ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება

 

21 ივნისს ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი იხსნება. ფესტივალის გახსნა 7 საათისთვის ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E – შია  დაგეგმილი. 

ჯაბა ანანიძე პროკურატურაში დაიბარეს

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს 4 საათზე პროკურატურაშია დაბარებული. როგორც ჟურნალისტი ამბობს მისი პროკურატურაში დაბარება 9 ივნისს შეტანილ განცხადებას ეხება. 

უმაღლესმა საბჭომ მედეა ვასაძის გადაყენების საკითხი არ განიხილა

 

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი არ განიხილეს. ინიციატივით, ჩაესვათ დღის წესრიგში მედეა ვასაძის გადაყენების საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. კეჭისყრის შედეგად უმაღლესი საბჭოს ათმა დეპუტატმა საკითხის განხილვას მხარი არ დაუჭირა, 7 მომხრე იყო, ერთმა დეპუტატმა – დავით ბაციკაძემ კი, თავი შეიკავა. 

მედეა ვასაძის ღია წერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძე ღია წერილით მიმართავს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. 10 გვერდიან ტექსტს შემოკლებით გთავაზობთ. 

გოგონების ამბოხი – “ბათუმელების” არქივიდან

 

“18 წლის ვარ და ხომ შეიძლება საკუთარი თავი გამოვცადო?” “აქ ყველა დღე ერთნაერია…” 18 და 16 წლის გოგონები ამბობენ, რომ მოსწყინდათ სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება და ჩარჩოების გარღვევის სურვილმა სახლიდან გაქცევისაკენ უბიძგათ.”ეს მოზარდების პროტესტია – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, – “მიზანი თავისუფლება იყო…” 


დეტალები ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ

 

ხელვაჩურის მუნციპალიტეტში, სოფელ ახალშენში მცხოვრები დაკარგული ბიჭის მამა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 16 ივნისის გაუჩინარდა. მისივე ინფორმაციით, ის თურქეთში  სამუშაოდ იყო წასული და საქართველოს საზღვარი 16 ივნისს გადმოკვეთა.

ქედაში 16 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

 

ქედის  N80 საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის,  ვლადიმერ თებიძის მიერ N29 უბანზე დაწერილი საჩივარი განიხილა, რომელიც კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ განხორციელებულ უკანონო შესწორებას ეხებოდა და აღნიშნული უბნის თავმჯდომარის,  ანზორ გოგიტიძის და მდივნის, მანანა ბასილაძის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედეგენასა და მათ წინანაშე დისციპლინარული ზომების გატარებას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აჭარაში 20 წლის ბიჭი დაიკარგა

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, ხელვაჩურის მუნციპალიტეტში, სოფელ ახალშენში მცხოვრებ 20 წლის ბიჭი დაიკარგა.  ფაქტს ადასტურებს შს სამინისტროც. 

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის სტატისტიკა

 

 იმის გამო, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა “ბათუმელებს” საჯარო ინფორმაცია არასრულყოფილად მოაწოდა, რედაქციამ საჩივრით მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა.  

განახლებული „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებებს იწყებს

 

ქობულეთის საფეხბურთო კლუბის „შუქურას“ ფეხბურთელები ორკვირიან საწვრთნო შეკრებებისთვის ქობულეთში,  ცენტრალურ სტადიონთან ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდებიან. სასტუმროში დაბინავებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე „შუქურამ” ტენდერი გამოაცხადა.

პოლიციელის დაჭრისთვის ბრალდებულის ოჯახი პროკურატურას ადანაშაულებს

 

 

ქობულეთში მცხოვრებმა იმნაძეების ოჯახმა ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი, არჩილ იმნაძე უდანაშაულოდ იმყოფება ციხეში.

აჭარაში არჩევნებზე უფრო მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ქალი

 

ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უბანზე მისული ამომრჩეველი ქალების რაოდენობამ გადააჭარბა კაცების რაოდენობას.  არჩევნებში სულ 1 485 372 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 50,2 პროცენტი ქალია.  

ითხოვე პატიება

 

ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ჯაბას ფილმში, რის გამოც მას დეპუტატი მედეა ვასაძე თავს დაესახა, ჩემი კომენტარიც არის ჩასმული – ვამბობ, რომ უმაღლესი საბჭოდან უკანონოდ გამათავისუფლეს. ფილმის გასვლის შემდეგ მედეა ვასაძემ „ტვ 4“-ის ეთერში ტყუილი თქვა, თითქოს მე სამსახურიდან იმისთვის გამიშვეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამომეწურა. სინამდვილეში სამთვიანი ხელშეკრულება უმაღლესმა საბჭომ გამიფორმა 2013 წლის 4 იანვარს და მოწვეულ სპეციალისტად მუშაობის უფლება მქონდა 31 მარტამდე. სამსახურიდან კი, რამაზ ბოლქვაძის ბრძანებით, 18 თებერვალს გამაგდეს. მიზეზი მითხრა კიდეც დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა: „ჩვენი წინააღმდეგი ხარ“.

კომისიის წევრებს დამკვირვებლის შეურაცხყოფისთვის ხელფასი დაუქვითეს [ვიდეო]

 

ბათუმის ოლქის #61-ე უბანზე კომისიის ორი წევრი, ხატია ფაღავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან) და ნინო მჟავანაძე (ოლქის მიერ არჩეული) სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს. 

როგორი იყო ბათუმის საკრებულოს ოთხი წელი

 

ამ წუთებში ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს სხდომა იმართება. როგორ იმუშავა წინა საკრებულომ, რა იყო მისი სუსტი და ძლიერი მხარე? „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა საკრებულოს მუშაობას თითქმის ყოველდღე აკვირდებოდა. შესაბამისად, მისი მუშაობის შეფასებაც „ბათუმელებმა“ მას სთხოვა.  

34-ე უბნის შედეგები გაბათილდა

 

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის საჩივარი და 34-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად სცნო. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სამი უბნის გაბათილებას მოითხოვს

 

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #37, #76, #91 საარჩევნო უბნის გაბათილების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. 

საია 103-ე უბანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 103-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ოლქი გადათვლის და უბანის შედგები არ გაბათილდება. ამ უბანზე დაფიქსირებული ხმების ოდენობას ბათუმი ოლქი ხელახლა გადათვლის.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოლქის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. 

დისციპლინარული სასჯელი 103-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს

 

ბათუმის საარჩევნო ოლქმა ბათუმის 103-ე უბნის კომისიის თავმჯომარეს და კომისიის 4 წევრს დისციპლინარული სასჯელი დააკისრა. 

ქობულეთის საოლქო კომისია შორტებში ჩაცმული ამომრჩევლის უბნიდან გაძევებას განიხილავს

 

ამ წუთებში ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია იმ საჩივარს განიხილავს, რომელიც ქობულეთის #63 საარჩევნო უბანზე დაიწერა საიას დამკვირვებლის მიერ, საჩივრის მიზეზი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც შორტებში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს ხმის მიცემის საშუალება არ მისცა, რადგან, მისი თქმით, ამომრჩეველი „შეუფერებლად“ იყო ჩაცმული.  

Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

 

მორიგი ლონდონური დილა გათენდა. არაფრით გამორჩეული. როგორც ყოველთვის მოღრუბლულია, შიგადაშიგ ცრის და ლოგინიდან ადგომა ხომ ისეც ჭირის დღესავით მეზარება. მერამდენე დღეა ტვინს ვიჭყლეტ, თუ რაზე დავწერო სტატია, არადა იმდენი რამ ხდება და მაღელვებს, წესით, კაცს საქმე ასარჩევად უნდა გქონდეს. თავში არაფერი მომდის, ამიტომ როგორც თანამედროვე ადამიანს შეეფერება, ინსპირაციის წყაროს პოვნას ისევ „ფეისბუქსიახლეებისთვის“ თვალის გადავლებით ვცდილობ. შედეგიც არ აყოვნებს და ერთ-ერთი მეგობრის საინტერესო სტატუსს ვკითხულობ: 

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

 

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტიკური პარტია „რეფორმატორები“-ს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით 3 პირი: 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კონსტანტინე ს, 1989 წელს დაბადებული იური ხ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ. დააკავეს – ინფორმაციას შსს პრესსამსახური ავრცელებს. 

