სიახლეები

როგორ უნდა ინახებოდეს პიროტექნიკა?

08.12.2014
როგორ უნდა ინახებოდეს პიროტექნიკა?

 

იურისტის თქმით, პიროტექნიკის შენახვაზე რეგულაციები 2003 წლის კანონით იყო განსაზღვრული, რომლის მიხედვით პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციისთვის პირს სპეციალური სერტიფიკატი უნდა აეღო,  სადაც განსაზღვრული იყო პიროტექნიკის შენახვის წესებიც.  ეს კანონი გაუქმდა.

 

„უცხო ქვეყნების სავაჭრო ცენტრებში პიროტექნიკისთვის ისეთი ადგილებია გამოყოფილი, სადაც სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ასეთ ადგილებში აუცილებელია არსებობდეს მიწისქვეშა წყლის კერა, რომელსაც მეხანძრეები იყენებენ ხანძრის გაჩენის დროს“- აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე.  

 

მისი თქმით, პიროტექნიკის შენახვის წესებზე სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი.  „მათ უნდა უზრუნველყონ სახანძრო განყოფილებების არსებობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ისეთ კერებს სადაც მსგავსი საშიში საქონელი იყიდება. დღეს ბაზრობებზე არის უკონტროლო სიტუაცია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი. 

 

სამაშველო სამსახური მიწისქვეშა წყლის კერების საკითხს იანვრიდან დააყენებს. 


„სახანძრო-სამაშველო სამსახურები გადავდივართ პოლიციის დაქვემდებარებაში და ეს საკითხი ახალი წლიდან იქნება მოგვარებული. სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის სადგურები,  საბაჟოები, პორტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები, წყლის ადგილობრივი კერებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: