ნეტგაზეთი • RU

თხრობითი პერფომანსები პრესკაფეში

 

პრესკაფეში ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ორგანიზებით ამ წუთებში ტარდება თხრობითი პერფომანსები  დემოკრატიაზე. პერფომანსები ტარდება პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

პროექტის მიზანია  თანამედროვე ხელოვნების  ,,თხრობითი პერფომანსების” საშუალებით,  დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების შესახებ საქართველოში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

თხრობით პერფომანსებს წარმოადგენენ „დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრები.

დასში გაწევრიანებულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდა.

აღნიშნული სახით პერფომანსები ჩატარდება ასევე მაღალმთიან აჭარაშიც.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა