Batumelebi | რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა – Batumelebi
RU | GE  

რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა

 

 

 

 მარტივად ციფრულ მაუწყებლობაზე – ამ სახელწოდების ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის რადისონში. ბლოგ ჯეოდიგითალ – ტივის ორგანიზებით გამოცემულ წიგნში    საუბარია იმაზე  რა არის ციფრული მაუწყებლობა, როგორ შევარჩიოთ უკეთესი გამოსახულების მისაღებად ტელევიზორი და სატელევიზიო სიგნალი. 

 

შეხვედრას ჟურნალისტები, ტელევიზიების ხელმძღვანელები და საზოგადოებასთან ურთიერათობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 2015 წლიდან ის ტელევიზიები, რომლებიც დეციმეტრული და მეტრული დიაპაზონით მაუწყებლობენ ვალდებული იქნებიან გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე, ციფრული სიგნალის მისაღებად კი მომხმარებელს, რომელსაც ძველი თაობის ტელევიზორი აქვს, სპეციალური მიმღების ყიდვა მოუწევს, რაც ახალი თაობის ტელევიზორის მესაკუთრეებს არ ეხებათ, ასევე არც იმ მომხმარებლებს, რომლებიც სიგნალს სატელიტური ანტენებით იღებენ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"