დემოკრატიის ინსტიტუტი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმებას ითხოვს

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“ გაუქმებას მოითხოვს. 

„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ – ამბავი 30-ე უბნიდან

 

„ვინ ხარ შენ მართლა, რა დღეში ხარ“, „პოემას წერ?“ „დარბის ჭიაყელასავით“, „ვისი გაზრდილი ხარ, სად ხარ გაზრდილი?“ „პოლი ხომ არ გაქვს მოკრასკული, სახლში წასვლა არ გინდა?“, „გაჩერდი ნუ ხმაურობ, ხელი გვეშლება“ „ასე არ შეიძლება, მომავალი წინ გაქვს“- ამ და სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ძირითადად „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის მიმართ აკეთებდნენ. კომისიის წევრებთან ხმამაღალი საუბარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც მოუწია. კომისიის თავმჯდომარე ამ ორი ორგანიზაციის სხვა დამკვირვებლებით ჩანაცვლებას, ბათუმის #79-ე ოლქის თავმჯდომარისგან ითხოვდა.

კამათი ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

 

ბათუმის #3 საარჩევნო უბანი რვა საათზე დაიხურა. სარეგისტრაციო პროცედურების დაცვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა ხმაურიანად დაიწყო, შელაპარაკება უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მერაბ ცინცაძესა და “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელ დავით მიქაძეს შორის მოხდა. 

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა და ვიდეოგადაღება შეუზღუდეს [ვიდეო]

 

ხულოში, სოფელ საციხურის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძე არ მისცა საარჩევნო პროცესის გადაღების უფლება.  

ბათუმის მერობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 15 ივნისის 10 საათისთვის „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერობის თითქმის ყველა კანდიდატს.  

არჩევნები აჭარაში – არასამთავრობო სექტორის შეფასება

 

როგორ აფასებენ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აჭარაში წლების მანძილზე აკვირდებიან? „ბათუმელებმა“ მათ არჩევნების შეფასება 15 ივნისს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სთხოვა.

ქართული ოცნების მაჟორიტარები ბათუმის საკრებულოში

 

„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში პროპორციული სიით შვიდი მანდატი მოიპოვა. სიის მიხედვით საკრებულოში შემდეგი კანდიდატები შევლენ:   

ვინ რამდენი მანდატით შედის ბათუმის საკრებულოში

 

 

პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 42,5 პროცენტით, ანუ შვიდი მანდატით იქნება წარმოდგენილი, სულ (19590 ხმა); „ნაციონალური მოძრაობას“ სამი მანდატი ექნება (8643 ხმა),  „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ორი მანდატის მოპოვება შეძლო (4548 ხმა). 

საჩივრები ბათუმის ოლქში

 

არჩევნების დღეს, გუშინ  ბათუმის # 79 საარჩევნო ოლქში სულ თოთხმეტი საჩივარი დაფიქსირდა, მათ შორის თერთმეტი საჩივრით ოლქს „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა, სამი საჩივარი კი  „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა დაწერეს.  ამ მონაცემებში არ შედის ის საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში დაწერეს. 

103-ე საარჩევნო უბანი გაბათილდება

 

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმის მეხუთე ოლქში  არჩევნები ხელმეორედ ჩატარდება, რადგან უბანზე შედეგები ვერ დაჯამდა.  მეორე ტური 29 ივნისს უნდა გაიმართოს.

 

 

ამ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ყურაშვილი 600 ხმით ლიდერობს.  

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქედის მუნიციპალიტეტში

 

ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით,  გამგებლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით დუმბაძე დაიკავებს. მან არჩევნებზე ხმების 52-ი პროცენტი მიიღო.  ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ზურაბ ავალიანმა კი  ხმების 22,64 პროცენტი მიიღო. 

ხულოში მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და პატრიოტთა ალიანსს შორის გაიმართება

 

ხულოს 8-ე4 ოლქის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით მეორე ტური იქნება ხულოს მუნიციპალიტეტშიც. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ამ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მოქმედი გამგებელი ბესიკ ბუაჩიძე (49,7%) და „თარხან მოურავი პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე (31,7%) იბრძოლებენ.

 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ოთარ შაინიძეს ხულოში მან ხმების 10,87% მიიღო.

Exit mobile version