Batumelebi | საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ცენტრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ცენტრის დასახმარებლად – Batumelebi
RU | GE  

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვთა ცენტრის დასახმარებლად

 

დღეს, ქობულეთში,  “ჯორჯიან პალასში” 19 საათზე საქველმოქმედო საღამო გაიმართება. შემოსული თანხა კი ფოთის ბავშვთა დღის ცენტრის  აღსაზრდელებს მოხმარდება. საღამოს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ  “ბილივის” ორგანიზებით გაიმართება.  

 

ხელოვანები, ცნობილი მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი და ახალგაზრდა პიანისტი თამუნა ბაბილუა ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრის დასახმარებლად გაერთიანდნენ.  მათთან ერთად, საღამოში მონაწილეობას, ცნობილი მხატვრები, მუსიკოსები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.

 

,,ეს არის ჩვენი პირველი ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია, ძალიან ბევრ ადამიანმა, ორგანიზაციებმა, კერძო კომპანიებმა გაიგონ, რომ არსებობს ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. საღამო საშუალებას მისცემს ადამიანებს, გაეცნონ აღნიშნულ პრობლემას. ორგანიზაციის მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში,” – განაცხადა საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დათო ჭოჭუამ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"