ნეტგაზეთი • RU

ბათუმს ვერონას დელეგაცია სტუმრობს

 

იტალიის ქალაქ ვერონას მუნიციპალიტეტის დელეგაციას   დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა  და საკრებულოს წევრებმა უმასპინძლეს.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობასა და  ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო, ირაკლი ჩავლეიშვილმა სტუმრები აგვისტოს ბოლოს „ბათუმობის“ დღესასწაულზე მოიწვია და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვერონას დელეგაცია ბათუმს საქველმოქმედო მისიით სტუმრობს, მათ უკვე მოინახულეს რამდენიმე სოციალური სახლი და მოხუცებულთა პანსიონი.

ვერონას ბათუმი 2010 წელს დაუმეგობრდა.   მემორანდუმი ორ ქალაქს შორის  ეკონომიკურ,  კულტურულ–საგანმანათლებლო  და ტურისტულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"