Batumelebi | ბათუმის ბულვარში „საშინელებათა ოთახისთვის“ ნებართვა გაიცა ბათუმის ბულვარში „საშინელებათა ოთახისთვის“ ნებართვა გაიცა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ბულვარში „საშინელებათა ოთახისთვის“ ნებართვა გაიცა

 

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის მიმდებარედ ე.წ საშინელებათა ოთახის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დადებითად გადაწყვიტა.

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განმარტებით, ბულვარს გასართობი ადგილის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, ადგილი, რომელიც საშინელებათა ოთახისთვის შეირჩა, ბულვარის იერსახეს არ არღვევს:

 

„იქ არ მოიჭრება ხეები და არც მწვანე ნარგავები განადგურდება, პირიქით  მოთხოვნებში ჩადებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ხე დარგონ ამ ტერიტორიაზე.“

 

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  ინფორმაციით, „საშინელებათა ოთახს“  ებრაული კომპანია „vsm“ ააშენებს.  შეთანხმების თანახმად კომპანიამ ბულვარში 500 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით, „საშინალებათა ოთახის შენობა დაბალ ფუნდამენტზე აშენდება, რაც მძიმე კიონსტრუქციის დადგმას არ ითვალისწინებს.

 

„ შეიძლება ეს ვიღაცამ მძიმე კონსტრუქციად მიიჩნიოს, ვიღაცამ არა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით,  მძიმე კონსტრუქცია არ იქნება, ძირითადი ინვესტიცია მოდის ძვირადღირებულ აპარატურაზე.“

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე