ბათუმში 30 მაისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთება დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოების ბოლო ეტაპი ლეონიძის ქ. #2-ში მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა. სულ 60 სახლი შეკეთდა.
საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების აღდგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 400 000-მდე ლარი დაიხარჯა.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.