სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან

26.03.2013
„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“  ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნაზიბროლა ქობულაძემ აღნიშნა,  რომ ბათუმის „სანდასუფთავებაში“ თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ, ამიტომ აღნიშნული სამსახურის   ხელმძღვანელობამ უნდა განმარტოს იქ მიმდინარე პროცესები, დაამტკიცოს ის ბრალდებები, რის საფუძველზეც ხდება თანამშრომლების გათავისუფლება, ან დაუყოვნებლივ აღადგინონ ეს ადამიანები სამსახურში.

 

ბრიფინგზე მყოფმა სანდასუფთავების სამსახურის ყოფილმა მძღოლებმა, ზურაბ მახარაძემ და ასლან დავითაძემ განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით განათავისუფლეს, რეალურად კი მათ დათხოვნას პოლიტიკური მოტივი ედო საფუძვლად. 

 

ასლან დავითაძე ეჭვობს, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ აქციაზე არ მივიდა. ის ასევე დასძენს, რომ აქციაზე აუცილებლად უნდა მიეყვანა იმ ბრიგადის წევრებიც, რომელშიც ის იყო დასაქმებული.  იგი ამბობს, რომ საწვავთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან:

 

„უკვე შვიდი თვეა რაც გათავისუფლებული ვარ.  მე ვმუშაობდი ქედაში. ჩიპი მაქვს დაყენებული, შეამოწმეს საწვავის რაოდენობა და ერთი გრამი დანაკლისი არ არის, ჩემი აზრით განმათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ  სააკაშვილის აქციებზე ვერ დავდიოდი,“  – აცხადებს ასლან დავითაძე, რომლის მთავარი მოთხოვნაა, დააბრუნონ სამსახურში.      

 

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა როგორც ამ სამსახურის ფინანსური და ინფრასტრუქურის განვითარების ხელმძღვანელმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა განაცხადა, 2012 წლის მონაცემებით, ამ სამსახურიდან 149 ადამიანი გათავისუფლდა, მათგან ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე.      

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: