ეკომიგრანტები 13 მაისის შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს, კარვებსა და სამარშრუტო ტაქსებში. მათ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს დახმარების თხოვნით. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ არავინ არ სცემს პასუხს.
Tag Archives: საზოგადოება
ხანძარი კურორტ ბეშუმში
კურორტ ბეშუმში ხანძრის შედეგად 9 სახლი დაიწვა, ხანძრის ლოკალიზებას ხულოს, ქედის, შუახევისა და ადიგენის სახანძრო ბრიგადები ამ წუთებშიც აგრძელებენ. შემთხვევის ადგილზე პირველად ადიგენის ბრიგადა მივიდა, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე შესაბამის სამსახურებთან ერთად ექსპერტკრიმინალებიც მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადების დროულად მისვლა მწყობრიდან გამოსულმა გზამ შეაფერხა.
,,მოგეხსენებათ ცენტრალური გზა რა დღეშიც არის, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა სახანძრო მანქანების ადგილზე მისვლა. ხანძრის მაშტაბურობა სახლების სიახლოვემ განაპირობა, ხანძარი ერთი სახლიდან მეორეზე გადავიდა… ადგილზე ხუთი ბრიგადა მუშაობს, ამ ეტაპზე ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. არ ვიცით რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამის დასკვნას შესაბამისი სამსახურები დადებენ. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, წინასწარ ვერ გეტყვით როგორ მოხდება მათი დაკმაყოფილება, მაგრამ ვეცდებით მინიმალურად დავეხმაროთ, ვეცდებით მოვიძიოთ თანხა, საკრებულოსთან ერთად აღვძრათ შუამდგომლობა აჭარის მთავრობასა აღმოგვიჩინონ კანონის შესაბამისი დახმარება“, – აცხადებს გურამ ხოზრევანიძე.
ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაზიანებულან.
ბავშვთა დღე უფასო სამედიცინო გამოკვლევებით
ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები მიიღებენ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მითითებულია იმ სამედიცინო ღონისძიებების ჩამონათვალი, რითაც ბავშვები ამ დღეებში ისარგებლებენ:
„31 მაისს, 11:00 საათიდან უფასო გამოკვლევები დაიწყება „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელების უფასო გამოკვლევები.
31 მაისს, 10:00 საათიდან უფასო სამედიცინო მომსახურება განხორციელდება ბათუმის „დედათა და ბავშვთა საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“.
1 ივნისს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ: „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“.
უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ 0-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.
საქველმოქმედო აქცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ინიციატივით იმართება“.
პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა ჯერ კიდევ პლასტიურ მდგომარეობაშია. ფაქტია, 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ფუნდამენტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ინსტიტუტების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ამის ბევრი მიზეზი არსებობს,თუმცა უმთავრესი მაინც შემდეგია:
ეკომიგრანტების აქცია ბათუმის მერიასთან
დღეს ბათუმის მერიის წინ ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარკირებისთვის დაწესებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და საკვებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.
„კონტრაცეფცია და სპირალი იგივე აბორტია“ – დისკუსია აბორტის აკრძალვაზე
დღეს, 8 მაისს „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე – აბორტის აკრძალვა.
დისკუსიას ესწრებოდნენ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუმრები და აუდიტორია, სასულიერო პირები (მართლმადიდებლური ეკლესიიდან და სამუფთოდან), მედიკოსები, ფსიქოლოგები და სამართალმცოდნეები.
ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიის წინ
ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა ყოფილი ბატალიონის ტერიტორიაზე მათ მიერ ჩადგმული საცხოვრებელი ქოხების დანგრებას აპროტესტებს. ისინი პროცესის შეჩერებას და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ხელმძღვანელობა არ შეხვდებათ, მერიის შენობაში შეიჭრებიან.
<!** Image 1 align="middle" alt="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" sub="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" width="360" height="360" >
მიმართვა ირაკლი ჩავლეიშვილსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს
„მიკვირს, რომ რატომ დუმს საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში, საქართველოს მასშტაბით პროექტების დაფინანსების შესახებ, აჭარიდან არც ერთი პროექტი არ მოჰყოლია, არც ერთი კაპიკი არ არის გამოყოფილი აჭარის რეგიონზე“, – ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა.
<!** Image 1 align="left" alt="ჯუმბერ კახიძე " sub="ჯუმბერ კახიძე " width="300" height="600" >
მე უნივერსიტეტს ვირჩევ
რედაქტორის სვეტი
ჯერ რადგანაც მხოლოდ აზრი გაცხადდა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ვწერ.
