სიახლეები

შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

01.04.2013
შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

„დანაშაულია ის, რომ შენობის შეღებვის ნებართვა გაიცა და ამ ნებართვაზე ხელის მომწერი ყველა პირი არის პასუხისმგებელი. ამავე დროს, დღევანდელ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ძეგლები“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი განცხადებით, პროტესტი მიმართულია ყველა იმ კულტურული ძეგლების დასაცავად, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია: „ეს შეეხება არა მარტო ამ შენობას, ყოფილი ფოსტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასაც“.

პროტესტს ბათუმის საზოგადოების ნაწილიც უერთდება. ამ დროისთვის, ორასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული, ხელმომწერები შენობის ფასადის შეღებვის შეწყვეტას მოითხოვენ.

„უბრალოდ, გაურკვეველი და სამწუხარო ეს გამოსვლები, რადგან შენობის შეძენამდე და შეძენის შემდეგაც, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურთან იყო აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ განვახორციელოთ სარემონტი სამუშაოები“, – აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ გაფართოებული მენეჯმენტის წევრი თეა თაბაგარი.

იგი აღნიშნავს, რომ ბანკის ფასადთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რამდენიმე ვარიანტი წარედგინა და მოწონებული იქნა ის, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა: „ასე რომ, ნებართვის საფუძველზე ვახორციელებთ სამუშაოებს.”

თეა თაბაგარი ასევე აცხადებს, რომ ბანკმა შენობის გამაგრებაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე დაუჯდებოდა ფილიალის რემონტი: „ძველ მეპატრონეს იქ უკვე ჰქონდა გარკვეული სამუშაოები დაწყებული, რის გამოც შენობის გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო. ახლა კი შენობას აქვს სარტყელი და გამაგრებულია საძირკველი“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა ამბობს, რომ ყოფილი რედაქციის შენობაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მის სააგენტოში მისვლამდე გაიცა და სააგენტოს უკვე არ შეუძლია ამ საქმეში ჩაერიოს. თუმცა, როგორც ბიძინა აფხაზავა აღნიშნავს, სააგენტო აპირებს შეხვდეს  “პროკრედიტ ბანკის” აჭარის ფილიალის წარმომადგენლებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: