ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ომარ ვარშანიძის ინფორმაცით ხელვაჩაურში პირველადი შედეგები „დაახლოებითი მონაცემები“ ასეთია:
ბათუმელები
ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ომარ ვარშანიძის ინფორმაცით ხელვაჩაურში პირველადი შედეგები „დაახლოებითი მონაცემები“ ასეთია:
ბათუმის 79-ე ოლქის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.
ბათუმში “ქართული ოცნების” შტაბთან გიორგი ერმაკოვის გამარჯვებას აღნიშნავენ.
ამ წუთებში ბათუმში, ქართული ოცნების შტაბთან ეგზიტპოლის შედეგებს ელოდებიან. ოფისთან უკვე გაშლილია სუფრა.
გიორგი ერმაკოვი (“ქართული ოცნება”) – 42, 6%,
გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 14, 7%,
შეგახსენებთ, ეს არის რუსთავი 2-ის ეგზითპოლის შედეგები 18 საათის მონაცემებით.
„სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ წარმომადგენლებმა დღეს ვიდეო გაავრცელეს, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უფლებადამცველი თენგიზ ბაკურიძე გონიოს მოსახლეობას კამერების გარეშე შეხვდნენ.
„სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ ბათუმის ოფისში საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დღის განმავლობაში არჩევნებზე მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევათა სიას ავრცელებს. ისინი ორი გადასატანი ყუთის გაბათილებას მოითხოვენ და მოუწოდებენ მათ მომხრეებს, დაიცვან საკუთარი ხმები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ვიდეოკამერებით იღებს. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს 40 კამერით აკვირდება.
ბათუმში, რამდენიმე საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიურობენ.
30-ე საარჩევნო უბანი მე-6 და 52-ე საარჩევნო უბნები 68-ე საარჩევნო უბანი
ბათუმის 106-ე უბანი ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც დღეს მუშაობას დაასრულებს. ამ უბანზე სამხედრო მოსამსახურეები აძლევენ ხმას.
ქობულეთის #63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც მოკლე შორტები ეცვა, უბანზე არ შეუშვეს. აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა.
<!** Image 1 align="left" width="400" height="480" >ქედის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდ, #1 საარჩევნო უბანზე 1342 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 1292 – ერთიან სიაში, სპეცსიაში – 26, გადასატანი ყუთის სიაში – 24.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქს მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს. batumelebi.ge მოგაწვდით ინფორმაციას აჭარაში მიმდნარე არჩევნების შესახებ.
დეპუტატ მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაწყებული სკანდალის შემდეგ სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ დეპუტატები ჯაბა ანანიძის დისკრედიტაციას. მაგალითად, დეპუტატი გია მასალკინი აცხადებს, რომ ჯაბა ანანიძეს ტვ 25-ის ეთერში ფილმი „უმაღლესი კომფორტით“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არ უნდა გაეშვა. „ეს ფილმი გააშვებინეს ეთერში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვინც მისცა მათ მილიონი ლარი“, – განაცხადა ტვ 4-ის პირდაპირ ეთერში გია მასალკინმა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ“? მასალკინმა უპასუხა: „მე მაქვს გონივრული ეჭვი“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს კოალიცია ქართული ოცნებას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი.
ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმის ეთერში გაშვებას არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საეჭვოდ მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი: „ეს ფილმი გააშვებინეს ეთერში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვინც მისცა მათ მილიონი ლარი“-განაცხადა ტვ4-ის პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია მასალკინმა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ“? მასალკინმა უპასუხა: „მე მაქვს გონივრული ეჭვი“.
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეებმა მოამზადეს სიუჟეტი თემაზე როგორია წინასაარჩევნო გარემო.
ბათუმის სკოლებს შორის გამართულ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ჩემპიონატში პირველი ადგილი ბათუმის #17 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
შეურაცხმყოფელი კონტენტის მქონე ფეისბუქ გვერდის გამო, პოლიციამ ჯაბა ანანიძე დაკითხა. ამ წუთებში კი პოლიციაში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე და ტვ 25-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე იმყოფებიან.
საქართველოს მთავრობამ ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. მთავრობის შესაბმის დადგენილებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხელი ორი დღის წინ მოაწერა.
დღეს, ჟურნალისტები ჯაბა ანანიძისადმი სოლიდარობის გამოსახატავად, უმაღეს საბჭოსთან შეიკრიბნენ და პროკურატურის უმოქმედობა გააპროტესტეს.
ბათუმში მსოფლიო ხალხთა ქორეოგრაფიული ფესტივალი მიმდინარეობს. მასში ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ანსამბლები მონაწილეობენ.
ამ წუთებში ჯაბა ანანიძე ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილებაში მიდის.
როგორც მან “ბათუმელებს” უთხრა პოლიციაში დასაკითხად დაიბარეს.
TV 25-მა პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა.
დღეს, 13 ივნისს, ოზურგეთში ჟურნალისტებმა სოლიდარობის მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს “ტვ-25”-ს, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს “გურია ნიუსის”,”გურიის მოამბის”, ტელეკომპანია “გურიას” და “ალიონის” ჟურნალისტებმა – ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
საქართველოში დაახლოებით 18 000 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასიც საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ დადგენილ ზღვარზე ორჯერ უფრო დაბალია.
აჭარაში საზღვაო სეზონი გაიხსნა. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ზღვა სუფთაა და ბანაობა უსაფრთხოა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გურძაულში მცხოვრები ათამდე ბავშვი ყოველ საღამოს ორ გუნდად იყოფა და ამ ფეხბურთის “სტადიონზე” თამაშობს. ადგილობრივები ამბობენ რომ ბავშვებს სხვა სტადიონი არ აქვთ.
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) მზადაა განიხილოს ერთი კომპანიის დაქვემდებარებაში აჭარის მუნიციპალიტეტების წყლის სისტემების ინტეგრაცია ბათუმის გარდა. ბანკის პოზიციამ შეაფერხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესრულება „ბათუმის წყლის“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის“ მართვაში გადაცემის შესახებ.
შპს „სანდასუფთავება“ მიმდინარე წელს 12 ათას ლარად 20 ათას შეკვრა მრავალჯერადი გამოყენების ბამბუკის ცოცხს შეიძენს. ტენდერის თანახმად, ცოცხი უნდა შედგებოდეს ბამბუკის გამომშრალი ტოტების წვერებისგან. თითოეულ კონაში უნდა შედიოდეს 70-80 სმ-ის სიგრძის 70-80 ცალი ტოტის წვერი, რომელთა დიამეტრი – ტარზე მისამაგრებელი (ტოტის გადაჭრის ადგილას) უნდა შეადგენდეს 3-5 მმ.
დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში მერია 30 ათას ლარს გადაიხდის. ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება დაწყებულია და ხვალ, 13 ივნისს დასრულდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც შპს „ბათუმის წყალი“ მართვაში უნდა გადაეცეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“. 31 მაისს ამ საკითხზე ბათუმის მერიაში შეკრებილი სამთავრობო კომისიის წევრებმა „ბათუმის წყლის“ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემდეგ ტარიფის გადახედვაზეც კი იმსჯელეს. ამ საკითხზე მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის გასაჯაროებას ითხოვენ. ბათუმის წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის 2010 წლიდან დღემდე 103,5 მილიონი ევრო გრანტისა და სესხის სახით გერმანულმა ბანკმა, ხოლო 14,5 მილიონი ევრო ბათუმის მერიამ გამოყო.
ბათუმის მერია ქალაქის ქუჩებში ვიდეოკონტროლს იწყებს. საკონტროლო ვიდეოკამერების მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული 1 ივლისს გახდება ცნობილი.
შუახევის მუნიციპალტეტის სოფელ დღვანში 11 ივნისს ორი ახალშობილი გარდაიცვალა. ტყუპები სახლში გაჩნდნენ, მას შემდეგ, რაც ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოდან ოჯახში დაბრუნდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.