მთავარი,სიახლეები

ინდონეზიაში ქორწინებამდე სექსი პატიმრობით დაისჯება

06.12.2022 • 2842
ინდონეზიაში ქორწინებამდე სექსი პატიმრობით დაისჯება

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია. კანონი ძალაში სამი წლის შემდეგ შევა და პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

ცვლილება შეიცავს  „ზნეობის“ რამდენიმე კანონს, რომლებიც დაუქორწინებელ წყვილებს ერთად ცხოვრებას უკრძალავს.

კანონი გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე ან ტურისტებზე, რომლებიც ისვენებენ ინდონეზიაში, მაგალითად, კუნძულ ბალიზე.

ასევე, კანონის ახალი ვერსიით, ინდონეზია უკანონოდ მიიჩნევს რელიგიის უარყოფას. ინდონეზიის 267-მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.

უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ახალი კანონმდებლობა არღვევს ქვეყანაში ქალების, ლგბტ და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.

________________

ფოტოზე: ჯაკარტა, ინდონეზია, საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 5 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/MAST IRHAM

გადაბეჭდვის წესი


ასევე: