რატომ ირჩევენ ევროპას აჭარაში

 

ვინ რატომ ირჩევს ევროპას  გამოკითხვა ბათუმში და მაღამთიან აჭარაში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეებმა ჩაატარეს.

იყიდება ბინა ზღვასთან ახლოს

 

ქ. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, სახლი 1-ში, მე-3 სართულზე, ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში, ევკალიპტების ხეივნის წინ, ეკლესიისა და ოპერის თეატრს შორის იყიდება ოროთახიანი, გარემონტებული ბინა, მე-4 სართულის დაშენების პერსპექტივით. ფართობი: 163 კვ.მ. შესაძლებელია მხოლოდ მანსარდის გაყიდვაც.

ფასი შეთანხმებით.

ტელ:. 250294; 555720416.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="247" >

 

<!** Image 2 align="middle" width="500" height="247" >

აჭარის პროკურატურა ჯაბა ანანიძის საქმეს არ გამოიძიებს

 

ინფორმაციის დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა, – დაახლოებით ამ შინაარსის წერილი  ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ აჭარის პროკურატურისგან მიიღო. 

მემტრედე ბარცხანიდან

 

სამტრედის ღია კარის წინ საუზმის მოლოდინში ჩამომსხდარ მტრედებს სიმშვიდეს პოინტერის ჯიშის ლეკვი ურღვევს, ხან შავკუდა მტრედს ეცემა, ხან ხან წითურ მტრედს ააწიოკებს. „სარა, გაჩერდი, სარა, გამოდი აქეთ!“ – 64 წლის რომან მატკავა ლეკვსა და მტრედებს შორის ზავის ჩამოგდებას ცდილობს. ლეკვს კუთვნილ ადგილს უჩენს, მტრედებს კი, პურის მარცვალს უყრის. 40 წელზე მეტია მისი დილა ასე იწყება, მტრედებისა და ძაღლების დაპურებით. 

სტრიტ არტი ბათუმში – მეორე დღე

 

ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალის ფარგლებში, 24 მხატვარი ბათუმის  სხვადასხვა  უბანს მოხატავს. 

მურმან დუმბაძის კანდიდატები „ოცნების“ პირისპირ

 

13 მაჟორიტარული ოლქიდან ხუთ ოლქში ხულოში, 20 მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქში ქობულეთში, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან ორ ოლქში ქედაში, 13 მაჟორიტარული ოლქიდან ერთ ოლქში ხელვაჩაურში და ერთ ოლქში შუახევში სახელისუფლებლო კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნები წააგეს. „ეს არის დემოკრატია“, – ასეთია კოალიციის პასუხი ადგილობრივ ორგანიზაციებში.  თუმცა „ოცნების“ კანდიდატები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ დეპუტატ მურმან დუმბაძის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც იმუშავეს.    

მკურნალობა პლაჟზე – სად ჯობს დასვენება?

 

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული კლიმატია. ურეკი, ქობულეთი, ციხისძირი,  ბათუმი, სარფი და სხვა მცირე კურორტები ტერიტორიულად ერთმანეთის გვერდიგვერდაა, თუმცა ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ განსხვავებებზე „ბათუმელებს“ ექიმი კურორტოლოგი ნელი ჭოხონელიძე ესაუბრა.   

რიჩარდ ნორლანდს ხვალ ბათუმში ელოდებიან

 

ამერიკის ელჩი, ხვალ  25 ივნისს, 14.00 საათზე, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების  საკონსულოს მემორიალური დაფის გახსნას  დაესწრება.
 

  ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 18 ივნისის N–96 განკარგულებით,  რუსთაველის ქუჩის N7–ში, მდებარე საცხოვრებელ სახლზე აშშ საკონსულოს მემორიალური დაფა განთავსდება, სადაც 1913 წელს  ამერიკის საკონსულო მდებარეობდა.

ბათუმს ვერონას დელეგაცია სტუმრობს

 

იტალიის ქალაქ ვერონას მუნიციპალიტეტის დელეგაციას   დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა  და საკრებულოს წევრებმა უმასპინძლეს.

დავით ბერიძის გადასარჩენად

 

  დავით ბერიძეს 20 ათასი ლარი სჭირდება იმისათვის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხოს – ჩაიტაროს გამოკვლევები და ქიმიოთერაპია. მის გადასარჩენად ბათუმში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაერთიანდნენ.

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მონიტორინგი

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდის მონიტორინგი 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით განახორციელა.  “ბათუმელები” გთავაზობთ შედეგებს უცვლელად:

ბავშვზე სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული

 

10 წლის გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის, 76 წლის მამაკაცის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.  წინასასამართლო სხდომაზე შეიცვალა ბრალდების მუხლი, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის ის ნაწილი ჰქონდა წარდგენილი, რაც კოდექსიდან ამოღებულია. 

რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა

 

 

 

 მარტივად ციფრულ მაუწყებლობაზე – ამ სახელწოდების ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის რადისონში. ბლოგ ჯეოდიგითალ – ტივის ორგანიზებით გამოცემულ წიგნში    საუბარია იმაზე  რა არის ციფრული მაუწყებლობა, როგორ შევარჩიოთ უკეთესი გამოსახულების მისაღებად ტელევიზორი და სატელევიზიო სიგნალი. 

გრაფიტი ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი მიმდინარეობს. 24 მხატვარი ბათუმის  სხვადასხვა  უბანში კელდებს მოხატავს. დღეს ნამუშევრები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე შესრულდა. 

14 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბათუმში

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში  ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი, რომლისთვისაც  14  მილიონი დოლარის ინვესტიცია განსახორციელდება.  მშენებლობის საძირკველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მშენებელ კომპანია შ.პ.ს. DS GROUP – ის მფლობელ სერგეი დავიდოვთან ერთად  ხელი მოაწერა სერტიფიკატს, რომელიც სიმბოლურად საძირკველში კაფსულით  ჩააგდეს.

როგორ ვებრძოლოთ ჩიყვს

 

ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა. ენდოკრინოლოგ ლია კოხრეიძის თქმით, აჭარაში იოდის ნაკლებობის გამო ყველაზე გავრცელებული დიფუზური ჩიყვია – იმის გამო, რომ ჩვენ ენდემურ ზონაში ვართ, ორგანიზმი იოდის ნაკლებობას განიცდის, ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, რომ კომპენსაციის მიზნით მეტი ჰორმონი წარმოქმნას, მაგრამ ამას მაინც ვერ ახერხებს და რჩება, უბრალოდ, ზომაში გაზრდილი, რაც შემდეგ სხვა გართულებებს იწვევს.

გიორგი ერმაკოვი ნაციონალების ბრალდებებს პასუხობს

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ ბრიფინგს პასუხობს და აცხადებს, რომ ის  და მისი პოლიტიკური გუნდი ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, „მათ შორის 21 ივლისს ლევან ტეტემაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებასაც“. 

 

არჩევნების შედეგები აჭარაში

 

ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობაში უმრავლესობით შედის. შესაბამისად, ოპოზიცია მცირერიცხოვანი იქნება და გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, პროცედურული თვალსაზრისით, ბევრად ცუდი მდგომარეობა იყო, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ბევრად სჯობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. 

ლეიბორისტული პარტია აჭარის პროკურატურას მიმართავს

 

 ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით რობაქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა ოლქებში დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევების გამო, აჭარის პროკურატურას მიმართავს. მისი  განცხადებით, 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების დროს ცალკეულ საარჩევნო უბნებში მასობრივად ჰქონდა დარღვევებს ადგილი. 

გირაო – 20 ათასი ლარი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის

 

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულმა  ნარკოტიკული ნივთიერება აბების სახით შემოიტანა. დაკავებულს ბრალად ედება სსკ-ის 260 და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ერთი ბრალდება 7-დან 14 წლამდე, მეორე კი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

80 წლის ბილიარდის მოთამაშე

 

თენგიზ რომანაძე ბილიარდის ვეტერანი მოთამაშეა. აჭარაში მყოფ ექვს ვეტერან ბილიარდერს შორის ის ასაკით ყველაზე უფროსია. ქობულეთში ცხოვრობს და ბილიარდის სათამაშოდ ხანდახან ბათუმში ჩამოდის. ამბობს, რომ ბილიარდი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საშუალებაა. პროფესიით ფინანსისტი თენგიზ რომანაძე 1934 წელს დაიბადა.  

ნაციონალური მოძრაობა: ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ახალისებს

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში პარტიის აქტივისტის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურენ და განაცხადეს, რომ  ხელისუფლება  პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას  ახალისებს. პარტიის ბათუმის ოფისში ამ თემაზე განცხადება მიხეილ მაჭავარიანმაც გააკეთა:

წლები, რომლებიც გონებიდან არ იშლება

 

შალვა ქოქოლაძე გადასახლების დროს ცხრა წლის იყო. მისი და, გუგული ქოქოლაძე კი – მასზე რამდენიმე წლით უმცროსი. ისინი ყაზახეთში მშობლებთან ერთად გადაასახლეს. შალვა ქოქოლაძე ამბობს, რომ ბავშვობის წლები, რომელიც ამ პერიოდს უკავშირდება, დღემდე ტკივილს იწვევს მის სულში. „ვის აინტერესებდა, რომ ჩვენ, ბავშვებს, პლანტაციაში მუშაობა კი არა, მეგობრები, გართობა და სწავლა გვინდოდა…. იმ წლებზე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც ვუყვები და უკვირთ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ“.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ამბობს, რომ ცემის შემდეგ შსს-ს არ დაუკითხავს

 

 

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ლევან ტეტემაძე„ბათუმელებთან“ კომენტარში ამბობს, რომ პირებს, რომლებმაც გუშინ ის სცემეს, არ იცნობდა. 

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ნობელების მუზეუმში

 

დღეს, თამარის დასახლებაში, ხელოვნების ცენტრის გვერდით მდებარე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში თუ მიხვალთ, შეიძლება უცებ დაიბნეთ კიდეც, რადგან ერთი შეხედვით, ამ მუზეუმისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდებით: მუზეუმის წინ – ძველებური  ავტომობილები, მუზეუმში – ოცზე მეტი პატარძალი, კედლებზე – ქორწილის ფოტოები, საქორწილო მოსაწვევები, 1921 წელს შედგენილი მზითვის სია, იქვე – სიძისათვის ქორწილის დღეს საჩუქრად მირთმეული ქალამნები. ერთი სიტყვით, მუზეუმი „ჩემი ბებიის ქორწილისათვის“ ემზადება. ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ნობელების მუზეუმში მხოლოდ ერთი დღით იმართება.  

ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი გაიხსნა

 

ბათუმში ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E – ში სტრიტ არტ ფესტივალი გაიხსნა. 

 

ფესტივალში  24 არტისტი მონაწილეობს. 18 საფრანგეთიდან და 6 საქართველოდან.  ფესტივალის ორგანიზატორია  არტ სტუდია DOTCOMMA.

 

ცხრასულიან ოჯახს მერია ერთჯერადად დაეხმარება

 

 

ცხრა სულიან ოჯახს, რომელსაც 12 ივნისს სახლი დაეწვა, ბათუმის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს.

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ცენტრის დასახმარებლად

 

დღეს, ქობულეთში,  “ჯორჯიან პალასში” 19 საათზე საქველმოქმედო საღამო გაიმართება. შემოსული თანხა კი ფოთის ბავშვთა დღის ცენტრის  აღსაზრდელებს მოხმარდება. საღამოს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ  “ბილივის” ორგანიზებით გაიმართება.  

ბათუმელები მარი კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძის წიგნების მაღაზიის შესახებ

 

დღეს მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გახსნიდან ერთი წლისთავს აღნიშნავს. დღის სამ საათზე მაღაზიაში  ბავშვების ნახატების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართება, 18:00-ზე, პროექტ  „წიგნის პლატფორმის” ფარგლებში ჩატარებული, მთარგმნელების, ანი კოპალიანის და სალომე ბენიძის კვლევა, “ქართულ ენაზე 1991 წლიდან მიმდინარე მთარგმნელობითი პროცესი”, ხოლო საღამოს , 19:30-ზე „წიგნები ბათუმში“ დაბადების დღეს ლაივ-კონცერტით და სახალისო კონკურსებით აღნიშნავს,  გათამაშდება ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები. მთელი დღის მანძილზე კი მაღაზიაში 10-30 პროცენტიანი ფასდაკლება გელოდებათ. 

უსაფრთხოა თუ არა ბინა, რომელშიც ცხოვრობ

 

 

ახალაშენებული ბინის ან მასზე მიშენებული აივნების უსაფრთხოების განსაზღვრაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. შესაბამისად, არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, მდგრადია თუ არა ამა თუ იმ საცხოვრებელი ბინის კონსტრუქცია. სახელმწიფოს როლი ამ საკითხში მხოლოდ ფორმალურია და მთელი პასუხისმგებლობა დამკვეთზე გადადის. სახელმწიფო „პასუხისმგებლობას მითუმეტეს არ იღებს“ 50-70 წლის წინ აშენებული საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებაზე.

 

ბათუმობაზე ბათუმის მერიამ პოსტსაბჭოთა ქალაქები მოიწვია

 

ზაფხულის ბოლოს ბათუმი „ბათუმობას“  ზეიმობს.  5 დღიანი ზეიმი ბათუმში 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გაიმართება.   ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი ამ დღესთან დაკავშირებით, მოსაწვევი წერილები პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი ქალაქების მუნიციპალიტებში გაიგზავნება (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი).

საბურავების “ბარიკადები” ბათუმის ქუჩებში

 

ბათუმის გარეუბნებში მდებარე ქუჩების ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელია. მანქანების მოძრაობისას უასფალტო ქუჩები მტვერდება.  სიჩქარის შემცირების მიზნით მოსახლეობამ  ქუჩებში ხელოვნური ბარიკადები მოაწყო. 

სემინარები სოფელში კულტურული ცხოვრების ხელშესაწყობად

 

დღეს ხელოვნების უნივერსიტეტში სემინარების ციკლი დაიწყო. მიზანი აჭარის სოფლებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობაა. „კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად“ პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს. 

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება სრულდება

 

ბათუმში 30 მაისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება დასასრულს უახლოვდება.

გაუჩინარებული ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

 

4 დღის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში გაუჩინარებული ბიჭი მისსავე სოფელში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

Exit mobile version