ბათუმში იაპონური ხეივანი გაშენდება. 50 ძირ საკურასა და 20 სხვადასხვა ჯიშის იაპონურ მცენარეებს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ხვალ დარგავენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკურას ხვალ 12 საათზე, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგავენ. ხეივნის გაშენებაში კი მონაწილეობას ჟურნალისტები მიიღებენ.