შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

 

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეუერთდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, თავის თანამშრომლებთან ერთად, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს წინასაახალწლოდ ესტუმრა.

96 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის დასუფთავებისთვის

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების საოფისე და არასაოფისე ფართობის დასუფთავება ქალაქის ბიუჯეტს მომავალი წლისთვის 96 ათასი ლარი დაუჯდება. შესაბამისი, 100 ათას ლარიანი ტენდერი ბათუმის მერიამ 27 ნოემბერს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა კი ხვალ იწურება. 

“ბათუმი ცენტრალი“ – გაჩერება მომავლის ბათუმში

 

ოთხსართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინით, კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო, სუპერმარკეტები, საერთაშორისო ბრენდის მაღაზიები, კაფეები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, რკინიგზისა და ავტოსადგურები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეალობისა, რომელსაც სულ მალე, უახლოეს თვეებში, როგორც ადგილობრივებს, ასევე, ბათუმში ვიზიტად ჩამოსულ სტუმრებს თამარის გზატკეცილზე აშენებული „ბათუმი ცენტრალი“ შესთავაზებს. ამ მასშტაბური პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორი გიორგი შარაშიძე გვესაუბრა. 

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

 

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ცხრა საათზე აინთო. 

გიორგი კეკელიძე და ჯონ გრინი – პოპულარული წიგნები და ავტორები ბათუმში

ბათუმის წიგნის მაღაზიებში 2014 წელს აჯამებენ. წიგნის მაღაზიებში ამბობენ, რომ ბათუმში ყველაზე ხშირად ყიდულობენ დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობას”, ჯოან როულინგის “ჰარი პოტერს”,    რემარკის “სამ მეგობარს”,  ბოლო დროს კი ყველაზე პოპულარული წიგნიებია ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” და გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“.  ბათუმის წიგნის მაღაზიებში ყველაზე მოთხოვნადი ავტორები არიან: ორჰან ფამუქი, დოსტოევსკი, მარკესი, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე და ნიკო გომელაური.   

როგორ ეხმარებიან სტუდენტები და მოხალისეები მიუსაფარ ადამიანებს

 

უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის ბათუმელმა სტუდენტებმა თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვება დაიწყეს. საქველმოქმედო აქცია “ხელი ხელს” სტუდენტური ორგანიზაცია “Sunshine”-ის და  დოროთეა პარკელის საქველმოქმედო ფონდის მიერ არის ორგანიზებული. შეგროვებული ნივთების დახარისხება სტუდენტებმა და მოხალისეებმა უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში დღეს, 24 დეკემბერს დაიწყეს. როგორც სტუდენტები ამბობენ, მოსახლეობის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, შემოსული ნივთები ასობით მიუსაფარ ადამიანს დაურიგდება.

ბათუმში 31 დეკემბრის ღამეს სილამაზის სალონების ნაწილი უკვე დაკავებულია


ბათუმის სილამაზის სალონებში 31 დეკემბრისათვის უკვე ემზადებიან, ცნობილ სალონებში საღამოს საათები უკვე დაკავებულია.  სალონებში ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს, მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, გვიანობამდე მუშაობენ.  

რამდენს ხარჯავთ ყოველ თვეში? [ინფოგრაფიკა]

ხარჯები გამოთვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, შინამეურნეობების მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. * შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა შესაბამისობაშია ხარჯების ინდივიდუალურ კლასიფიკატორთან (COICOP). “სხვა სამომხმარებლო ხარჯები” მოიცავს შინამეურნეობების ხარჯებს კავშირგაბმულობაზე (08 კატეგორია COICOP–ის მიხედვით), სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (11 კატეგორია COICOP–ის მიხედვით) და სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (12 კატეგორია COICOP–ის მიხედვით).

ხმა თბილისიდან – ადერკინ კოპლატაძის დაბადების დღისადმი

 

ძვირფასო აჭარლებო, ჩემო საყვარელო ბათუმელებო! მინდა ხმა მოგაწვდინოთ თბილისიდან, მოგაგონოთ ბათუმის საქალაქო კომიტეტის ყოფილი მდივანი, მრავალსაპასუხისმგებლო თანამდებობებზე წარმატებების მქონე, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი ადერკინ კოპლატაძე, გურული კაცი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში. 

ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი პროკურატურის გულგრილობაზე

 

ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი, ლელა აბესაძე უკვე რამდენიმე წელია ცდილობს პროკურატურა დააინტერესოს 2007 წლის ზაფხულში, 5 დღე-ღამის განმავლობაში, უშიშროების სამინისტროს საპატიმრო დაწესებულებაში მისი გამოკეტვის ფაქტით. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერაფერს გახდა.

გარემოს დაცვის 25 წელი

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 25 წლისაა. გასულ კვირას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინო ჩხობაძეს გარემოს დაცვის კუთხით გაწეული ღვაწლისთვის სიგელი გადასცა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რისი მიღწევა შეძლო საქართველოში მწვანეთა მოძრაობამ 25 წლის განმავლობაში, რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა- ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა. 

ჰობიტის დიდი მოგზაურობა

 

როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩვენმა თაობამ ტოლკინის სამყარო ბავშვობაში გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰობიტი“ საბჭოთა პერიოდში იყო გამოცემული, საქართველოში ტოლკინი ძალიან პოპულარული მაინც ფილმის, „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოსვლის შემდეგ გახდა. დღეს ამ გენიალურ წიგნს უკვე საკმარისი დამფასებელი ჰყავს. ასევეა „ჰობიტის“ შემთხვევაშიც. ფილმის გამოსვლამ დიდწილად განაპირობა ამ დიდი თავგადასავლის დასაწყისის პოპულარობა.

ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

 

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი სასტუმროს განთავსებას გეგმავს. შპს „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის ფასადის უკან არსებულ ფართობზე 11-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართა. სააგენტო გადაწყვეტილებას ამ კვირაში მიიღებს. განიხილება ასევე ბათუმის მერიის წინ მდებარე ძველ ორსართულიან აგურის სახლზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუმცა, როგორც სააგენტოში ამბობენ, შენობა ორადაა გაყოფილი, სტატუსი მხოლოდ ერთ ნაწილს მიენიჭება, მერიის წინ კი შესაძლოა შვიდსართულიანი კორპუსი აშენდეს.

 

ბათუმში ლიფტების 35 პროცენტი ამორტიზებულია

 

13 დეკემბერს, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე  ლიფტში ახალგაზრდა ქალი ჩავარდა.  მას სამაშველო სამსახურმა აღმოუჩინა დახმარება.„ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მაღლივ კორპუსებში 369 ლიფტია, აქედან 35 პროცენტი ამორტიზებულია.  „მათ შორისაა ისეთი ლიფტები, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება“ – ამბობენ „ბათუმის კორპუსში“. 

ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ ქოხების დანომვრა დაიწყო

 

დღეს, 15 დეკემბერს, ე.წ „ოცნების ქალაქში“ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ქოხების ხელახალ ნუმერაციას აწარმოებენ.

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანია მოსული. დილიდან ნომრავენ ქოხებს, მათი ინფორმაციით ხელმეორედ მოხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შესწავლა“- ამბობს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები როინ გუნდაძე.

ქედაში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ

 

ქედაში 13 დეკემბერს დაკარგულ 27 წლის მამაკაცს პოლიცია ისევ ეძებს. პოლიციას ამ დროისთვის დაკარგული მამაკაცის რამდენიმე ნივთი აქვს ნაპოვნი.

