ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტრო უზრუნველყოფს.
ბათუმელები
ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტრო უზრუნველყოფს.
ბათუმში, 6 მაისის პარკში, მდებარე ნურის ტბა ისევ დაჭაობების საფრთხის წინაშეა. ტბაში ევტროფიკაციის პროცესი გასულ წელს დაიწყო. ევტროფიკაციას უწოდებენ პროცესს, როდესაც წყალში წყალმცენარეები ჭარბი რაოდენობითაა, ეს კი ჟანგბადის უკმარისობასა და ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.
დღეიდან 27 აპრილის ჩათვლით, ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ტარდბა.
დღეს დმოკრატიის ჩართულობის ცნტრში, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, მედპუნქტისა და ბაგა-ბაღის გახსნის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართეს.
აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხულო კარტოფილის მთავარი მწარმოებელია. ეს ბოსტნეული ხულოში ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ხულოს კარტოფილი ბაზარზე კონკურენციას თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილს ვეღარ უწევს – ხულოში კარტოფილის მოყვანა ძვირი ჯდება, ხოლო თურქეთიდან შემოტანილის ფასი გაცილებით დაბალია. მომხმარებელი კი ძირითადად ფასის მიხედვით ირჩევს პროდუქტს. რაში ხედავენ გამოსავალს თავად გლეხები და ეკონომიკის სპეციალისტები?
ხვალ, 11 სათზე ადვოკატები, არასამათავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი, დრამატულ თეატრთან სოლიდარობის აქციას გამართავს.
ხვალ, 14 საათზე სააპელაციო სასამართლო თბილისში განიხილავს ეგრეთ წოდებული ამზომველებისთვის გირაოს შეფარდების საკითხს. შვიდი ბრალდებული ხელვაჩაურიდან სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დარბაზიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა, მაგრამ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში (მეტსახელად ქელფეთა) ქართველმა სამართალდამცავებმა სარფში 22 აპრილს დააკავეს.
„გამოვდივარ ინიციატივით, კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 მარტს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრემიერის განცხადების ინტერპრეტირება სცადეს და თქვეს, რომ „ოჯახში“ პრემიერმა ქორწინება იგულისხმა. რატომ გააქტიურდა ოჯახისა და ქორწინების თემა და რა კავშირი აქვს მას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან? ამ საკითხზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ესაუბრა.
„ამერიკან ტრეიდინგ კომპანიმ“, აზერბაიჯანისა და საქართველოს მომხმარებლებისათვის, არგენტინული მაღალი პროტეინის შემცველობის სოიოს შროტის მორიგი მიწოდება განახორციელა. კომპანია ძირითადად მუშაობს ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე, ასევე ფართოვდება მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალი, ძირითადად ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. კომპანიის წარმატებული საქმიანობა დაფუძნებულია ხარისხისა და რაოდენობის მკაცრ კონტროლზე, კლიენტებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, სოიოს შროტის მომხმარებელთა მოთხოვნების დროულ და ეფექტურ დაკმაყოფილებაზე.
„ამერიკან ტრეიდინგ კომპანიმ“, აზერბაიჯანისა და საქართველოს მომხმარებლებისათვის, არგენტინული მაღალი პროტეინის შემცველობის სოიოს შროტის მორიგი მიწოდება განახორციელა. კომპანია ძირითადად მუშაობს ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე, ასევე ფართოვდება მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალი, ძირითადად ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. კომპანიის წარმატებული საქმიანობა დაფუძნებულია ხარისხისა და რაოდენობის მკაცრ კონტროლზე, კლიენტებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, სოიოს შროტის მომხმარებელთა მოთხოვნების დროულ და ეფექტურ დაკმაყოფილებაზე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე საკრებულოს მიერ ბათუმის ბულვარის თვითმმართველობისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.
ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბათუმის საკრებულომ ბათუმში საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ბათუმის სასპორტო სკოლაში 13-წლამდელ კალათბურთელთა შორის შიდასასკოლო შეჯიბრება შვიდ გუნდს შორის მიმდინარეობს, მათ შორის ერთი გოგონების ჯგუფია. 27 აპრილს გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება. ბათუმში კალათბურთის სექციაში მხოლოდ 13-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები და სხვადასხვა ასაკის მოსამზადებელი ჯგუფებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმში, გარდა სუპერ ლიგაში მოთამაშე პროფესიონალ კალათბურთელთა კლუბისა, მხოლოდ ერთი ნაკრებია.
„ბულვარი გაჩანაგებულია“, „ბულვარს მთავრობა ვერ უვლის“ – ამ მოტივით დღეს ბათუმის საკრებულოს წევრებმა ბულვარის მერიის მმართველობაში დაბრუნების საკითხს 14 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს. იურისტის განმარტებით ბულვარის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ბათუმის მერია ბულვარს ვერ დაიბრუნებს. ბულვარის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკავებული და საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იციან.
ხვალ, 25 აპრილს, ბათუმში ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“ იწყება
ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამეცნიერო ხომალდი დღეს დილით 9 საათზე შემოვიდა. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამეცნიერო ხომალდის „Dupuy de Lome” ეკიპაჟის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, წრიულთან [ბარათაშვილის ბოლოსა და წერეთლის დასაწყისში] შუქნიშნები დამონტაჟდება.
დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარიშე სხდომაზე ბათუმის ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ბათუმის ბულვარი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკუთრებაშია და მას საკრებულოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო მართავს.
