2014 წლის 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
ბათუმელები
2014 წლის 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, ადმინისტრაციულ რესუსრს იყენებს. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია „გია ერმაკოვი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მერობის კანდიდატი მერის რანგში არ უნდა ესწრებოდეს მერიის პროგრამების განხორციელებას“- ეს განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა.
აჭარის მთავრობის განკარგულებით, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესით დაკავებული მოსახლეობისთვის, ლიბერთი ბანკი 6 მილიონ ლარს გამოყოფს. პროგრამის მიხედვით, ერთ მოქალაქეს განაცხადის გაკეთება დაახლობეით 200 ათას ლარზე შეუძლია.
ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტის „მაღალ დონეზე ორგანიზება მუსიკალური გაფორმებით“ უნდა უზრუნველყოს, საბანკეტო სუფრა კი 80 ადამიანზე უნდა იყოს გათვალისწინებული.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს ქასთინგს სამსახიობო ნიჭით გამორჩეული 14 დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.
რამდენჯერ ყოფილა, როცა შაბათს ან კვირას, დასვენების დღეებში, დავუღლივარ ფიქრს იმაზე, სწორად დავწერე თუ არა ესა თუ ის ციფრი, ფრაზა სტატიაში, რომელიც ორშაბათის ნომერში უნდა გამოქვეყნდეს. რამდენჯერ გადამითვლია… რთულია, როცა პასუხისმგებლობის ტვირთი შენზეა და ისიც კარგად გესმის, რომ თითოეული სიტყვისთვის ხვალ შეიძლება პასუხი მოგთხოვონ.
<!** Image 1 align="" width="400" height="400" >
ხვალ 6 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.
ლეობორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნუგზარ ჩხაიძე იქნება. ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იქნება პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, დავით რობაქიძე.
სხვა კანდიდატები: ბაინაზიშვილი რევაზ, რეჟისორი, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, უპარტიო. ჯაფარიძე დავით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, უპარტიო. ძნელაძე ნაიმე რეჟისორი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. კურცხალიძე ზვიად ინჟინერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.
გასპარიანი ვლადიმერ ტექნიკური, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრო. ჩხიკვაძე ირმა ბუღალტერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. ტრაპაიძე გოჩა დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. რობაქიძე მარინა ლეიბორისტული პარტია. მიქელაძე ნუგზარ არქიტექტორი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.
დავითაძე ნანა აგრონომი, დიასახლისი. ბათუმი მწვანე კონცხის დასახლება. ცინცაძე ნანი ტექნოლოგი, დრ/უმუშევარი. კობალაძე ილია დრ/უმუშევარი, დუმბაძე მურმან დრ/უმუშევარი, ცეცხლაძე უშანგი დრ/უმუშევარი, შუშანიძე რომან , ფარტენაძე გურგენ დრ/უმუშევარი,
რიჟვაძე როსტომ აგრანომი, დრ/უმუშევარი, კიღუაშვილი მანონი პედაგოგი, დრ/უმუშევარი, ძნელაძე მერაბ ინჟინერი, დრ/უმუშევარი.
ინტერვიუ ბათუმის მერობის კანდიდატთან „ნაციონალური მოძრაობიდან“
პარტიებმა ბათუმის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელეს. ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით ექიმი ტრავმატოლოგი გია დიასამიძე იქნება. ნაციონალების „უცებ შერჩეული“ უპარტიო მერობის კანდიდატი საარჩევნო გეგმებზე საუბრობს.
2014 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, 2015–2018 წ პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.
2014 წლის 5 მაისს, 11 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება 2015–2018 წლების პროგრამების და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა.
დღეს ჩაქვში, აგროტექსერვისის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო ტექნიკას გადასცემენ.
დღეს სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტურმო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა ,,ექსპო ბათუმი 2014’’ დასრულდა.
მკლავჭიდში, ქუთასის ღია ჩემპიონატიდან აჭარის მკლავჭიდის ნაკრების წევრებმა სამი საპრიზო ადგილი ჩამოიტანეს. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა შავაძე ამბობს შეჯიბრება 21 წლამდელთა შორის გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასამდე მკლავჭიდელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო 10 მკლავჭიდელი აჭარის მკლავჭიდის ნაკრები გუნდიდან.
ბათუმში ახალი საავადმყოფო და უნივერსიტეტი შენდება. საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და თურქეთში მომუშავე ქართველი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი გაეცნენ.
შეუძლებელია, არ გახსოვდეთ ოდრი ჰეპბერნი თავისი პატარა შავი კაბით, ჭრელი თმით, შავი სათვალითა და გრძელი მუნდშტუკით. სხვა ყველაფერი რომ დაგვიწყებოდათ ფილმიდან, ოდრი არ დაგავიწყდებოდათ. ეს კინოში. წიგნში კი ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრადაა. „საუზმე ტიფანისთან“ – ამ ლეგენდარულ წიგნზე ვყვებით.
შპს „კოკატაური“ ქედის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ახალ საწარმოს აშენებს. მინერალურ წყალთან ერთად საწარმოში მტკნარი წყალი ჩამოისხმება, აქვე გაიხსნება სასტუმრო და მინერალური წყლის აბანოები მოეწყობა.
ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მე-7 საერთაშორისო, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო-ბათუმი” გრძელდება.
დემოკრატიის ინსტიტუტი ეხმიანება პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას კამპანია “ეს შენ გეხება”-სთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
დღეს სასტუმრო შერატონში, მე-7 საერთაშორისო, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა გაიხსნა.
ბათუმში ირანის საკონსულომ, ირანულ გამოცემა “ირნაზე” დაყრდნობით “ბათუმელებს” მოაწოდა ინფორმაცია, ირანში საქართველოს ახალი სრულუფლებიანი ელჩისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას იუწყება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
კომპანია „ტრანსსისტემმა“, რომელიც სამი წლის მანძილზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთის ექსკლუზიური გადამზიდავი იყო, პროკურატურას მიმართა. ბათუმის პორტის მფლობელი, ყაზახეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მისი წინამორბედი ოფშორში დარეგისტრირებული „ტრანსსისტემისთვის“ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მუქარის პირობებში დასთანხმდა. კომპანიებს შორის დაპირისპირების ფონზე ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა. პორტთან დაკავშირებული სკანდალი საერთაშორისო არბიტრაჟის განხილვის საგანი გახდება.
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა რაულ თავართქილაძემ, ბათუმში პროკურორის ავტომიბილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 2 მაისს, „ ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში მეორე ეტაპს იწყებს.
დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.
ამ წუთებში, გოგებაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში Toyota Prados-ს მარკის სამი ავტომობილი არღვევს პარკირების წესებს.
ნაზიკო საფარიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში, ორსართულიანი ძველი ხის შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს. სახლი იმდენად ამორტიზებულია, რომ აქ მცხოვრებ ოჯახებს, მათ შორის ნაზიკო საფარიძესაც, გეოლოგებმა ჯერ კიდევ გასულ წელს ურჩიეს საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ოჯახს არც ალტერნატიული ფართობი გააჩნია და არც ბინის დაქირავებისთვის საჭირო თანხა, ამიტომ ავარიულ შენობაში აგრძელებს ცხოვრებას. სამსულიანი ოჯახი, რომელიც უსახლკარო ოჯახების კატეგორიაში ირიცხება, თავს ტყეში დაკრეფილი ზღმარტლის გაყიდვით ირჩენს.
28 წლის დავით ბერიძეს 20 ათასი ლარი სჭირდება იმისათვის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხოს – ჩაიტაროს გამოკვლევები და ქიმიოთერაპია. დავით ბერიძის ორგანიზმში მეორე სტადიაზე მყოფი ავთვისებიანი სიმსივნე ექიმებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. პაციენტს გამოკვლევის ჩატარება თურქეთში სჭირდება.
გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან. 2014 წ. #1
ქართული სამღვდელოება ევროპული და დასავლური ცივილიზაციის ნაყოფით შესანიშნავად სარგებლობს. როცა დასჭირდებათ, სამკურნალოდაც კი ევროპაში მიდიან. მაგალითად, პატრიარქი მიდის გერმანიაში, როცა მისი ქორეპისკოპოსი მოიტეხავს ხელს თუ მხარს, მიდის ფინეთში. როდესაც რაღაც დიდი იუბილეს გადახდა დასჭირდებათ, მაგალითად, პატრიარქის იუბილე, მის გადასახდელად მიდის პარიზში, რაც ძალიან ძვირია. წარმოიდგინეთ, ჯერ ამდენი ადამიანის პარიზში გამგზავრება, მერე კიდევ უზარმაზარი ბანკეტის გადახდა. ბოლო გამოშვების მანქანები, მობილურები და ა.შ. დასავლური ტექნიკური მიღწევებით, მეცნიერებით სარგებლობენ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. თუმცა, თავიანთ მრევლს ეუბნებიან, რომ თუ თქვენ ავად გახდებით, ილოცეთ ან მიდით მამა გაბრიელის საფლავზე, არ გაუშვათ შვილები საზღვარგარეთ. ეს დამოკიდებულება არის ცოტათი გაორებული და ამითი ძალიან ჰგავს ყოფილი ტოტალიტარული და ახლანდელი ავტორიტარული რეჟიმების დამოკიდებულებას.
ბათუმში, დიმიტრი თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა. ორი მერსედესის ტიპის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა.
ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდული თეატრის კვირეულთან დაკავშირებით თეატრალური მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის ორგანიზატორებმა, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტ ვეის“ წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დასწრების მსურველები მიიწვიეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ მაუწყებლობის დარგში ცოტნე ანანიძე დაინიშნა. ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტური იყო.
„მოჭადრაკეს ერთი შეცდომაც ღუპავს“ – ამბობს საქართველოს ჩემპიონი ვაჟებს შორის ჭადრაკში გაიოზ ნიგალიძე. მან ეს ტიტული 2014 წლის თებერვალში მოიპოვა. გაიოზს მიღებული აქვს საერთაშორისო დიდოსტატის წოდებაც. 25 წლის ჩემპიონი 1989 წლის 24 აპრილს დაიბადა. სწავლობდა ბათუმის #14 (ამჟამინდელ #26) სკოლაში, დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. ცხოვრობს ბათუმში და სარეიტინგო ქულის ამაღლების მიზნით საქართველოს ნაკრებთან ერთად სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობს. მოჭადრაკე პარალელურად ფრენბურთსაც თამაშობს, სამი წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და აჭარის ფრენბურთის ნაკრების წევრია. გასულ კვირას გაიოზი თბილისში იმყოფებოდა საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატზე, სადაც აჭარის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით, 6 მაისს 10:00–დან 16:00 საათამდე სს “მეზღვაურთა სამედიცინო ცნტრი 2010” ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.
პირველ მაისს მსოფლიოში „შრომის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით აქცია გამართეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ალიოშა ბაკურიძეს მიმართავს.
გუშინ ზღვისპირას ბათუმელები ძველ ბათუმში სამოგზაუროდ შეიკრიბნენ. წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაციამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. სანამ პატეფონი უკრავდა, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოერგოთ, ქვიშაზე მოხარშული ყავა დაეგემოვნებინათ და ზღვაში გემით გაესეირნათ.
<!** Image 1 align="" width="600" height="2848" >
<!** Image 2 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 3 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 11 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 4 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 5 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 8 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 14 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 18 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 19 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 33 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 28 align="middle" width="600" height="2848" >
<!** Image 34 align="middle" width="600" height="2848" >