არჩევანის წინაშე დგას საზოგადოება – ან უნივერსიტეტი, ან ბათუმის მერია ერთ ფანჯარაში. „ერთ ფანჯარად“ ბათუმის ბულვარში აგებული შენობა უნდათ აქციონ, რომელიც ერთხელ უკვე გაიხსნა, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
გლეხებს ჩითილების შეძენა 5,1 თეთრად შეეძლებათ
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის – “ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა” ფარგლებში მომავალი კვირიდან ჩითილების გაცემას დაიწყებს.
სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები
“-ძმებო აბა თქვენ იცით,სულით და გულით თქვენთან ვარ, იმედია კარგი სანახაობა გველის წინ. სტადიონზე შევხვდებით!“
-აბა… უკვე დროა, სკოლაში მივდივარ, თამაშის გამო ძმების წაყვანა მინდოდა საგულშემატკივროდ, მარა ისევ ძილში არიან. ისე როგორ განწყობაზე ხართ?“
„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“
გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული ასაკია, როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ეს ის დროა, როცა ადამიანი გადადის ბავშვობიდან მოზარდის ასაკში და ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. ამბობენ, რომ თინეიჯერები ხდებიან უმართავები, მოსდით კონფლიქტები მშობლებთან… რატომ ხდება ასე? ამ თემაზე ფსიქოთერაპევტ ირმა ფეიქრიშვილს ვთხოვე საუბარი.
<!** Image 1 align="left" alt="ქეთი მათითაიშვილი " sub="ქეთი მათითაიშვილი " width="300" height="512" >
„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში
„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ამ ფოტოგამოფენით დღეს ბათუმში მსოფლიო ძეგლთა დაცვვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით გამართული კვირეული დაიხურა.
მოქალაქემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში თავის დაწვა სცადა
დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სოციალურად დაუცველმა ვ. ლ საწვავი შეიტანა და თავის დაწვა სცადა. როგორც სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, ვ. ლ-ს ოჯახი სოციალურად დაუცველია და მას დროებითი საცხოვრებლიდან ასახლებენ.
<!** Image 1 align="middle" alt="ვანო ლომიასა და დავით ბალაძის შეხვედრის ამსახველი კადრების გადაღებაში, სამინისტროს თანამშრომლებმა „ბათუმელებს“ ხელი შეუშალეს" sub="ვანო ლომიასა და დავით ბალაძის შეხვედრის ამსახველი კადრების გადაღებაში, სამინისტროს თანამშრომლებმა „ბათუმელებს“ ხელი შეუშალეს" width="400" height="1944" >
უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს
აღსრულების ეროვნული ბიურომ დღეს, 16 აპრილს, 39 პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟს დაიწყო, რასაც იქ დასახლებული მოსახლეობა აპროტესტებს.
ზღვისგან მიტაცებული მილიონები
სამი კვირის წინ ექვსბალიანმა შტორმმა აჭარის სანაპირო ზოლს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. ქობულეთში, სანაპირო ზოლში, 40 მეტრი სიგრძის ჯებირი ზღვამ წაიღო. დაზიანდა ბათუმის სანაპირო ზოლიც. სტიქიამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟის 200-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. ელექტროგანათების ბოძები, ფეხით სავალი ბილიკის ნაწილი და ნარგავები ზღვამ მიიტაცა.
ციფრებში ზარალი ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თავის დროზე სანაპირო ზოლში რამდენად სწორად იყო განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იყო თუ არა დაცული მშენებლობის ნორმები და შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის წინააღმდეგ წინასწარი, შემარბილებელი ღონისძიებების გატარება.
სტუდენტური არჩევნების ქრონიკა
<!** Image 2 align="" alt="ქეთი ლაბაძე" sub="ქეთი ლაბაძე" width="180" height="868" >
წინა საარჩევნო პროცესი
შვიდი თვეა ველოდები თვითმმართველობის არჩევნებს. თავიდან აჟიტირებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ რაღაც კარგისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ბოლო დროს მომხდარმა ფაქტებმა ილუზიები დამიმსხვრია. თუმცა შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა, ასეთი კონკურენცია ბსუ-ს არ ახსოვს, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილი ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ციფრი ერთ კვირაში უფრო გაიზრდება), როცა აქამდე ერთკანდიდატიანი არჩევნები ტარდებოდა, ერთი გუნდი იკავებდა ყველა მანდატს, თუ განსხვავებული აზრი მოხვდებოდა თვითმმართველობაში, ის ისე უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ტოვებდა თვითმმართველობას, აქაოდა არც ყოფილაო.
“ჰუმანა ჯორჯია” სოციალურად დაუცველ ერთწლამდე ბავშვებს გამოკვებავს
„აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტომ“ და „ჰუმანა ჯორჯიამ“ დღეს ერთობლივ საქველმოქმედო აქციას გამართეს.
საქველმოქმედო ღონისძიებით ჰუმანას წარმომადგენელობა საქართველოში “ჰუმანა ჯორჯია” ეხმიანება აქციას “ყველა ბავშვი ყველას ბავშვია” და აჭარაში მცხოვრებ უმწეო ოჯახების პატარებისთვის „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ გადასცა ბავშვთა კვების პროდუქტებ, რომლებიც დღესვე მუნიციპალიტეტებში გადაიგზავნება.
პროდუქტების სიაში შედის 210 ყუთი რძე, 110 ყუთი ფაფა და 230 ქილა ბოსტნეულისა და ხილის პიურე და მზა სადილი.
ამასთან, “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობა ვალდებულებას იღებს, რეგიონის უმწეო ოჯახების 7 ახალშობილი, დაბადებიდან 1 წლის ასაკამდე უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის ბავშვთა კვების პროდუქტებით. ისინი ასევე თავის თავზე იღებენ ზევით ჩამოთვლილი კვების პროდუქტების ტრანსპორტირებას აჭარაში.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების პროცესის დასულების შემდეგ, დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შენგელიების ოჯახს ეწვევიან, სადაც სამი ტყუპი ცხოვრობს და მათ 1 წლის განმავლობაში კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ „ჰუმანა ჯორჯია“-ს გადაწყვეტილებას აცნობებენ.
რაც შეეხება ბენეფიციარებს, ისინი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის მითითებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მონაცემთა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოქალაქეთა სიიდან, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მონაცემების გათვალისწინებით შეარჩიეს.
საქველმოქმედო აქცია „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის და შპს “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა და მას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დარღვევები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ბათუმის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს გადასცემს
სპარტაკ ანთაძისა და მარინე ქილიფთარის ოჯახი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 124 კვმ ფართს მიიღებს. ოჯახს ქალაქის თვითმმართველობა დამატებით 30 875 ლარს სარემონტო სამუშაოებისათვის გამოუყოფს.
`ბავშვური’ თუ საარჩევნო თამაშები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში
11 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერისტეტში სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის კარები აჭედა. მათ ასე გამოუცხადეს უნდობლობა კომისიას და უნივერსიტეტში 9 აპრილს მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს.
ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივითა და NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში „პრესკაფეში“ ჩატარდა დებატები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დისკუსიის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე: presscafe.ge
<!** Image 1 align="left" alt=" გულო თურმანიძე, გოჩა სურგულაძე, ლევან დუაძე და დისკუსიის მოდერატორი ლელა ფაღავა" sub=" გულო თურმანიძე, გოჩა სურგულაძე, ლევან დუაძე და დისკუსიის მოდერატორი ლელა ფაღავა" width="400" height="510" >
რას აირჩევს სოფელი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. 50- მილიონიანი ფონდიდან მაღალმთიანი აჭარის – ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები პროგრამის განხორციელებისთვის 214 3449 ლარით დააფინანსეს.
<!** Image 1 align="left" alt="სოფელი მასაურა" sub="სოფელი მასაურა" width="500" height="2448" >
შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად
მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რედაქციის შენობის ფასადის შეღებვას ბათუმელთა ნაწილი აპროტესტებს. შენობის მოპირდაპირე მხარეს კარავი დგას, სადაც მეექვსე დღეა პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე შიმშილობს. ის ბათუმის საკრებულოს „მრჩეველთა საბჭოს“ წევრია. მისი განცხადებით, „პროკრედიტ ბანკმა“, რომლის საკუთრებაშიცაა შენობა, პატივი უნდა სცეს კულტურულ მემკვიდრეობას და მას ძველი იერ-სახე შეუნარჩუნოს.
<!** Image 1 align="middle" alt="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" sub="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" width="300" height="300" >
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას ცვლის
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მალხაზ ხალვაშმა გადაწყვეტილება თანამშრომლების სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ გააუქმა.
ქალები პოლიტიკაში
ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში – ამ თემაზე დღეს, 27 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მედდების აქციის შესახებ
„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედპერსონალის მოთხოვნებით, რომლებმაც დღეს გამართეს აქცია, ირღვევა როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა პერსონალის, ასევე პაციენტის უფლებები“ – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში დღეს, 26 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების მიერ გამართულ აქციას, სადაც მედდებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ, გააპროტესტეს.
„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან
დღეს, 26 მარტს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სანდასუფთავების სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.
ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მობინადრე შვლებს საფრთხე ემუქრება. ეროვნული პარკის ერთი მხარე სოფელ ქოქოლეთს ესაზღვრება. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სოფელში მონადირე ძაღლები არიან, რომლებიც ტყიდან შვლებს სდევნიან. თუმცა შვლებს საფრთხეს მხოლოდ ძაღლები არ უქმნიან, ორი კვირის წინ ტყე-პარკთან ახლოს ნაპოვნ შველს ნატყვიარი აღმოაჩნდა.
იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >
აჭარის მთავრობის წერილი თვითნებურად ჩასახლებულებს
<!** Image 1 align="middle" width="600" height="944" >
აჭარის ფინანასთა და ეკონომიკისა სამინისტრომ წერილები გაუგზავნა იმ მოსახლეობას, რომლებიც არჩევნების შემდეგ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჩასახლდნენ. წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა
<!** Image 1 align="middle" alt="უკანონო დასახლება" sub="უკანონო დასახლება" width="600" height="576" >
2012 წლის არჩევნების შემდეგ მაღალმთიანი აჭარიდან მოსახლეობამ უკანონოდ დაიწყო ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცირე ზომის ქოხების ჩადგმა და იქვე დასახლდა. „ბორჯღალოს“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერის მიხედვით, 1864 ოჯახია თვითნებურად შესახლებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მათ დაახლოებით 678 ოჯახი შეისწავლეს: „შემდეგ შევჩერდით, რადგან ამ პროცესმა გამოიწვია უფრო მეტი ნაკადის შემოდინება. ჩვენი ინფორმაციით 12 ობიექტში არიან უკანონოდ შესახლებულები. 31 მარტისთვის ყველამ უნდა დატოვოს ტერიტორია, სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
ცივი და ცხელი მატარებელი
<!** Image 2 align="left" alt="თბილისი-ბათუმის მატარებელი" sub="თბილისი-ბათუმის მატარებელი" width="400" height="576" >
ღამის მატარებლის მგზავრებს ზამთარსა თუ ზაფხულში მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გარდა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – გაუმართავი კონდიცირების სისტემა. ვაგონებში ზამთარში ზედმეტად ცხელა, ხოლო ზაფხულში – პირიქით, რაც საბოლოო ჯამში მგზავრების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
მეწყერს გადარჩენილების ამბავი
<!** Image 1 align="left" width="600" height="576" >
კედლები დაობებულია და ნესტის სუნით გაჯერებული. საწოლების თავზე პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული, რომ წვიმის წყალმა საწოლებში არ ჩააღწიოს. „ქარი რომ ამოვარდება, გული გვისკდება, კედლები თავზე არ ჩამოგვანგრიოს. მიწისძვრის დროს კედლები დაიბზარა, გვეშინია ბავშვებს არაფერი შეემთხვას“, – გვეუბნება დინარა დავითაძე, რომელიც ყოფილი პანსიონატის შენობაში მეუღლესთან, ოთხ ვაჟთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მუდმივი სიცივისა და ნესტის გამო ოჯახის ყველა წევრი ავადაა. „როგორც სოციალურად დაუცველს, სამედიცინო პოლისი მაქვს, მაგრამ იმდენჯერ მივდივართ კვირაში, რომ ექიმებს ჩვენი დანახვა აღარ უნდათ. ყველას მოვბეზრდით. ოთახებში კი სულ წვიმს და ბრონქული ანთება ჩემს მეუღლეს, რომელიც უნარშეზღუდულია, ასთმაში გადაეზარდა“, – გვიყვება დავითაძეების რძალი.
ხუთი ახალი ფრაქცია – კაბინეტები, მანქანები და ხარჯები
ბათუმის საკრებულოში ხუთი ფრაქცია იმუშავებს, რაც ბათუმის საკრებულოს ბიუროს 13 წევრამდე გაზრდის. გაიზრდება ფრაქციების შენახვის ხარჯებიც. ნიშნავს თუ არა ეს სამომავლოდ აპარატში სპეციალისტების რაოდენობის გაზრდასაც და რა ხარჯებს უკავშირდება ფრაქციების მუშაობა საკრებულოში? კითხვებზე `ბათუმელებს~ საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძემ უპასუხა.
<!** Image 1 align="left" alt="ლიანა დიასამიძე" sub="ლიანა დიასამიძე" width="300" height="576" >
აქციები გაგრძელდება მთავრობის დაპირების მიუხედავად
იპოთეკარების დავალიანების შესახებ გადაწყვეტილებას, რა სახით დაეხმარება მათ მთავრობა, აჭარის ხელისუფლება ერთი თვეში მიიღებს. ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იპოთეკართა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ გააკეთა.