სიახლეები

აქციას “რვაფეხასთან” ბათუმის მერი და დეპუტატები შეუერთდნენ

06.12.2014
აქციას “რვაფეხასთან” ბათუმის მერი და დეპუტატები შეუერთდნენ

 

 

გიორგი ერმაკოვი

 

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი:  „ბავშობიდან მახსოვს, რომ ეს ობიექტი აქ იყო და ძალიან ლამაზია…  პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ამის რესტავრაცია და აღდგენა არის თუ არა შესაძლებელი… ვერავინ ვერაფრის დემონტაჟს ვერ გაკეთებს ამ ქალაქში ისე, თუ  მერია თანახმა არ იქნება. პოზიცია არის ერთიანი, ჩემი და მთავრობის თავმჯდომარისა: მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, ის ასოცირდება  ბათუმთან… საექსპერტო დასკვნაა საჭირო, იდეაფიქსი შენობის დანგრევა არაა, მაგრამ  თუ მისი კონსტრუქციულად შენარჩუნება არ შეიძლება, რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?“

 

 

ალეკო ჩიტიშვილი – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მოვედი აქციაზე, რადგან ეს არის ჩემი ახალგაზრდობის მოგონებები. ვფიქრობ, რომ თუ მოხერხდება და მისი აღდგენა მოხდება ძალიან კარგია, ეს შენობა ბათუმიდან არ უნდა გაქრეს“. 

 

 

 

კაკო ძნელაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მე იმიტომ ვარ აქ, რომ რვაფეხა იდგეს აქ. ყველაზე კარგი ვერსია არის ჰილტონის მესვეურებმა  გამონახონ  პროექტი  და  რვაფეხა პროექტთან ერთად განავითარონ.“

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: