სიახლეები

კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

08.12.2022 • 741
კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

ხშირად ადამიანები საკუთარ ცოდნასა და უნარებს ისეთ სამსახურში ხარჯავენ, რაც მათ თავდაპირველ მოლოდინს არ შეესაბამება. შედეგად დასაქმებულები კარგავენ დროს, რესურსს და უწევთ სამუშაო ადგილის ხშირი ცვლა, რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია კარიერის დაგეგმვა და კონსულტაციების მიღება ამ სფეროს სპეციალისტებისგან მანამ, სანამ სამსახურის ძიებას შეუდგება დასაქმების მსურველი.

საქართველოში ეს მიდგომა ახალია, თუმცა საკანონმდებლო ბაზით უკვე განსაზღვრულია, რომ განათლების ყველა ეტაპზე ახალგაზრდებს და არამხოლოდ მათ, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისზე.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ 8 დეკემბერს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები.

კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი (LINKS)“ – ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბათუმში სამუშაო შეხვედრა.

LINKS-ის წარმომადგენელი, ზურაბ სამარღანიშვილი ამბობს, რომ კარიერული კონსულტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ადრეული პერიოდიდან დაეხმაროს ადამიანებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარი კარიერის დაგეგმვის პროცესში:

„დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვინ რას ვაკეთებთ, რადგან პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ ვალდებულება, მსგავსი სერვისი მიაწოდონ თავიანთ სტუდენტებს, სკოლაში არის საკანონმდებლო ბაზით განსაზღვრული, რომ განათლების ყველა ეტაპზე უნდა მოხდეს სერვისის მიწოდება.

გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა აქტორი, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროვაიდერი, ამ კონსულტაციებს სთავაზობს მსურველებს, მაგრამ უნდა არსებობდეს კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისების მიწოდების განსაზღვრული სტანდარტი.

კარიერული კონსულტირების სერვისების აქტუალობა რამდენიმე გარემოებითაა განპირობებული. პირველ რიგში, არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასაქმების პრაქტიკის გაუმჯოებესების და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამასთანავე, ეფექტიანია იმ ტიპის სერვისები, რომლებიც არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური ხასიათისაა და წარმოადგენს უწყვეტი განათლების მნიშვნელოვან კომპონენტს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე”- ამბობს ზურაბ სამარღანიშვილი.

მისივე თქმით სისტემური ხედვის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და რიგ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხსენებული სერვისების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათლების თითოეულ საფეხურზე.

ზურაბ სამარღანიშვილი – პროგრამა LINKS-ის წარმომადგენელი (LINKS – ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი)

მისივე განმარტებით, კარიერული კონსულტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში დასაქმების პრაქტიკას აუმჯობესებს, რადგან ახალგაზრდებს სწორი მოლოდინი ექმნებათ სამუშაო ადგილებზე.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო აჭარაში LINKS-ის პროექტის ფარგლებში მომზადებული შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგის თანახმად, ბიზნესორგანიზაციების უმრავლესობა ან საქმის კურსში არ არის, ან არ თანამშრომლობს კარიერული კონსულტირების სერვისების მიმწოდებლებთან ახალი კადრების მოძიების პროცესში.

მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომით მიიჩნევს, რომ აღნიშნული სერვისების მიღება სწრაფი დასაქმების გარანტიას იძლევა.

კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი სოფიო ვასაძე.

ეს ორგანიზაცია  დასაქმების ორ პროექტს ახორციელებს გურიაში. აქვთ დასაქმების ხელშეწყობისა და სწავლების ცენტრი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში:

„კარიერული დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისს ათობით ახალგაზრდა იღებს ჩვენთან, გურიაში. მათ პირველი მოსვლიდან დასაქმებამდე რადიკალურად შეეცვალათ ხედვა მას შემდეგ, რაც ნახეს, რეალურად რა იყო მათი შესაძლებლობები, მოლოდინები და რეალობა.

ეს სერვისები უფასოა, ფინანსდება ევროკავშირის და სახელმწიფოს მიერ. თუმცა ქვეყანაში არ გვაქვს კარიერული კონსულტირების ერთიანი სტანდარტი და დღევანდელი შეხვედრაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამის გამოსაკვეთად, თუ როგორ ხორციელდება სერვისი სხვადასხვა უწყებასა და დაწესებულებაში,“ – ამბობს სოფიო ვასაძე.

სოფიო ვასაძე – ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი

8 დეკემბრის შეხვედრაზე ზურაბ სამარღანაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ არასამთავრობო სექტორისაერთაშორისო დონორიორგანიზაციების მნიშვნელოვანი მხარდაჭერითზრუნავს კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის სერვისების განვითარებაზე საქართველოში.

უშუალოდ აჭარის რეგიონში კი რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდებისთვის ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად

ზურა სამარღანიშვილის დაკვირვებით მიუხედავად იმისარომ არაერთი საჯარო და კერძო აქტორი ცდილობს ამ მიმართულების განვითარებასხშირად ჩნდება კითხვა: არის თუ არა მათი მიდგომები ერთიანი და ხომ არ იწვევს სხვადასხვა მეთოდოლოგიის სერვისის არსებობა ბენეფიციართა დაბნევას:

„მორიგი გამოწვევა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინფორმირებულობას უკავშირდებაერთი მხრივკერძო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილმა არ იცის ზემოთხსენებული სერვისების არსებობის შესახებ დაროგორც ეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგად გაირკვასაწარმოთა უმრავლესობა ახალი კადრების შერჩევისას პრაქტიკულად არ მიმართავს კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების პროვაიდერებს. მეორე მხრივრიგ შემთხვევაში მცდარია ბენეფიციარების აღქმები, მათ ხშირად ჰგონიათ, რომ ამ კონკრეტული სერვისის მიღების შედეგად ავტომატურად დასაქმდებიან” – განმარტავს პროექტ LINKS-ის წარმომადგენელი.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი“ (LINKS)  ხორციელდება „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას სამუშაო ადგილების მოძიებაში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის მეშვეობით.

კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია, ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში:  აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) .

___________________________________________________

გადაბეჭდვის წესი