სიახლეები

თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ძრავაში ჩიტები მოხვდნენ

08.12.2022 • 7571
თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა  – ძრავაში ჩიტები მოხვდნენ

თურქეთში, კონიის  პროვინციაში, ჩამოვარდა ე.წ. რეაქტიული აერობატიკის, საჰაერო მანევრების ჯგუფში შემავალი თვითმფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში ჩიტების მოხვედრა გახდა.

თვითმფრინავში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მან კატაპულტირება მოახერხა, თუმცა დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა.

______________

ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: