როგორ ამოიცნობა ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში ანუ ჰიპოვიტამინოზი და როგორ შევივსოთ ეს დანაკლისი? ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს” ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.
ბათუმელები
როგორ ამოიცნობა ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში ანუ ჰიპოვიტამინოზი და როგორ შევივსოთ ეს დანაკლისი? ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს” ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.
დღეს ბათუმში პროკლამაციები გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს ორშაბათს, ხუთ საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აქცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის მიყიდვის შესაძლებლობას აპროტესტებს.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 39 წლის ტარიელ ებრალიძე, შუახევის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. პროფესიით არქეოლოგი და ისტორიკოსი ტარიელ ებრალიძე 19 წლის მანძილზე საველე არქეოლოგიურ ექსპედიციას ეწეოდა, ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტის გახსნის დღიდან კი უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორია.
რის გაკეთებას გეგმავს ტარიელ ებრალიძე შუახევში – არჩეული გამგებელის “ბათუმელების” კითხვებს პასუხობს.
ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” სულ ახალი ბესტსელერია, რომელიც ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული. ქართული თარგმანიც მალე გამოჩნდა. არაერთგვაროვანი რევიუების გამო წიგნის მიმართ ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. არასერიოზული, თინეიჯერული სასიყვარულო ამბის მოლოდინი კი, საბედნიეროდ, არ გამართლდა.
ავტოშეჯიბრებებში მონაწილე ავტომობილი: ვაზ-2107
შეჯიბრების სახეობა: ავტორალი, წრიული რბოლა, წყვილთა რბოლა, აღმართის ჩქაროსნული დაძლევა
გამოშვების წელი: 2002
ძრავი: 140 ცხენის ძალა
გაპაექრება: BMW-თან, HONDA-თან, SUBARU-თან
ავტომობილის საჭესთან: ნუკრი ჯანგველაძე
დეველოპერს, რომელიც ბარაკული დასახლების ათვისებით დაინტერესდება, მთავრობა ფინანსურ თავდებობას, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების მოპოვებისას კი, გამარტივებულ პირობებს ჰპირდება. ეს პირობები ე.წ. K1-K2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითვალისწინებს, რაც პროექტის სიმაღლეში გაზრდას გულისხმობს. ბათუმის მთავარი არქიტექტორი შიდა რეგულაციების დარღვევას გამორიცხავს. ბარაკებში მცხოვრებლები ახალ პროექტს ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა მაინც ელოდებიან.
ბათუმის მერია პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2014 წლის 5 ივლისს, 13:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“ ნეონატოლოგთა ასოციაციის რესპუბლიკური კონფერენცია გაიხსნება.
დღეს, ბათუმში მუნიციპალური პროგრამის – “სტუდენტური დასაქმების” პირველი ეტაპი დაიწყო. პროგრამაში უმაღლესი სასწავლებლების სამასამდე სტუდენტი მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმდებიან.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში მცხოვრებ ზექიე დავითაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1 000 ლარი გადეცა.
სულ ახლახან სთრით არტ ფესტივალის ფარგლებში მოხატული კედლები წარწერებითა და ფიგურებით დაამახინჯეს.
ბათუმის სხვადასხვა უბანში ნახატების შექმნაზე, 24 ფრანგი და ქართველი მხატვარი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 7 სასტუმროს დროებითი მფლობელები დააკავეს.
107 წლის ემილე შარაძეს ორი შვილი, რვა შვილთაშვილი და თხუთმეტი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. საკუთარი ქორიწნების გახსენებისას ამბობს რომ ოჯახის შექმნის ტრადიცია ძველად კარგი არ იყო. გათხოვებამდე ქალი საქმროს არ იცნობდა. მან საკუთარი მეუღლე ქორწილიდან მეორე დღეს გაიცნო.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეების მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოთხრობილია ქორწინების უძველესი ტრადიციების შესახებ. შეიმჩნევა თუ არა ტრადიციების გავლენა თანამედროვე წყვილების ურთიერთობაში ნახეთ სიუჟეტში.
ბათუმში, ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მშენებარე კორპუსის ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა.
როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები ექმნებათ ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ? როგორ ხდება მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია?
რა უნდა გააკეთოს და რას აკეთებს სახელმწიფო მათთვის?
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების დოქტორის ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. სერტიფიკატები ლექციის მონაწილეებს აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ გადასცა.
თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ფასი იცვლება. შეცვლილ ტარიფებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
მოქალაქე მამუკა მახარაძე, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ის აჭარის უმაღლესის საბჭოს დეპუტატის ძმა „ხანჯლით დაჭრა“, დღეს ამბობს, რომ ქედის საავადმყოფოს ექიმი ფრიდონ სირაბიძე არ აძლევს მისი საავადმყოფოში მიყვანის დროს გადაღებულ რენტგენის ფირს, რომელზეც ჭრილობის ზომა უნდა იყოს აღბეჭდილი. მამუკა მახარაძე ქედაში ცხოვრობს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="514" >
შაბათს, 5 ივლისს ბეშუმში საკურორტო სეზონი იხსნება. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს კურორტზე სეზონის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი ბეშუმში მყოფები ამბულატორიული და სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უწყვეტად ისარგებლებენ.
გასულ კვირას „ბათუმელებმა“ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრების ბიოგრაფიული და ქონებრივი მონაცემები შეისწავლა. ცესკოს მონაცემებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 17 წევრი ეყოლება. მათ შორის რამდენიმეს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრების სავარაუდო თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
დღეს, 2 ივლისს, ბათუმის მერობის კანდიდატმა გია დიასამიძემ ბირიფინგი გამართა. მისი თქმით, მას „გონივრული ეჭვი“ აქვს, რომ ქალაქის თვითმმართველობაში, ტესტირების შემდეგ, პოლიტიკური აქტივისტები დასაქმდებიან და ძველ კადრებს გაათავისუფლებენ, რაც, მისი თქმით, დანაშაული იქნება ქალაქის წინაშე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატის, სილოვან ბერიძის შტაბის წევრი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მამუკა მახარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ბარამიძის ძმამ, ბაქარ ბარამიძემ ორი დღის წინ დაჭრა. თავად ბაქარ ბარამიძეც დეპუტატი იქნება ახალი მოწვევის ქედის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. შს სამინისტროში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ.
21-27 ივნისს, ერთი კვირის განმავლობაში, 18 ფრანგი და 6 ქართველი არტისტი ბათუმის ქუჩებში კედლებს ხატავდნენ. ფესტივალის შემდეგ ბათუმში მოხატული კედლები, კრეატიული ნამუშევრები და ახალი ტურისტული მარშრუტი – „სტრიტ არტ ტური“ დარჩა.
დღეს დემოკრატიური ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“, კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგინა.
38 წლის პატიმრის, იმედა სურმანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამართალდამცავ ორგანოებს პატიმრის საქმის ხელახლა შესწავლას სთხოვენ. დღეს ამ მოთხოვნით მათ აქცია გამართეს პოლიციის სამმართველოსა და იუსტიციის სახლთან.
კომუნიკაბელურობა, უცხო ენების ცოდნა, კარგი თხრობის უნარი და ღიმილი – ეს ის თვისებებია, რაც კარგ გიდს აუცილებლად უნდა გააჩნდეს. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ გიდად მუშაობა დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს, ხოლო თუ კი გიდი თავის პროფესიას უფრო სერიოზულად მიუდგება – მთავარიც. რა გზა უნდა გაიაროს გიდობის მსურველმა, რომ დასაქმება შეძლოს? – „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.
მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, ბრაკონიერობის საფრთხე მაინც დიდია. საქართველოში ხშირად მურა დათვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნების ეზოებში გვხვდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა არსებობს თუ არა ხედვა ან გეგმა, როგორ უნდა დააბრუნონ დატყვევებული ცხოველები გარემოში. ამ საკითხის მოგვარება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობაშია.
<!** Image 1 align="left" alt="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" sub="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" width="300" height="512" >
ბათუმში „ჟილინის არხის“ კაპიტალური რეკონსტრუქცია 2016 წლამდე უნდა დასრულდეს. რადგან არხი მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარიის ძირითად კერას წარმოადგენს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დახურული სისტემით შეცვლის შესახებ. ამ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონ 323 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
<!** Image 1 align="left" alt="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" sub="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" width="300" height="576" >
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ყოფილი უფროსი, ნუგზარ კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს და რომელიც საკუთარ თავს მურმან დუმბაძის ჯგუფის წევრს უწოდებს, აჭარის მთავრობას ბიზნესმენების ზეწოლასა და ინვესტიციის შემოსვლის ხელშეშლაში, ასევე ზოგიერთი კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს. ნუგზარ კეკელიძე კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს. ნუგზარ კეკელიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ, ბეშუმში გეგმავენ წასვლას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მოსამართლე დაინიშნა – ლაშა თავართქილაძე. ის დაიბადა 1980 წლის 25 აგვისტოს ხულოს რაიონში. 1997 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩილინგარაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოს მასშტაბით სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა სულ 353 პირის მიმართ, მათ შორის აჭარაში 24 პირის მიმართ;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ პროტესტის ნიშნად მოქალაქემ პირი ამოიკერა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის 103-ე საარჩევნო უბანზე, მეორე ტურში გაიმარჯვა. თუმცა, საკრებულოში თავიანტი კანდიდატის გაყვანა მაინც ვერ შეძლო, რადგან მათ ოლქის 11 უბნიდან, მხოლოდ ერთ უბანზე შეძლეს საკმარისი ხმების დაგროვება.
„მე აქ ვიყავი“, „მიყვარხარ“, „გიო+თიკო“… – მსგავს წარწერებს თითქმის ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კედლებზე შეხვდებით. წარწერები, ბასრი საგნებით ამოკვეთილი ნახატები და სხვადასხვა დეტალები შეგხვდებათ ვარძიის, დავით-გარეჯისა თუ სხვა ეროვნულ ღირსშესანიშნაობებზე. ბოთლები, საკვების ნარჩენები და ძეგლის ირგვლივ დანაგვიანებული გარემოც არ არის იშვიათობა. როგორია ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ქართველების მგრძნობელობა და რამდენად სტერეოტიპულია დამოკიდებულება, რომ ქართველებს ისტორია განსაკუთრებულად გვიყვარს და პატივს ვცემთ?
რამდენად საშიშია, როცა ზედა – სისტოლური და ქვედა – დიასტოლური წნევის მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას? ამ თემაზე „ბათუმელებს“ მედიცინის დოქტორი თინა აბესაძე ესაუბრა.