ნეტგაზეთი • RU

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კრივში

 

 

დღეს ხელვაჩაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში კრივში შაქრო ხუდოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.  შეჯიბრება შვიდ მაისს დაიწყო და მასში 2000 და 2001 წელს დაბადებული 92 მოკრივე 18 წონით კატეგორიაში პირველობისთვის იბრძოდა.

 

 

 

ტურნირში თურქეთისა და სომხეთის ნაკრები გუნდებიც მონაწილეობდენ, თუმცა ისინი ასპარეზობას ნახევარ ფინალში გამოეთიშნენ.

აჭარის ნაკრებიდან 10 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან ოთხმა ჯაბა კონცელიძემ, ენრიკო შერვაშიძემ, ალეკო მიქელაძემ, მიდია რიგმა და ქეთი ლომიძემ საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ყველაზე კარგი შედეგი კი 50 წონით კატეგორიაში 13 წლის ენრიკო შერვაშიძემ აჩვენა და ფინალში ლაგოდეხელი მოკრივე ვაკო შიხაშვილი დაამარცხა.

 

გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი აჭარის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა. 

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

ტურნირი აჭარის კრივის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშივლი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.