სიახლეები

ეკომიგრანტების აქცია ბათუმის მერიასთან

15.05.2013
ეკომიგრანტების აქცია ბათუმის მერიასთან

წალკიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები  მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციას მართავენ და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ავტომანქანებს, რომლითაც ისინი ბათუმში ჩამოვიდნენ, პარკირების საფასური გადახდილი არ აქვთ, ბათუმში პარკირება კი ფასიანია. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა ჯარიმის შესახებ შეიტყვეს მთავრობის სახლიდან მერიასთან გადაინაცვლეს და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება მოითხოვეს.

„ბათუმში დახმარების  სათხოვნელად ჩამოვედით.  წალკაში, იმ სახლებში რომელშიც ვცხოვრობდით, ბერძნები დაბრუნდნენ. დახმარების ნაცვლად მანქანებზე ათლარიანი ჯარიმები აგვიკრეს. მაშინ როცა პატრულმა დაგვაყენა იქ. რა გამოვიდა, ერთმა დაგვაყენა, მეორემ დაგვაჯარიმა. რა ვქნათ, არ ვიცით. მერიას ვთხოვთ  გაგვიუქმოს ეს ჯარიმა,  ანდა კეთილი ინებოს და თვითონ გადაიხადოს. 9 მანქანა დააჯარიმეს, ჯამში 90 ლარია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მევლუდ ვაშაყმაძემ.

აქციის შემდეგ ბათუმის მერიამ გამონაკლისი დაუშვა და ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ეკომიგრანტები გადაადგილდებოდნენ ჯარიმისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება საკვებით და წყლით უზრუნველყოფას, ადგილობრივ თვითმმართველობაში  აცხადებენ, რომ მსგავსი მუხლი ბიუჯეტში, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძებებს დააფინანსებს არაა, შესაბამისად ეკომიგრანტებს ვერ დაეხმარებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: