ბათუმში პროკურორის მანქანა დაწვეს

 

“ბათუმში, აჭარის პროკურატურის პროკურორის სამსახურეობრივ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დამნაშავე მიიმალა”, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="800" >

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ირაკლი დარცმელიძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, შესაბამისად,  ბათილად ცნო უმაღლეს საბჭოს დადენილება. ირაკლი დარცმელიძეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილი კანდიდატი იყო აჭარის ტელევიზიის მეურვის პოზიციაზე, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა. უმაღლესი საბჭოს უმცირესობის კვოტაზე უმრავლესობამ თავისი კანდიდატებად ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი წარადგინა და, შესაბამისად, მხარიც მათ დაუჭირა.

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – წიგნის პრეზენტაცია სანაპიროზე

 

 

დღეს, საღამოს 7 საათზე, სანაპიროზე, კაფე „სანაპიროსთან“ გაზეთი „ბათუმელები“ წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – პრეზენტაციას მართავს. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ადგილზევე იქნება შესაძლებელი წიგნის შეძენა გაზეთის 2014 წლის ხელმოწერასთან ერთად. წიგნისა და გაზეთის ერთი წლით  ხელმოწერის ფასი 50 ლარია.  

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

 

სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

 

 

 

აქცია “ოცნების ქალაქში”

 

ბათუმის ახლად შემოერთებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულები ეგრეთ წოდებულ 53 ბატალიონის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

ფოტორეპორტაჟი ბათუმის საპყრობილიდან

 

 <!** Image 1 align="left" alt="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" sub="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" width="600" height="2848" >

 

 

 

 

 

ქედაში საარჩევნო ოლქის კომისია სხდომას მართავს

ქედის #80 საარჩევნო ოლქის კომისია ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომიისიის 6 წევრის შესარჩევად სხდომას მართავს.

დღეს ქობულეთის მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინება

 

 

„უცნობი ხელნაწერები“  – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს სამ საათზე ქობულეთის მუზეუმში გაიხსნება.  საზოგადოებას დღეს პირველად მიეცემა საშუალება   აჭარის რეგიონში შექმნილი  მე-11 – 19 საუკუნის ხელნაწერები იხილოს. 

გამოფენა №3 დაწესებულებაში

 

 

დღეს, 3 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N3 დაწესებულებას გახსნის.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

 

 

 6 მაისს, 10:00–დან 16:00 საათამდე   “მეზღვაურთა სამედიცინო ცნტრი 2010“  მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს. 

 

აჭარაში სირბილის შეჯიბრებაში 8 ჩემპიონი გამოვლინდა

 

აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში, რომელიც გუშინ დაიწყო დღეს 24 საპრიზო ადგილის გამოვლენით დასრულდა. შეჯიბრება დღეს 200 და 800 მეტრზე სირბილში გაიმართა. გოგონებში 200 მეტრი ყველაზე სწრაფად მარი გამგონეიშვილმა გაირბინა და ამით 100 და 200 გარბენაზე აჭარის პირველობა მოიპოვა. ვაჟებში კი 200 მეტრზე სირბილში ჩემპიონი დათო თითბერია გახდა. მან ორი სეკუნდით აჯობა თორნიკე კურტანიძეს. 800 მეტზე სირბილში ყველას ანა მიქაძემ და მალხაზ აბაშიძემ აჯობეს.

ხვალიდან ბათუმის N3 დაწესებულება ამოქმედდება

 

29 აპრილს, 3 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N3 დაწესებულებას გახსნის. დაწესებულების გახსნას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 

მერიამ შშმ პირებისთვის საკურორტო-რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორი კვირის განმავლობაში საკურორტო რეაბილიტაციას ბორჯომსა და ურეკში უფასოდ გაივლიან.

ხუთი წელი სახურავის ძიებაში

 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენი მცხოვრები თორმეტსულიანი ოჯახი, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ მისი სახლს სახურავი აქვს დაზიანებული და სახლში წყალი ჩამოდის. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს.  ჟუჟუნა საითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

 

 

ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული” [პროგრამა]

 

 

  მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული”  მაისისამდე გაგრძელდება.