ბათუმის ბულვარს სულ ცოტა ოთხი პატრონი ჰყავს, მაგრამ, როდესაც საქმე ბულვარზე პასუხისმგებლობას, ტერიტორიის გასხვისებასა თუ მსხვილი სავაჭრო ობიექტის განთავსებას ეხება, ყველა მათგანი, მათ შორის ბულვარის ადმინისტრაცია, ამბობს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლებიც ინვესტორებს სწორედ ბულვარში სთავაზობენ სხვადასხვა ნაგებობის განთავსებას, ამბობენ, რომ ისინი არც მშენებლობისა და არც ობიექტების განთავსების ნებართვას არ გასცემენ. ქონების მეპატრონე კი, დოკუმენტების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქი ბათუმია.
<!** Image 2 align="left" width="300" height="450" >
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ხულოს მუნიციპალიტეტში ამორტიზებული ავტომობილები აქვს. როგორც სასწრაფოზე მომუშავე ჯგუფი ამბობს, პრობლემები გამოძახებისას ხშირად ექმნებათ, გამოძახებაზე მიმავალი მანქანა არაერთხელ გაფუჭებულა და საკუთარი ძალებით შეუკეთებიათ კიდეც.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი კონტინგენტს 1300 სტუდენტით ზრდის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, უნივერსიტეტი დარჩება თუ არა არსებულ შენობაში. ახლა უნივერსიტეტში 284 სტუდენტი სწავლობს. ხელოვნების უნივერსიტეტის გეგმებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა ქეთევან ვაჩეიშვილმა – ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.
23 აპრილი წიგნის საერთაშორის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტ დავით თედორაძის დაბადებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ და ბათუმის ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="386" >
ხულოს მუნიციპალიტეტის არქივის უფროსი თემურ ბერიძე სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო, შესაბამისად, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმათემურ ბერიძე გუშინ იმ მოტივით დააკავეს, რომ მან თითქოს პოლიციელებს შეაგინა.
<!** Image 1 align="" alt="თემურ ბერიძე" sub="თემურ ბერიძე" width="300" height="576" >
„ექიმი ისედაც არის ის ადამიანი, ვინც გაჭირვებულს ეხმარება, მაგრამ მოხუცებს მათგან განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. ეს გულისხმობს არა მარტო მოვლას, არამედ მათთან კომუნიკაციის დამყარებას. ჩვენ კი გვსურს მათი დახმარება“, – ამბობს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხარისხის დარგში თამარ მხატვარი.
<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >
ბათუმის დემოკრატიული ჩართულების ცენტრში ადვოკატებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.
ადვოკატები აჭარის რეგიონიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ და დეპუტატებს სთხოვენ პალმანეტის წევრებთან მათი შეხვედრა უზრუნველყონ.
<!** Image 1 align="" width="400" height="400" >
ხელვაჩაურში მიწებთან დაკავშირებული „მორიგი რაუნდი“ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ, წინა წლების გამოცდილების საპირისპიროდ, იუსტიციის სამინისტრომ სოფლის მოსახლეობის დაკავებით განაახლა. ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები წლებია ცდილობენ მიწების დარეგისტრირებას, ხელისუფლება კი ყოველი არჩევნების წინ „აგვარებს“ პრობლემას. აქამდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „აქცია“ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა: ხალხს მიწები მასობრივად დაურეგისტრირეს, რამდენიმე თვეში კი ასევე მასობრივად ჩამოართვეს.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საზღვაო მიმართულების სეზონური მაშველი – ასე ჰქვია იმ სამუშაოს, რომელიც ზაფხულში ზღვის მოყვარული ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცეს.
<!** Image 1 align="" width="400" height="400" >
30 აპრილს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათიდან ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე საათით ძველ ბათუმში მოგზაურობის მსურველები შეიკრიბებიან. გაზეთი „ბათუმელები“ თავისი გამოცემული წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაციას ზღვის პირას, ღია ცისქვეშ გეგმავს. „ბათუმელები“ წიგნის პრეზენტაციაზე ყველა იმ ადამიანს იწვევს, ვისაც ძველი ბათუმი უყვარს, თუმცა წიგნის პრეზენტაციის განსაკუთრებული სტუმრები, პირველ რიგში, გაზეთ „ბათუმელების“ ერთგული და მომავალი მკითხველები იქნებიან. წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
„ხალხის პარტიამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად ჯუმბერ თავართქილაძე წარადგინა. ამის შესახებ ოფიციალურად პარტიის წევრებმა პოლიტიკური პარტიის აჭარის ბიუროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად განაცხადეს.
ქობულეთის ცენტრთან ახლოს მდებარე სოფელ გელაურში ბოშების ოცი ოჯახი ცხოვრობს. სამი წელია, რაც მათი შვილები განათლებას ქართულ სკოლაში იღებენ, თუმცა ჯერ კიდევ უჭირთ ქართულ ენაზე საუბარი. გელაურელი ბოშები ევანგელისტი ქრისტიანები არიან, კვირაში რამდენჯერმე კრებაზე, ღვთის სიტყვის მოსასმენად იკრიბებიან, სადაც ბიბლიის კითხვისა და გალობის გარდა მათი თემის ყოფით პრობლემებს განიხილავენ.
რატომ არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი, რატომ ვღებავთ კვერცხს წითლად, რატომ ვაცხობთ სააღდგომოდ პასკას და როგორ დამკვიდრდა ეს ტრადიციები ქართულ, ქრისტიანულ კულტურაში, ამ თემაზე “ბათუმელები” თეოლოგს, ბათუმის სასულიერო სემინარიის ლექტორს, ზაზა კილაძეს ესაუბრა.
ნათურის ხარისხზე პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად, არავინ იღებს
ქვეყანაში არ არსებობს შიდა სტანდარტი, რომელსაც ნათურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს და წესი, რომელიც იმპორტიორს საბაჟოზე შესაბამისობის დოკუმენტის წარდგენას დაავალდებულებდა. ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში 220 მილიონი დოლარის სხვადასხვა სახის ნათურაა შემოტანილი.
სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში