურორტ გოდერძიზე სეზონი გაიხსნა, თუმცა კურორტამდე მისვლა ძალიან ჭირს. ერთ-ერთი ტუროპერატორის – „Kila Travel“  წარმომადგენლის, გიორგი კიკვაძის თქმით, „ბათუმიდან კურორტზე ასასვლელად 8-9 საათია საჭირო. შესაბამისად, გზა ძალიან დამღლელია“. გიორგი კიკვაძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც წინა წელს. „რადგან კურორტი ბათუმთან ახლოსა, მოთხოვნა დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ამ მომსახურებაზე. …

ჩაკეტილი გზები და გამორთული ელექტროენერგია – ვითარება აჭარის მთის სოფლებში

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიური თოვა 2 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. დღეს, 3 იანვარს, თოვა შეწყდა, თუმცა დიდთოვლობის გამო სოფლების უმრავლესობაში შეფერხებულია გადაადგილება და ელექტრო ენერგიის მიწოდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარის მთაში თოვა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან განახლდება. წინასწარი პროგნოზით, აჭარაში 5 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.   მუნიციპალიტეტის სოფლები მოწყვეტილია დაბას. …

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნა. თოვლის მოყვარულებს საახალწლო არდადეგების ზამთრის კურორტებზე გატარება უკვე  შეუძლიათ.  „25 დეკემბერს გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები. ყველა საბაგირო ჩართულია და მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. მესტიის კურორტი, არასტაბილური დენის გამო, 28 დეკემბერს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს,“ – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში.  აქვე გვითხრეს, რომ ჯერ …

რას ამბობენ ხულოს მერიაში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ხულოში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო  შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.  შენობაში ამჟამად ხულოს რესურსცენტრია განთავსებული. ნაგებობის შესახებ იციან მერიაშიც, თუმცა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქამდე არავის უზრუნია.   „ყველა ხულოელმა იცის, მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა ხიმშიაშვილების საგვარეულო სახლია.  ბევრჯერ ყოფილა ეს საკითხი განხილვაში. მე არ …

ექიმ დავით მურვანიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

სტუდია „ხელოვნების სახლმა“ 26 დეკემბერს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ექიმ დავით მურვანიძის დასახმარებლად. „ხელოვნების სახლის“ საქველმოქმედო გამოფენაზე 4-დან 16 წლამდე ბავშვების ნამუშევრები იყო გამოფენილი. „დავით მურვანიძის შესახებ ფეისბუქზე გავიგეთ, იგი ავად არის და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა გადავწყვიტეთ. შესაწირი ყუთი გვქონდა, სადაც ადამიანები იმდენ თანხას აგდებდნენ, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. გამოფენილი ნამუშევრებისთვის არ გვქონდა …

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

„დაბა ხულოში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სახლი, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. ახმედ ბეგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო, რომელიც მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძმასთან ერთად გაიქცა და თავი გურიას შეაფარა.  1815 წლის შემდეგ ახმედ ბეგი ისევ აჭარაში დაბრუნდა, ჯერ სოფელ ნიგაზეულში, სადაც მათი რეზიდენცია და სამემკვიდრეო ადგილია, მოგვიანებით კი – …

ბსუ-ში ზამთრის არდადეგები 3 იანვრიდან დაიწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგები სტუდენტებისთვის 30 დეკემბერს დაიწყება და 10 იანვრის  ჩათვლით გაგრძელდება.  ბსუ-ში სწავლა ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს პირველი და მეორეკურსელებისთვის, ხოლო  მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები სრულად ონლაინ სწავლობენ.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 11 ოქტომბერს ჰიბრიდულად დაიწყო და ამ დრომდე ჰიბრიდულად  გრძელდება.  ______________ შესწორება: მასალაში, ბსუ-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, …

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სკოლებში დისტანციურად სწავლობენ

დიდთოვლობის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლება 23-24 დეკემბერს ონლაინ, დისტანციურად მიმდინარეობს.  „ორი დღით საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლის  დირექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, 22-23 დეკემბერს მოსწავლეები შეძლებენ თუ ვერა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.  თუ რომელიმე სკოლის დირექტორი დაგვიდასტურებს, რომ ვერ მოხდა რომელიმე სკოლის, კლასის ჩართვა …

წიგნები თანატოლებს – ბათუმის №2 სკოლის Iა კლასის მხარდაჭერა მოგზაურ ბიბლიოთეკას

22 დეკემბერს „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ ბათუმის №2 საჯარო სკოლის 1ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.  პირველკლასელებმა წიგნები აჩუქეს „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები თანატოლებისთვის. „პეპი გრძელი წინდა“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „წითელქუდა“, „ანა ფრანკის დღიური“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და კიდევ ბევრი სხვა წიგნი მოუტანეს პირველკლასელებმა თანატოლებს.  „მიხარია, რომ თქვენს პროექტში ჩავერთეთ და გსტუმრობთ მოსწავლეებთან ერთად. მოვედით საჩუქრებით, გვინდა წიგნები …

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან. ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.  ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.  „ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების …

ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე

წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება. უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი.  20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების. საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე …

ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო დღეს, 20 დეკემბერს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული.  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქობულეთის მერიის ცნობით, სახლის მეპატრონეს მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, რომელიც თვითონ დაიმუშავა.  ხანძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკვამლა. გადაკეტეს ცენტრალური გზაც.  ამ დროისთვის …

პროდუქციის აღწერა-აწონა, იატაკის ხეხვა – კიდევ რას აკეთებდა 18 წლის კონსულტანტი 390 ლარად

„ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვია დუმილი.  სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია. …

როცა მუშაობ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებ I VIDEO

60 წლის პენსიონერი, ლიანა ცინცაძე წლებია გარე მოვაჭრეა. ბავშვობაში დედას ეხმარებოდა ვაჭრობაში, დღეს კი სრულიად მარტოა დახლთან და ყვავილებს, სანთლებსა და სხვა წვრილმანებს ყიდის ყოველდღე. საკუთარი თავისთვის ფულს ვერასდროს იმეტებს, არ ახსოვს, ბოლოს რა ნივთი შეიძინა. დიდი ხანია უნდა ინახულოს შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში, მაგრამ ვერ ახერხებს. ლიანა ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის სახიფათოა, რადგან …

ჰურიე აბაშიძეს ხულოდან „ადამიანის უფლებათა ტიტა“ გადასცეს

სამოქალაქო აქტივისტმა ჰურიე აბაშიძემ ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო. ჯილდო მას  2 დეკემბერს გადაეცა.  ჰურიე კონკურსში წარდგენილი იყო რონდელის ფონდის მიერ.   ჰურიე ახალგაზრდა აქტივისტია ხულოდან. იგი თემის განვითარებაზე, მუსლიმი ქალების საჭიროებებზე მუშაობს, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და  ახალგაზრდების სათემო მობილიზაციაზე, მათ თვითმმართველობაში აქტიურ ჩართულობაზე. ჰურიე ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ორგანიზაციისა – „სოლიდარობის თემი“.  „ეს …

ინდოელი სტუდენტის ცხოვრება ბათუმში 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 589 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. სოჰაილ მოჰამმედი ერთ-ერთი მათგანია. იგი ბსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და უკვე ოთხი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს.  „თავიდან ძალიან რთული იყო, ვერავინ იგებდა, რა გვინდოდა მე და ჩემ მეგობრებს, რისი ყიდვა გვინდოდა მაღაზიაში შესულებს, რომელ ქუჩას ვეძებდით… უნივერსიტეტშიც გვიჭირდა კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლეთ ქართული ენა და …

რა შრომა სჭირდება მატყლის წინდების მოქსოვას – ტრადიცია აჭარაში, რომელიც იკარგება

აჭარელი ქალები მაღალმთიან სოფლებში დღემდე ამუშავებენ მატყლს, თუმცა ეს ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება. აჭარაში უკვე აღარ ამზადებენ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებსაც მატყლის ძაფის დასართავად იყენებენ, თუმცა ხერტალი, კვირისთავი, ჭახრაკი და საჩეჩელი აჭარაში ჯერ კიდევ აქვთ შემონახული. ქალები, რომელთაც იციან ეს საქმე, მატყლის დამუშავებისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს უფრთხილდებიან.    აჭარაში მატყლის ძაფის დამზადების და ქსოვის კულტურა შედარებით უფრო  ხულოში, სოფელ …

„არასტანდარტული აჭარელის“ ცხოვრება ზალცბურგში

„ხულოში სიყვარული ვისწავლე, ჩემთვის მთა ენერგიის წყაროა.  ხულოში არ ხარ განებივრებული ბავშვი, ყველა წვრილმანი გახარებს. შენ ცხოვრებაში დღესასწაულია ფეხბურთის ფორმას თუ გიყიდიან. რამდენიმე კვირა დადიხარ ამ  ფორმით და სანამ ფერი არ გადაუვა, მანამდე ეს ფორმა გაცვია“ – გვითხრა გიორგი შავაძემ.   23 წლის გიორგი საკუთარ თავს  არასტანდარტულ აჭარელსა და გამოუსწორებელ ოპტიმისტს უწოდებს.  გიორგიმ ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობები …

პედაგოგი გორიდან, რომელიც 10 წელია ხულოში ასწავლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხატია თეთრაძე მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ათი წელია ასწავლის და შვილთან, მარიამთან ერთად, აქვე ცხოვრობს.   ხატია თეთრაძე განათლების პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. იგი მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში 10 წლის წინ ჩამოვიდა გორიდან. იქიდან მოყოლებული ხატია პროგრამის ფარგლებში ხულოს სხვადასხვა სკოლაში ასწავლის. ამჯერად ის აგარის სკოლის მასწავლებლად …

როგორ აქციეს სინორის ფენების მომზადება ბიზნესად სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში საწარმო მოქმედებს, სადაც სინორისა და აჩმის ფენებს და რამდენიმე სახის ლავაშს ამზადებენ. პატარა საწარმოს გახსნის იდეა, სადაც სინორის ფენებს მოამზადებდნენ, 8 წლის წინ გაუჩნდა ხელვაჩაურელ ხარუნ ლომაძეს. „პატარა დანაზოგი გამიჩნდა და მინდოდა ჩამედო მცირე ბიზნესში. თავიდან სულ სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ ამ საქმის წამოწყება გადავწყვიტე. ძირითადი მოტივატორი ის იყო, რომ ადგილზე ადამიანები …

ქალი, რომელიც ხულოში 3500 ვარდს უვლის

„მთელ დღეს ვარდების ბაღში ვატარებ, ჩემი სული და გული სულ მათთანაა. ვდგავარ ვარდებში, თითო ფურცლის გაშლას, ნამის გაშრობას ველოდები, რომ ღამდება, სახლში შესვლა არ მინდა“, – ეს 40 წლის მაია სურმანიძის სიტყვებია, რომელმაც ყვავილებისადმი სიყვარული ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია. მაია ხულოში, სოფელ წაბლანაში ცხოვრობს.  „მახსოვს, ხშირად ვკრეფდი პატარ-პატარა თეთრ გვირილებს და სახლში მიმქონდა. ყველა …

„არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას“ – აჭარის მთავრობის სახლთან გალია მიიტანეს

დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.  აქციის მონაწილეებს აქციაზე სიმბოლურად  პატარა გალია ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თავად გააკეთებენ ამას.  „კიდევ ერთხელ ბათუმი და ბათუმელი ახალგაზრდები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილი, პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.  ჩვენ ამას არ შევეგუებით. …

Exit mobile version