ლიტველი ბლოგერები ბათუმში

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმს ლიტველი ტურისტები ესტუმრებიან. პრეს-ტურის ფარგლებში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად,   ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებიც ჩამოვლენ.  ისინი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. 

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის შეთავაზება ბიზნეს სექტორს

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ გადამზადების მორიგ ეტაპს იწყებს.

აქცია შშმ პირების უფლებების მხარდასაჭერად

 

ხვალ 29 აპრილს , ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად, ბათუმში 13: 00 საათზე ვარდების სკვერში აქციას გამართავს

 

 

რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

 

ალეკო სარიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესორია. გადასახლების დროს ის მხოლოდ ოთხი თვის იყო, დედა კი – 16 წლის. როგორც დედის, ასევე მამის ოჯახმა გადასახლებაში ათი წელი გაატარა. „ადამიანისთვის ღირსება ყველაზე დიდი ფასეულობაა, ჩვენ კი არა მარტო ღირსება შეგვილახეს, გვაპამპულეს, სიცრუეში გვაცხოვრეს. მე ვერასოდეს ვიტყვი სტალინზე კარგს, რადგან მან ბევრი ბოროტება გაუკეთა ჩემს ოჯახს“.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ტრავმა

 

 

საქართველოში 2010 წლიდან 2013 წლამდე სულ 631 ადამიანია გაუჩინარებული. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტებისა და ომების შედეგად კი უგზო-უკვლოდ 2000 ადამიანია დაკარგული, ამათგან 870 მებრძოლი და დაახლოებით 1030 სამოქალაქო პირი. დღეს საქართველოში არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფს. ამ საქმიანობას 2010 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ახორციელებს.

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

 

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისათვის ერთდროულად დასვენების, შემეცნების, ახალი ადამიანების გაცნობისა და გართობის საშუალებაა. სად და როგორ შეიძლება მოსწავლემ ზაფხული შინაარსიანად გაატაროს? 

რას ითხოვს კრივის კლუბი

 

სპორტში მოღვაწე სპეციალისტები ამბობენ, სპორტში ინვესტორების მოძიება რთულია.როგორც ბათუმში არსებული კრივის კლუბ „FIGHT CENTER“-ის ხელმძღვანელები ამბობენ, მოიძიეს ინვესტორები, მაგრამ იმის გამო, რომ კლუბი მუნიციპალური არ არის, ინვესტორები თავს იკავებენ მათ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ. ამ საკითხზე „ბათუმელებს“ აჭარის კრივის ფედერაციის ნაკრები გუნდის მწვრთნელი გოჩა აბაშიძე და ნაკრები გუნდის პრომოუთერი გივი კერესელიძეესაუბრნენ.

„პატრონი რომ გვყოლოდა“

 

გასულ კვირას თბილისში კავკასიის ქვეყნების პირველობა გაიმართა კიკბოქსინგში. პირველობაზე ბათუმიდან სამი სპორტსმენი და ორი მწვრთნელი მონაწილეობდა. ორმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა, ერთმა – ბრინჯაო. მწვრთნელებიცა და სპორტსმენებიც შეჯიბრზე პირადი დანაზოგით წავიდნენ – მათ ფედერაციას, სხვებისგან განსხვავებით, სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს.

50 მილიონი ლარი სოფლებისთვის და კორუფციის რისკი

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად წელს ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი გაითვალისწინეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ თანხას გამარტივებული წესით განკარგავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები თავად გადაწყვეტენ, რომელი კომპანიებს დაუკვეთონ სამუშაო. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციის რისკებზე საუბრობენ. 

დროში გაყინული ფული

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტი არ გაჩერებულა; აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დაიწყოს; გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაგავსაყარის მშენებლობისთან საჭირო გეზშ-ს დასამტკიცებლად მათთვის ჯერ არ მიუმართიათ. სახელმწიფო აუდიტი კი პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის აუთვისებლობის გამო, სასესხო ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის არამიზნობრიობაზე საუბრობს.

ბათუმში ახალი პროექტი ,,ჩემი ქუჩა – საქართველო” ამოქმედდა

 

ბათუმის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. 

აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში ხვალ დასრულდება

 

დღეს მძლეოსნობაში 100 და 400 მეტრ სირბილში აჭარის ჩემპიონები გამოვლინდნენ. შეჯიბრება ბათუმის ზღვისპირა პარკში, ყოფილი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 30 პროცენტით გაიზრდება. დღეს სოფლის ექიმის თვიური ანაზღაურება 500 ლარია, რომლის 33 პროცენტი სამედიცინო დოკუმენტაციის შეძენაზე, 10 პროცენტი კი კომუნალური ხარჯების დაფარვაზე იხარჯება.

ბათუმის მერია 9 მაისისთვის ემზადება

 

ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორინის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

წიგნი, რომელიც მოსამართლეებს ზღუდავს

 

„მოსამართლის შპარგალკა“, „მოსამართლის კონტროლის მექანიზმი“,  „ეს მოსამართლის შეზღუდვაა“ – ასე აფასებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის  იურისტები და ყოფილი მოსამართლეები სახელმძღვანელოს, რომელიც უზენაეს სასამართლოში შექმნილმა საბჭომ შეადგინა და მოსამართლეებს რეკომენდაციის სახით დაეგზავნათ.

ინტერვიუ ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა. რას შესთავაზებს ის ბათუმელ ამომრჩეველს, როგორია მისი ხედვები ქალაქის განვითარებაზე და რატომ უნდა გააკეთოს ბათუმელმა ამომრჩეველმა არჩევანი მასზე – გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბათუმში წელს კრუიზით პირველი იახტა შემოვიდა

 

 

100-კაციანი იახტა – “Variety Voyager” ტრაპიზონის ნავსადგურიდან ბათუმის პორტში დღეს, 27 აპრილს, დილის შვიდ საათზე შემოვიდა. იახტაზე 62 მგზავრი იმყოფება. ისინი ორი დღის განმვლობაში ბათუმისა და ქუთაისის ღირსშესანიშაობებს დაათვალირებენ.

 

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გრძელდება

 

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი “SoundSpring” გრძელდება.  

 

ფესტივალის მეორე დღე გია ხადურის ლექციით გაიხსნა, რომელიც ექსპერიმენტული მუსიკის მნიშვნელობას ეხებოდა. ლექციის შემდეგ გალერეა 41/41 ში მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა ლევან მაისურაძისთვის და ირაკლი შონიასთვის მოესმინა.

 

ხვალ ფესტივალის ბოლო დღეა.  ნიკო ნერგაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე “ექსპერიმენტული მუსიკა და მეინსტრიმი”,  ლექცია საღამოს 6 საათზე დაიწყება. 8 საათზე კი ფესტივალზე გოგი ძოძუაშვილი,  ირაკლი აბრამიშვილი და Sikha გამოვლენ. 

 

ფესტივალზე დასწრება უფასოა. 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“

 

რამდენიმე წუთის წინ   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია  „ქართული ოცნების“   ბათუმის მერობის კანდიდატად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი წარადგინა. 

 

<!** Image 2 align="left" alt="გიორგი ერმაკოვი" sub="გიორგი ერმაკოვი" width="300" height="768" >

საკრუიზო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

 

ხვალ, 27 აპრილს, დილის 7 საათზე, ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა. 

ადვოკატები საჯარო რეესტრის თანამშრომლების დაკავებას აპროტესტებენ

 

დღეს, ბათუმში დრამატული თეატრის წინ ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი განცხადებით ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის შვიდ თანამშრომელზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოდ მიმდინარეობს, მათ შორის ერთი ქალია. 

Exit mobile version