Batumelebi | კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა – Batumelebi
RU | GE  

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში მოქმედი სამი საკაბელო ოპერატორი – შპს „TV ERA“, შპს „ტვ XXI+“ და შპს „BATUMI MEDIA GROUP“, გარკვეული უცხოური და ქართული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის დააჯარიმა.

 

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესრელიზის მიხედვით, შპს ,,TV-ERA” კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს შეამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა: „Show“, ,,феникс кино“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“,„СТС“, ,„Футбол“, „Футбол 2“,  „Россия 1“,„Теннис“,„STV“, „Silk სპორტი 2“, “Silk კინო კლასიკა“,  “Silk კინო ჰოლივუდი“, ,,Silk კინო კოლექცია“, „Домашний“. აღნიშნული დარღვევის გამო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9 000 და არა უმეტეს 90 000 ლარისა. შპს ,,TV-ERA”-ს შემთხვევაში ჯარიმის ოდენობამ 18,979.24 ლარი შეადგინა.

 

 

 

შპს „ტვ XXI+“-ის მონიტორინგი 2014 წლის 25 სექტემბერს განხორციელდა, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად: „რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „Иллюзион +“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, „Наш футбол,” „Show“, ,,Новое кино”, „ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, “National Geographic”, „ТНТ“,  ,,НТВ”, ,,Россия 1”,  ,,Перец”, ,,Eurosport“,  „Баскетбол“,  ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно”, „Теннис“, ,,Eurosport 2“,  „Боец ТВ“,  ,,RTVi”, ,,TV1000 action”,  ,,Домашний”,   „STV“, , ,,РЕН ТВ”, ,,СТС”, „Индия ТВ“,  ,,ПРемьера”,  „Кинохит“,  „футбол ”,  „футбол 2”, „Пятница“,  ,,Охота и рыбалка”, ,,Кино плюс”,  ,,Кухня ТВ”, ,,Animal planet”, „Discovery“, „Inter+“,  „Шансон ТВ”,  „Euronews“. შპს „ ტვ XXI+“-ს  ჯარიმა 9 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

 

და ბოლოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“, რომლის შემოწმებაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა. კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს ავრცელებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე: „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,ობიექტივი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Иллюзион+“, ,,TV 4“, ,,Cartoon network“, ,,XXI+“, „Наш Футбол,” „Show“,  ,,Новое кино“,  „Fashion tv“, ,,ქართული არხი“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, ,,National Geographic”, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Россия 1“, ,,Перец“, ,,Eurosport “,  ,,Баскетбол“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, ,,Теннис”, ,,Eurosport 2“, ,, Боец ТВ“, ,,RTVi“,  ,,TV1000 action“, ,,TV1000”, „STV“, ,,Россия К”, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, ,,Премьера”, „Кинохит“, „Футбол“,  „Футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино плюс“, ,,Кухня ТВ“, ,,Animal planet“, „Discovery“, „Шансон ТВ“, „C1“,  „Euronews“.

 

ვინაიდან შპს „BATUMI MEDIA GROUP“ მსგავსი დარღვევისთვის კომისიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ერთხელ დააჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განმეორებით იგივე შინაარსის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა. აქედან გამომდინარე შპს „BATUMI MEDIA GROUP“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"