მოქალაქეები ბათუმში, ღამის საათებში გაადგილების პრობლემას უჩივიან. საღამოს ათი საათის შემდეგ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შემოერთებულ ტერიტორიებზე კი ხშირად უფრო ადრე, ცხრა საათზე, ასრულებენ მუშაობას. ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხარისხსა და სამომავლო გეგმებზე „ბათუმელებს“ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე ესაუბრა.