Batumelebi | აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი დააპატიმრეს აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი დააპატიმრეს – Batumelebi
RU | GE  

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი დააპატიმრეს

 

 

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე დაკავებულია. 

 

გურამ სალაძე

 

 

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სალომე წერეთელმა დაუდასტურა.

 

 კონკრეტულად რა ბრალდებითაა დაკავებული არქივის უფროსი შს სამინისტრო ამ ინფორმაციას  გვაწვდის. უწყებაში ამბობენ რომ დეტალურ ინფორმაციას დაკავების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ. 

 

 

გურამ სალაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების  საარქივო სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ის  2012 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა