კვირის ამბები

პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში

21.05.2013
პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში

 

 

1.  დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ხელს უშლის ერთიანი პოლიტიკური სისტემის ფორმირებას.  კერძოდ, კონსტიტუციის მეოთხე მუხლში განსაზღვრული დებულებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ  უნდა მოხდეს რიგი ინსტიტუციონალური ცვლილებები ადმინისტრაციულ მოწყობასა და საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებაში.

 

2.  პოლიტიკურ ლიდერთა და პოლიტიკურ ძალათა ნების არ არსებობა, რათა მოხდეს პოზიციათა შეჯერება და  კონსენსუსის შედეგად ქვეყნისათვის სასიკეთო პოლიტიკური მოწყობის  მოდელის ფორმირება.

 

  სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში მუდმივად პოლიტიკურ ლიდერზე, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული სისტემის შექმნისაკენ მივისწრაფვით. საქართველომ პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნის თვალსაზრისით მინიმუმ 20 წელი დააგვიანა. მოყოლებული 1992 წლიდან ფაქტიურად ვერცერთი ფუნდამენტური ინსტუტუტის ჩამოყალიბება ვერ შევძელით. ხელისუფლების დანაწილების კუთხით კი მუდმივად სრული დისბალანსი ვლინდება.ერთი უკიდურესობიდან მეორისაკენ, შესაბამისი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დღეს საკმაოდ სწრაფად და ორგანიზებულად მოგვიწევს  20 წლის წინ გასაკეთებელი საქმის დაწყება.

 

 

საქართველოს პოლიტიკური მოწყობის ფორმის მხრივ, ყველაზე მისაღებ მოდელად უფრო სწორი იქნება თუ  საპარლამენტო რესპუბლიკას მივიჩნევთ. რატომ საპარლამენტო რესპუბლიკა? თუ გავითვალისწინებთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენი ზომის სახელმწიფოებისათვის  ყველაზე ოპტიმალური მოდელი სწორედ ეს გახლავთ.მეორე ფაქტორი ეხება აწ უკვე ჩვენივე თავზე გამოცდილ „საპრეზიდენტო“ რესპუბლიკის ავკარგიანობას.თუ გადავხედავთ მსოფლიო ქვეყნებში საპრეზიდენტო რესპუბლიკების ფუნქციონირებას, ერთეული გამონაკლისების გარდა თითქმის ყველა ავტორიტარიზმის ტენდენციებს ავლენს,შესაბამისად მისი მიღების საკითხი ეჭვქვეშ დგება.      

 

 

საპარლამენტო მოწყობას თან ახლავს ნეგატიური და დამაფიქრებელი ასპექტებიც.თვალი გადავავლოთ ევროპას,  რას ეფუძნება  ევროპული ტიპის  „პარლამენტარიზმი“?  –  ეს პირველ რიგში არის, სტრუქტურირებული მძლავრი პარტიული ინსტიტუტები, რომელიც წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს ზოგადად პარლამენტარიზმის ეფექტური მუშაობისათვის. სამწუხაროდ, ამ ასპექტის მიხედვით  საქართველო კრიტიკულ სიტუაციაშია, ფაქტიურად კლასიკური ტიპის პარტიული „ინსტიტუტი“ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს ბაზაში 210ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, თუ გავყვებით პარტიული ინსტიტუტის მახასიათებლებს, მხოლოდ ერთეულ პარტიებს გააჩნია ეს ნიშნები. როგორც წესი პარტიული ინსტიტუტების მსგავსი სახით არსებობის დროს და პლუს სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისას, რაც აშკარაა საქართველოში, რეჟიმის არასწორად განვითარების საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით.

 

 

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასააზრებელი, თუ რომელი პოლიტიკური მმართველობის მოდელის დამყარება გვსურს. აუცილებელია საჯარო განხილვების მოწყობა  და საზოგადოებასთან ერთად ყველა იმ ნიუანსის გაანალიზება თუ, რა დადებითი და უარყოფითი  მხარე აქვს ამა თუ იმ მმართველობის მოდელს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: