ბათუმში ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E – ში სტრიტ არტ ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალში 24 არტისტი მონაწილეობს. 18 საფრანგეთიდან და 6 საქართველოდან. ფესტივალის ორგანიზატორია არტ სტუდია DOTCOMMA.
სტრიტ არტ ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 10 კედელი მოიხატება. კედლები ქალაქის სხვადასხვა უბნებშია შერჩეული. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ექნებათ ხატვის პროცესს თვალყური ადევნონ.
ფოტოები: მანანა ქველიაშვილი