ტურიზმი გზის გარეშე

 

 

აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა: მტირალას ეროვნული პარკი, ისპანის ჭაობები ქობულეთში, კინტრიშისა და მაჭახლის დაცული ტერიტორია. აქედან ორ დაცულ ტერიტორიასთან – მტირალასა და კიტრიშთან მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. კინტრიშის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არც წელს იგეგმება, მტირალასთან მისასვლელი ათკილომეტრიანი გზიდან კი, წელს მხოლოდ ორი კილომეტრი დაიგება. 

ბათუმში ღარიბაშვილის ხელწერიანი ტორტი გაჭრეს

 

 

გუშინ საღამოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად, ბათუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საზეიმო მიღებაზე გრანდიოზული ფეიერვერკი გაიმართა და პრემიერის ხელწერიანი ტორტი გაჭრეს.

ახალგაზრდები და მათი პრობლემები

 

ახალგაზრდებისთვის გართობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაღალმთიან აჭარაში გასართობი ადგილების არარსებობა, ბათუმში კი ასეთ ადგილებში მაღალი ფასები  ახალგაზრდებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, ამის პარალელურად ბათუმში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა. რა არის ახალგაზრდებში ყველაზე დიდი პრობლემა? 

 

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს

 

ვარიკოზი ვენის სანათურის პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელსაც ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა ახასიათებს. ქვედა კიდურების ვარიკოზი ქალებში გავრცელებული დაავადებაა, ის ჯანსაღი მოსახლეობის 60%-ს აწუხებს. მედიცინის დოქტორის, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ანგიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, იოსებ მარგალიტაძის თქმით, დაავადება განსაკუთრებით ზაფხულობით მძაფრდება, ამის მიზეზია სიცხე, რომლის დროსაც ვენები ფართოვდება.

რა უნდა მოითმინოს საჯარო მოხელემ

 

მოქალაქე დიანა დიასამიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში საკუთარი განცხადების ასლის წამოსაღებად მივიდა, გასულ კვირას დეპუტატის მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტად იქცა. მან უმაღლესი საბჭო სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა, მოგვიანებით მედიასთან საუბარში კი განაცხადა, რომ მას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ სცემა და კაბინეტიდან ძალით გამოაძევა. მოქალაქე დეპუტატისგან მკურნალობის დაფინანსებაზე შუამდგომლობას ითხოვდა, მედეა ვასაძემ კი მოქალაქეს საჯაროდ პროვოკატორი უწოდა.
რის მოთმენას ავალდებულებს საჯარო მოხელეებს კანონი? ამ საკითხზე “ბათუმელებთან” არასამთავრობო ორგანიზაცია `”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ ისაუბრა.

გაუქმებულ საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნები დღეს ტარდება

 

დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება იმ უბნებზე, სადაც არჩევნების პირველი ტური დარღვევებით ჩატარდა. აჭარაში ორი ასეთი უბანია – ქობულეთის #34 საარჩევნო უბანი და #103 საარჩევნო უბანი ბათუმში.

წყალბურთელები აჭარაში

 

 

ბათუმის წყალბურთის კლუბი “ბათუმი” 2011 წელს დაფუძნდა. კლუბის დირექტორი ასტამურ ჩაუშბაა. კლუბს ოთხი მწვრთნელი და სამი ასაკობრივი კატეგორიის 45 ბავშვი ჰყავს – დიდები (1995-1996 წლებში დაბადებულები); ახალგაზრდები (1998-1999 წლებში დაბადებულები) და კადეტები – 2000-2001 წლებში დაბადებული ბავშვები. არის ასევე მეოთხე ჯგუფი –  ისინი, ვინც ახლა სწავლობენ წყალბურთის თამაშს. ბათუმში არ არსებობს წყალბურთელ გოგონათა გუნდი, წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებში კი 14 ახალგაზრდაა. კლუბს მერია აფინანსებს. 

უბნის ექიმებს სახელმწიფომ სამედიცინო ჩანთები გადასცა

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, „აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში“ უბნის ექიმებს შეხვდა. მან ექიმებს ექიმის ჩანთა, ფარმაცევტული პროდუქტები, სამედიცინო დანიშნულების საგნები, სააღრიცხვო ბარათები და საკანცელარიო ნივთები გადასცა. 

სტუდენტებს პროექტების მომზადებასა და ლიდერობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის საეხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტების მომზადებისა და ლიდერობის შესახებ, სამ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგში „ერთად ვისწავლოთ პროექტების წერა“ და „ლიდერობა მომავლისთვის“ სამართალმცოდნეობის, ფილოლოგიისა და ეკონომიკის ფაკულტეტის 17 სტუდენტი მონაწილეობდა.

ლევან ბერძენიშვილის ლექცია – ზღვა და ლიტერატურა

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკითხველთან გამართულ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა ლიტერატურაში ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი ერმაკოვი: ქართველები ვერ შევიცვლებით

 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სტუდენტებს ესაუბრა და ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციაც დააფიქსირა.

ქართველები ავღანეთში – გამოფენა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად

 

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ქართველი და უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები ესწრებიან. კონფერენციის პარალელურად „შერატონში“ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრები გამოიფინა. ესპანელი მხატვარი ომის თემატიკაზე მუშაობს.  ნამუშევრებზე ქართული შეიარაღებული ძალების ავღანური მისიაა აღბეჭდილი. 

ტვ ერა საინფორმაციო გადაცემას იწყებს

 

ტვ ერა, მიმდინარე გასართობ–შემეცნებითი გადაცემების პარალელურად, ახალ საინფორმაციო გადაცემას – “კვირის ამბებს” იწყებს.

372 591 ლარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად

 

აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 2014 წლის 2 მაისის სხდომის რეკომენდაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2014 წლის 25 ივნისის გამოსცა ბრძანებულება N-192, რომლის თანახმად 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან აჭარაში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ 26 ოჯახს დახმარების მიზნით 225 133 ლარი გამოეყო. 

ამერიკის ელჩმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინგლისური ენის სერთიფიკატები გადასცა

 

დღეს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ორგანიზაცია “ჰარმონიის” მიერ განხორციელებულ ინგლისური ენის კურსების მოსწავლეებს, ამერიკის ელჩმა სერტიფიკატები გადასცა. 

ღამის თერთმეტიდან დილის 7 საათამდე ბათუმში ფეიერვერკები აიკრძალა

 

დღეიდან მოქალაქე, რომელიც ბათუმის ქუჩებში ღამის თერთმეტი საათის შემდეგ ფეიერვერკს ან სხვა რაიმე სახის ასაფეთქებელ ნივთიერებას გამოიყენებს, გარემოზე მიყენებული ზიანის გამო დაჯარიმდება. 

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

 

10-15 ივლისს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ლოურენს გოლანი, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ელისო ბოლქვაძე, ანტუან პეკერი, არიელ ცუკერმანი, ბრუნო მონსანჟანი, ქეთევან ქემოკლიძე, ალექსეი შადრინი და მედეა ალთუნაშვილი მიიღებენ. 

პროკრედიტ ბანკმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

პროკრედიტ ბანკის ბათუმის ფილიალმა, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეზღვაურებს უმასპინძლა.  

ბავშვები ბაღში ვერ ეტევიან

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის საბავშვო ბაღში არასაკმარისი ფართობის გამო პატარებს ექთნისა და მნის ოთახში აძინებენ. ფართობთან ერთად ბაღში კადრების პრობლემაც არის.

ერმაკოვი დიასამიძეს დებატებში იწვევს

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, გიორგი დიასამიძეს, დებატებში იწვევს. 

წინასაარჩევნო თუ რეალური დაპირება? – გლეხები კომპენსაციის მოლოდინში

 

31 მაისს განვითარებულმა სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზედა ბზუბზუში, ზედა მახუნცეთსა და პირველ მაისში ერთწლოვანი კულტურები და მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები დააზიანა. ზარალის შემსწავლელი გამგეობის მუდმივმოქმედი კომისია ზარალს აზუსტებს, დაზარალებულები კი კომპენსაციას ელოდებიან. ქედაში ამ ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ 31 მარტის სტიქიის შემდეგ არც ზარალი დაუთვლიათ და არც კომპენსაცია გაუციათ. 

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 52 წლის დავით დუმბაძე, ქედის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით იურისტი დავით დუმბაძე 22 წლის მანძილზე უშიშროების სამსახურში მუშაობდა. რის გაკეთებას გეგმავს დავით დუმბაძე ქედაში მისი გამგებლობის პერიოდში? მან „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა. 

რა ხდება ბათუმის ციხეში

 

 

ბათუმის საპყრობილეში პატიმარმა ვენები იმის გამო გადაიჭრა, რომ ამ ფორმით მისი თანასაკნელის კარცერში გადაყვანა გააპროტესტა. ბოლო 45 დღის განმავლობაში ბათუმის მე-3 საპყრობილეში რამდენიმე პატიმარმა დაიზიანა თავი. დაიწყო თუ არა თვითდაზიანების ფაქტებზე გამოძიება? – მთავარი პროკურატურა ამ კითხვაზე პასუხს არ სცემს. „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ  წერილობით უპასუხა.

ბათუმში პირველ გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ბათუმში ერთი საგამოცდო ცენტრია, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული. აბიტურიენტთა რეგისტრაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის  დილის რვა საათზე დაიწყო.  

ფრანგული პოეზიის თარგმანების პრეზენტაცია

 

დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბადრი თევზაძის ფრანგული ენიდან თარგმანების: „ფრანგული პოეზიის  ათასწლეული“ და „პოლ ვერლენი და სხვა ფრანგული სიმბოლისტების“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

 

 

23 წლის ნიკა კიკნაძე მაყურებელმა პროექტ “X-ფაქტორით” გაიცნო. ნიკა ბათუმელია, მისი ოცნებაა ბათუმში აკეთოს საყვარელი საქმე: „მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, ძალიან მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა. მინდა მქონდეს შესაძლებლობა აქ, ბათუმში, დავკავდე მუსიკით იმ დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი,“ – ამბობს ნიკა.

გრაფიტი აბაშიძის ქუჩაზე – ფესტივალის მესამე დღე

 

მესამე დღეა ბათუმში „სტრიტ არტის“ ფესტვალი მიმდნარეობს. ფესტივალის ფარგლებში 24 მხატვარი ბათუმის  სხვა და სხვა  უბანში კედლებს ხატავს. ფესტივალის ორგანიზატორია  არტ სტუდია DOTCOMMA. 

 
 

მოსწავლეების აქცია საპატრულო პოლიციასთან ერთად

 

 

დღეს ბათუმში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებმა კამპანიის –  „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ – ფარგლებში, რუსთაველისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად  საინფორმაციო სტიკერები დაარიგეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქუჩის მოძრაობის დარეგულირებაში მიიღეს მონაწილეობა.

რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში აშშ-ს საკონსულოს მემორიალური დაფა გახსნა

 

 ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #7-ში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს მემორიალური დაფა გაიხსნა. 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმის საზღვაო აკადემიის, საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ და  ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, სასწავლებლების სხვა სტუდენტებთან ერთად ეს დღე ბათუმის ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს.  

„ჩვენ უნდა შევცვალოთ“

 

 

მე ვარ 19 წლის ირმა, საქართველოს რიგითი მოქალაქე. დავიბადე ხულოს რაიონში,  სოფელ დიდაჭარაში, პატარა, მუსლიმანურ ოჯახში. დედას სკოლა არ აქვს დამთავრებული, მაგრამ ის ყველაზე ინტელექტუალური და ჭკვიანი ქალია ჩემთვის. ბავშვობაში სულ მიყვებოდა ისტორიებს ქართველ მეფეებზე, დიდ ადამიანებზე, მეფეებიდან განსაკუთრებით დემეტრე თავდადებული უყვარდა, ამბობდა თქვენი გვარი – დიმიტრაძე იქიდან მოდისო… ეს მითი ალბათ ჩემ გასახარებლად.

რას განიხილავენ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

 

ხვალ, 26 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.   

არაადაპტირებულია – დაწესებულებები პანდუსების გარეშე

 

ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ „ფეისბუქზე” იმ საჯარო დაწესებულებების/შენობების ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესვლა დახმარების გარეშე შეუძლებელია. 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

 

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტები აღლუმს გამართავენ. საზღვაო სატრანსპორტოს სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია. 

 

მეზღვაურთა  დღე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციის შესაბამისად 2011 წლიდან აღინიშნება. 

ქუჩის ბიბლიოთეკა ქედაში

 

ოსკარ უალდი, სტივენ კინგი, ანტონ ჩეხოვი, პროსპერ მერიმე – ეს იმ მწერლებისა მცირე ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების გაცნობა დაბა ქედის მოსახლეობას  დღეიდან ცხრა აპრილისა და თავისუფლების პარკში,  ღია ცის ქვეშ შეეძლებათ. 

Exit mobile version