გაფერმკრთალებული ურთიერთობები სამეზობლოში

 

„სად არის თბილი ურთიერთობები ან ერთმანეთის მონახულების დრო სადღაა, ადამიანები თავიანთ სამყაროში ჩაიკეტნენ“, – ამბობს ბათუმელი ქალი. მისი თაობის სხვა ადამიანებიც მიიჩნევენ, რომ ნელ-ნელა ქრება სამეზობლო  ურთიერთობების ის კულტურა, რასაც საქართველოში ტრადიციას ვეძახით. „აქ ყველა ერთი ოჯახივით ვართ“, – დღეს ქართულ სამეზობლოში ისე აქტუალური აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. 

ქველმოქმედება და სტერეოტიპები

 

როგორია ქართული ქველმოქმედება და რამდენად მგრძნობიარეა ქართველი მილიონერი სხვისი პრობლემების მიმართ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა თამარ ხუბულავამ ისაუბრა. 

სასწავლო კურსები ბათუმში

 

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გორგასალთან არსებული  ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამაზე:

როგორ უნდა ინახებოდეს პიროტექნიკა?

 

 პიროტექნიკის შენახვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი სპეციალური რეგულაციები  არ არსებობს.  „დღეს მხოლოდ ზოგადი ხასიათის რეგულაციებია, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოდ წარმოებას და მიწოდებას გულისხმობს. ეს ეხება როგორც პიროტექნიკას, ასევე ყველა ტიპის პროდუქციას“ – ამბობს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.  

 

ხანძრის დროს დაშავებული პირი გარდაიცვალა

 

გუშინ ხოფის ბაზარში პიროტექნიკის აფეთქების დროს დაშავებული პირი, რომელიც რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა, გარდაიცვალა.

ხოფის ბაზრობის ხანძართან დაკავებულ პირებთან ადვოკატს არ უშვებენ

დღეს, ბათუმში ხოფის ბარობაზე მომხდარი ხანძრის შემდეგ შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხსად სამი მოქალაქე მიიყვანეს. ადვოკატ რამინ პაპიძის ინფორმაციით, მას სამმართველოში მყოფ პირებთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ბიძინა ივანიშვილი ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელში

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი  დღეს თბილისში სამგზავრო მატარებლით მიემგზავრება. 

აქციას “რვაფეხასთან” ბათუმის მერი და დეპუტატები შეუერთდნენ

 

 საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  ბათუმში, “რვაფეხასთან” დღეს აქცია გამართეს.

კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან საზღვაო ჰოსპიტალში

 

 

13 დეკემბერს, საზღვაო ჰოსპიტალს ეწვევა და კონსულტაციებს ჩაატარებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე

ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ

ბათუმში წყლის გაწმენდის მეთოდების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის #62 დადგენილებით, წყლის ქლორირება პრიორიტეტული მეთოდია. მცირე წარმადობის (3 000 მ3) წყალსადენისთვის დასაშვებია სხვა ქლორის შემცველი ნივთიერებებით დეზინფექციაც. თუმცა კოლიფაგების, ვირუსების, პათოგენური უმარტივესების, ცისტების, ასევე გრამდადებითი მიკრობების მიმართ ქლორის მოქმედება ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამიტომ, წყლის გაუსნებოვნებისთვის საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება.

გადასახლების შავი დღეები

 

„შავი დღეები“ – ასე უწოდებს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში მცხოვრები რევაზ გოგიტიძე გადასახლების წლებს. საბჭოთა ხელისუფლებამ მისი ცხრასულიანი ოჯახი ყაზახეთში 1951 წლის 26 დეკემბერს გადაასახლა. 13 წლის ახალგაზრდის მეხსიერებაში ის დღეები ყველაზე მძიმედ მოსაგონარ ისტორიად დარჩა. 

კვლევა: ვინ ისარგებლებს იაფი სახლით

 

შცეიცარიის განვითარების სააგენტოს  და აჭარის მთავრობის დაფინანსებით,  „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების კვლება ჩაატარა. კვლევა მხოლოდ აჭარის რეგიონს მოიცავს.  კვლევის სამიზნე ჯგუფს სტიქიის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი ოჯახები წარმოადგენდნენ. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა წარმოადგინა. 

 

საქართველოში შიდსით ოთხი ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

 

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.  ბოლო მონაცემებით, საქართველოში შიდსის 4 640 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ბავშვებში. 

ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებით

 

დამკვიდრებული წარმოდგენის მიხედვით, ადამიანის ბიოლოგიური სქესი ავტომატურად განსაზღვრავს ადამიანის გენდერს (სოციალურ სქესს) და მის სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ როცა ადამიანის სექსუალობის ეს სამი ასპექტი დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა, არაა ურთიერთგანმაპირობებელი. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები თავს არ აღიქვამენ თავიანთი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება და რა უწყობს ხელს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სხვადასხვა სტერეოტიპის დამკვიდრებას? “ბათუმელების” კითხვებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილმა უპასუხა. 

ქალი სკალპელით

 

 

25 წლის ხათუნა ჯოყილაძე რეზიდენტი ექიმია. იგი თურქეთში, სტამბოლში მდებარე კლინიკაში ზოგად ქირურგიაში გადის რეზიდენტურას. რეზიდენტურაში ჩაბარებამდე უცხო ენა ისწავლა და გამოცდებისთვის მოემზადა. ხათუნა ამბობს, რომ ჯერ კიდევ პირველ კურსზე სწავლისას იცოდა, რომ ქირურგი გახდებოდა და მის არჩევნზე ვერც ამ პროფესიის სირთულემ და ვერც ნაცნობმეგობრების რჩევამ, რომ ქალისთვის ქირურგობა რთული პროფესიაა, ვერ იმოქმედა. ჩვენ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით და სიცოცხლის გადარჩენას იმდენად დიდი ბედნიერება მოაქვს, რომ ვერ გადმოგცემთ. ჩემთვის და ყველა ექიმისთვის მთავარი სწორედ ესაა, და რა დროც არ უნდა იყოს, ჩვენ მზად ვართ ამისათვის“ – ამბობს ხათუნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში მოქმედი სამი საკაბელო ოპერატორი – შპს „TV ERA“, შპს „ტვ XXI+“ და შპს „BATUMI MEDIA GROUP“, გარკვეული უცხოური და ქართული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის დააჯარიმა.

ჩანჩხალოში შუახევი ჰესის მშენებლობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

 

24 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩანჩხალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია განაახლა და მშენებარე გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი ხელისუფლებისგან სოფლის გეოფიზიკურ-სესმოლოგიური მდგომარეობის ძირეულ  შესწავლას ითხოვენ.

„ნამდვილი კაცებიც“ ტირიან

 

 

„რა გატირებს, კაცი არ ხარ?“, „მაგარი ბიჭები არ ტირიან“ – ასეთია მშობლებისა და, ზოგადად, საზოგადოების რეაქცია ბიჭის, კაცის ცრემლებზე. რა შედეგს იღებს იგივე საზოგადოება, სადაც კაცის ტირილი სირცხვილი, მასკულინობა კი ნორმა. არის თუ არა საზოგადოებაში გაზრდილი ძალადობა, კულტურული სტერეოტოპების ანარეკლი  და რას განიცდიან ადამიანები, როცა შინაგანი ემოციური წონასწორობა ირღვევა? 

ტარიელ ნაკაიძე მუფტის არჩევაზე: „ასეთი ქმედება დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას“

 

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე  ჯემალ პაქსაძის გადადგომის გადაწყვეტილებას  „გარე  ძალების ჩარევის შედეგად“ აფასებს და მიიჩნევს, რომ ვიდრე სამმართველოს რეორგანიზაცია არ განხორციელდება  არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება.

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ მე დამიჭირა მხარი

 

ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ის ამ დრომდე ხელვაჩაურის მუფტი იყო და დღეიდან „სრულიად საქართველოს მუფტი გახდება“. „მეჯლისთა საბჭომ მე დამიჭარა მხარი, რას შევცვლი ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.“ 

Exit mobile version